შური ადამიანს შიგნიდან ანადგურებს. დროს სხვის ცხოვრებაზე ფიქრში ატარებს იმის ნაცვლად, რომ საკუთარს მიხედოს. ზოგჯერ ამ გრძნობის გაკონტროლება რთულია. ასტროლოგები ამბობენ, შურზეც ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის ნებსით თუ უნებლიეთ შურთ. Vivien გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები იწვევენ სხვებში შურს.
ძლიერი შური
ადამიანში ძლიერ შურს იწვევს უკმაყოფილების განცდა, რომ სხვებს აქვს ის, რაც მას არ აქვს. შურს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, სხვისი მატერიალური მიღწევები, მაღალი შემოსავალი, უკეთესი ბინა.
შურის მიზეზი შეიძლება იყოს სხვისი უკეთესი სოციალური სტატუსი, სამსახურში ან პირადში წარმატება. შურს ასევე იწვევს არასრულფასოვნების განცდა, დაბალი თვითშეფასება ან საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ სხვა მასზე უფრო ჭკვიანია, ნიჭიერი, წარმატებულია.
ხშირ შემთხვევაში შური დამანგრეველ გავლენას ახდენს და ნეგატიურ ქცევას იწვევს. თუ ემოციებს სწორად მართავთ, მიზნების მისაღწევად მოტივაციად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში შური სასარგებლოც არის.
ასტროლოგები ამბობენ, რომ არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებში ყოველთვის და ყველგან შურს იწვევენ. ისინი ლიდერები არიან, ცხოვრებიდან ყველაფერს იღებენ და პირველობას არავის უთმობენ. გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარი.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც შურთ
უჩვეულო სიაში ლომი პირველობს. ამ თავისუფლებისმოყვარე და ზოგჯერ ეგოისტ ლომს თვითშეფასების პრობლემა არ აქვს. იცის, რა არის მისი ძლიერი მხარე და სხვებისგან მათთან შესაბამისობას ითხოვს.
არ აშინებს შეცდომები, დახმარებას იშვიათად ითხოვს. ამბიციური და შრომისმოყვარეა. ცხოვრებისეული სირთულეები მხოლოდ აძლიერებს.
მოშურნეებს ყურადღებას არ აქცევს. მისთვის ისინი არაფერს წარმოადგენენ. ცუდ კომენტარებს მნიშვნელობას არ ანიჭებს. მათ დონემდე არ ეშვება და სანაცვლოდ არ მზაკვრობს. უბრალოდ აგრძელებს თვითგანვითარებას და ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებას.
ქალწული შემდეგი ზოდიაქოს ნიშანია, რომლისაც ყველას შურს. რკინის ძალის მქონე და დისციპლინის მოყვარული ქალწული ყოველთვის აღწევს იმას, რაც სურს. სამუშაოს სწორი დაგეგმვის უნარით ამის გაკეთება რთული არაა.
ქალწული სისუსტეებს ოსტატურად მალავს, ცხოვრებაზე არ წუწუნებს. საკუთარ თავზე ტიტანური მუშაობის ხარჯზე წარმატებას აღწევს. წარმატებულ სამსახურს და ბედნიერ პირად ცხოვრებას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს. მის სახლში ყოველთვის სისუფთავეა, ხოლო სამზარეულოში შინ მომზადებული კერძების სუნი ტრიალებს.
ქალწული იმდენად იდეალურია, რომ სხვებს ამით აღიზიანებს. მოშურნეები შანსს არ უშვებენ, რომ უკბინონ. გაწონასწორებული ქალწულის წყობიდან გამოყვანა მარტივი არაა. ის მტკიცედ დგას და მიზნისკენ მიიწევს, მოშურნეებს გულგრილად გვერდს უვლის.
იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები
ვერძისაც ხშირად შურთ. გასაკვირი არცაა. მას ხომ მუდმივად უმართლებს. ვერძი არა მხოლოდ იღბლიანი, არამედ საკმარისად გამჭრიახია. ახალ ცოდნას და უნარს სწრაფად ითვისებს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა.
ცხოვრებიდან ყველაფერს იღებს და თავის ემოციებს სხვებს უზიარებს. მოშურნეები თვლიან, რომ ვერძი ბედის ნებიერაა, რომელიც ყველაფერს დაუმსახურებლად იღებს. სინამდვილეში ასე არაა! ვერძი მიზნების მისაღწევად დაუღალავად მუშაობს.
ასე აკეთებს ტყუპებიც, რომელიც ერთ ადგილზე ერთი წუთით ვერ ჩერდება. უშრეტი ენერგია აქვს, რაც თამამი ჩანაფიქრების განხორციელებაში ეხმარება. ახლობლები და მეგობრები მხარს ყოველთვის არ უჭერს. იღბალი ყოველთვის და ყველგან თან სდევს.
სხვებს მისი არა უბრალოდ შურს. პირში ელაქუცებიან და მისი ნდობის მოპოვებას ცდილობენ, რომ ტყუპების გავლით ხალხში გავიდნენ. ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით სამსახურში კოლეგებს შორის. ტყუპებს ხშირად საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებენ. სამწუხაროდ, ტყუპები ამას მაშინვე ვერ ხვდება.