ჯადოსნური საშუალებით კონფორებს მხოლოდ 10 წუთში გაწმენდთ და ქურას პირვანდელ გარეგნობას ზედმეტი ძალისხმევის და ხარჯის გარეშე დაუბრუნებთ. ამ მეთოდს ყოველი მეორე დიასახლისი იყენებს. ქურა ანათებს, ხოლო კონფორები ახალივით გამოიყურება.
კონფორების ზედაპირი
კერძის მომზადების შემდეგ სამზარეულოს დასუფთავება რთულია. დაგვეთანხმეთ, სახლის დალაგება დიდ დროს მოითხოვს. სანამ ყველა ჭურჭელს, კონტეინერს დარეცხავთ, ზედაპირებს გაწმენდთ, ჩაიკეცებით. ქურის გაწმენდა ყველაზე შრომატევადი და უსიამოვნო პროცესია. სასურველია, ეს მაშინვე გააკეთოთ, სანამ ჭუჭყი ზედაპირში ჩაჯდომას მოასწრებს.
ქურის ზედაპირის გარდა არის კონფორებიც, რომლის ზედაპირზეც წვრილი ჭუჭყი გროვდება. დროთა განმავლობაში კონფორებზე ნამწვი ჩნდება. მას ჩვეული მეთოდით ვერ მოაშორებთ. გაზი კონფორებს თავად ანახშირებს, ხოლო თუ საჭმლის ნარჩენებიც რჩება, საქმე სავალალო ხდება.
ასე სუფთა ქურა ნამწვისგან გაშავებული კონფორებით დგომას აგრძელებს. როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი გარეგნობა ნაკლები ძალისხმევით? Vivien–მა უნივერსალური და ბიუჯეტური საშუალება იპოვა, რომელიც ამ პრობლემას გაუმკლავდება. რამდენიმე წუთში ნახავთ, როგორ იშლება მთელი ჭუჭყი კონფორებიდან.
სასწაული საშუალება კონფორების საწმენდად
როცა ქურის გაწმენდას გადაწყვეტთ, კონფორები მოხსენით და გვერდზე გადადეთ. მათ უნიკალური საშუალებით გავწმენდთ. კონფორები პატარა ტაშტში ჩადეთ. 1,5 ლ წყალი აადუღეთ. ჩაიდანს 1 პაკეტი ლიმონმჟავა დაუმატეთ. ასე ჩაიდანს ნაქაფს მოაშორებთ. ადუღებული ხსნარი კონფორებს დაასხით. დროებით გააჩერეთ.
ამ დროში პასტა მოამზადეთ. დაგჭირდებათ პატარა შეფუთვა მშრალი საფუარი, კბილის პასტა (ყველაზე იაფფასიანი). კბილის ფხვნილი უკეთესია, მაგრამ პასტაც შესანიშნავად ანაცვლებს.
საფუარი პატარა თასში ჩაყარეთ და კბილის პასტა დაუმატეთ. ერთიანი პასტის მიღებამდე კარგად აურიეთ. რამდენიმე სუფრის კოვზი ძმარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
ლიმონმჟავის ხსნარი გადაასხით. კონფორებს მიღებული პასტა კარგად წაუსვით. ხელთათმანები გამოიყენეთ, რომ ხელის კანი არ დააზიანოთ. ღრუბლის უხეში მხრიდან კონფორებს ჭუჭყი მოაშორეთ.
პროცესის სიმარტივე გაგაოცებთ. კონფორები გამდინარე წყალში გარეცხეთ. მათი გარეგნობა გაგაოცებთ. ახალივით იბრწყინებს. პროცედურა მაქსიმუმ 10 წუთს წაგართმევთ, ხოლო შედეგი დიდხანს გაგახარებთ.