გაზაფხულზე ყველა ფერმერი ფანჯრის რაფებსა და სათბურებში ნერგების გაზრდას იწყებს. გასული წლის შემორჩენილ თესლს ამოწმებენ. ზოგიერთ შეფუთვაზე წარმოების თარიღიც აღარ ჩანს. უკვე ვადაგასულია.
მათ გადაყრას არ გირჩევთ, რადგან ძველი თესლის გაღივებაც შესაძლებელია. მათი გაღივება სცადეთ. ასე მიხვდებით, ახალი სარგავი მასალა შეიძინოთ თუ ძველი გამოიყენოთ.
ვადაგასული თესლი
ძველ თესლს სხვადასხვა მეთოდით ძალების აღდგენასა და გაღივებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. 100%–იან შედეგს ვერ მიიღებთ, მაგრამ უმეტესობის გაღივებას შეძლებთ. რეანიმაციის დაწყებამდე თესლი რამდენიმე საათით სუფთა წყალში ჩაალბეთ. თოვლის ან წვიმის წყალი შეგიძლიათ გამოიყენეთ. ყველა თესლი, რომელიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, გადაყარეთ. ისინი ცარიელია და არ გაიზრდება. კარგი თესლი ჭურჭლის ძირში ჩავა.
თესლის აღდგენის რამდენიმე მეთოდი
1. ზრდის სტიმულატორი კარგი საშუალებაა, თუ თესლის აღდგენა გსურთ. სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება. შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ.
ხსნარი სუფთა წყალში გახსენით და ორი ჩვარი ამ ნარევში დაასველეთ. სველი ჩვარი ყუთის (თასის) ძირში ჩააფინეთ და თესლი მოაყარეთ. ზემოდან მეორე სველი ჩვარი დააფარეთ. მალე გაღივებული თესლის მიწაში გადარგვას შეძლებთ.
2. წყალბადის ზეჟანგი თესლს გაღივებაში ეხმარება. მას ჟანგბადით ამდიდრებს. ½ ჭიქა წყალს 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ, თესლი ამ ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ. დილით სველ ჩვარზე დააწყვეთ, რომ გაღივდეს.
3. ალოე თესლს გააცოცხლებს. ალოეს წვენი თესლის ზრდას ბუნებრივად ხელს უწყობს. მცენარეს ქვედა ფოთოლი მოაჭერით, მინიმუმ 3 წლის უნდა იყოს.
ალოეს წვენი და სუფთა წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ. მასში თესლი ჩადეთ და 8 საათი გააჩერეთ. შემდეგ თესლი სალფეთქზე დააწყვეთ, რომ გაშრეს. შემდეგ მიწაში დათესეთ.
სხვა მეთოდები
4. ნატურალური თაფლი თესლს ძალების აღდგენაში დაეხმარება. 100 მლ თბილი წყალი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. თესლი ჩადეთ და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ თესლი სველ ჩვარში გაახვიეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. ბოლოს დათესეთ.
5. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც სასარგებლოდ მოქმედებს. ორი თასი აიღეთ. ერთში 60 გრადუსამდე გაცხელებული წყალი ჩაასხით, მეორეში – ცივი.
თესლი ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ. ჯერ ცხელ წყალში 5 წამით ჩადეთ, შემდეგ – ცივში. 6–ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ ჩვარზე გადაიტანეთ, დაასვენეთ და დათესეთ.
6. სასმელის დალევაც თესლზე სასარგებლოდ მოქმედებს. ½ ჭიქა თბილი წყალი და 2 ს/კ გამჭვირვალე ალკოჰოლი აურიეთ. თესლი ჩადეთ და 30 წუთი გააჩერეთ, შემდეგ თესლი ამოიღეთ, სველ ჩვარში გახვეული რამდენიმე დღე გააჩერეთ. ბოლოს გაღივებული თესლი დათესეთ.
თესლი, რომელიც დიდხანს, მაგრამ კარგ პირობებში ინახებოდა, შეგიძლიათ გააღივოთ, ხოლო გაფუჭებული მასალა, თუნდაც ახალი, არ გაღივდება!