5 ყველაზე მოდური ზოდიაქოს ნიშანი

3555
5 ყველაზე მოდური ზოდიაქოს ნიშანი
5 ყველაზე მოდური ზოდიაქოს ნიშანი

ყველა ადამიანს თავისი უნიკალური სტილი აქვს. მაგრამ ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მოდის სამყაროს უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე სხვა. ჩვენ თქვენთვის ყველაზე მოდური ზოდიაქოს ნიშნები შევაგროვეთ.

ყველაზე მოდური ზოდიაქოს ნიშნები

5.ლომი

ლომი შოპინგზე გიჟდება და ცოტა ფულის დახარჯვაზე უარს არ იტყვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მაღალი კლასის მოდა, ძვირფასი ქსოვილები და უჩვეულოდ აჭრილი ტანსაცმელი უყვართ.

ზოგჯერ ტანსაცმლის არჩევისას ლომები ძალიან თამამები არიან. ისინი იცვამენ იმას, რაც ყველას ყურადღებას იპყრობს. ზოგჯერ ოქროსფერი ფერი და ღია კაშკაშა მაკიაჟი იზიდავთ, მაგრამ ამასთან ვულგარულად არ გამოიყურებიან.

ჯენიფერ ლოპესი ნამდვილი ლომია. ყოველთვის სექსუალური და ლამაზი!

4.თხის რქა

თხის რქას დახვეწილი და თავშეკავებული სტილი აქვს. ისინი არასდროს აჭარბებენ. მათ გარდერობში ნებისმიერი სიტუაციის შესაფერის ტანსაცმელს ყოველთვის იპოვით,

ეს ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება ძალიან მოდური იყოს, მაგრამ ზღვარს არასდროს გადადის. საკმარისია კომფორტულად იგრძნონ თავი იმ ტანსაცმელში, რომელიც აცვიათ.

ყველაზე მოდური თხის რქა – კეიტ მიდლტონია. ტანსაცმელი, რომელსაც თავად იცვამს და ბავშვებს აცმევს, მაღაზიებიდან სწრაფად ქრება. მის სტილს მთელ მსოფლიოში მისდევენ!

3.ქალწული

ქალწულს სტილის წარმოუდგენელი გრძნობა აქვს. ისინი, როგორც წესი, ნამდვილად კარგ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობენ – ნივთებს, რომლებიც ყოველთვის მოდაში იქნება.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უპირატესობას მარტივ ნივთებს ანიჭებენ, რომელიც მათ მოუხდება და თან მოდურიც იქნება. მათ გარდერობში ახალი ნივთის შეხედვისას ვერ იფიქრებთ, რომ ის ასეთი მასიურია. სწორედ ასე ისინი იმარჯვებენ.

ქალწული ქამერონ დიასი წითელი ხალიჩის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავად ითვლება. მისი სადღესასწაულო გარეგნობის მთავარი კომპონენტია – შავი ან წითელი ფერი და მოშიშვლებული სტილი. ხოლო დასვენების დღეებში თავისუფალი კუთხეების მქონე ჯინს და სპორტულ სტილს უპირატესობას ანიჭებს.

2.ვერძი

ვერძს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ იმპულსური შესყიდვის პრობლემები არსებობს.ლამაზი ნივთის დანახვისას, იმწამსვე ყიდულობენ, შემდეგ კი არ იციან, შეიძლება თუ არა მისი ჩაცმა. ეს ნიშანი გარდერობიდან რამდენიმე ნივთს ერთდროულად იცვამს, მაგრამ ყველაზე საყვარელს. კარგია, რომ ვერძებს ნივთების შეხამება შეუძლიათ. ეს მათ ეხმარებათ!

ყველაზე მოდური ვერძია დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი. ის საკუთარ თავს იდეალურად არ მიიჩნევს, მაგრამ შეუძლია ხაზი გაუსვას იმას, რაც კარგი აქვს.

1.სასწორი

ყველაზე ელეგანტური ნიშანი კი სასწორი არია. ამ ნიშნის წარმომადგენელი მოდის ექსპერიმენტებზე გიჟდება. ამავე დროს ყველაფერს ერთმანეთს კარგად უხამებს და უსარგებლო ნივთს არ ყიდულობს. სასწორის დევიზია – უმჯობესია ცოტა და ხარისხიანი.

მონიკა ბელუჩი ვულგარულად ჩაცმის უფლებას საკუთარ თავს არასდროს აძლევდა. ის ყოველთვის სექსუალური და ელეგანტური იყო.

თუ ამ რეიტინგში ვერ მოხვდით, არ იდარდოთ. მოდურად ჩაცმის სწავლა შესაძლებელია. ნახეთ ვიდეო, რომელიც მოდურად ჩაცმაში დაგეხმარებათ.

ეს ჰოროსკოპი მეგობრებს გაუზიარეთ, თუ საკუთარი თავი ან თქვენი მეგობრები სიაში აღმოაჩინეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს