ტოპის ყველაზე კომფორტული და უნივერსალური ვარიანტი, რომელიც სეზონებს შუა არასტაბილური პერიოდისთვის შექმნილია.
იმის მიუხედავად, რომ აპრილი თბილი ამინდებით გვახარებს, საზაფხულო ნივთების ჩაცმა ჯერ ადრეა. ზოგჯერ თერმომეტრი 20 გრადუსს ცდება, მაგრამ გვიან საღამოს ცივა. ასეთ მომენტებში დაუცველობას ვგრძნობთ: რა ჩავიცვათ, როცა ამინდს სტაბილურად მოქცევა არ სურს? რა თქმა უნდა, ტრიკოტაჟი!
სეზონებს შუა არასტაბილურ პერიოდში ტრიკოტაჟი ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული ტანსაცმელია. გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ მოდურ ტრიკოტაჟის ლონგსლივებს ღილებზე, რომელიც ყველგან და ყველაფერზე შეგიძლიათ ჩაიცვათ.
ლონგსლივი ღილებზე ცვალებადი ამინდისთვის შესაფერისია. თხელი ტრიკოტაჟი, რომლისგანაც ის მზადდება, ჯადოსნურ თვისებებს ფლობს. სიცივეში გვათბობს, სიცხეში მეორე კანი ხდება. ასეთ მაისურს „სუნთქვადს“ უწოდებენ. სხეულს მჭიდროდ ეკვრის, თან ჰაერს კარგად ატარებს.
გრძელი ლონგსლივი ამ გაზაფხულის მთავარი ტრენდია. მასთან ფართო შარვალი ან ჯინსი უნდა ჩაიცვათ. მსგავსი დუეტი ფორმას აყალიბებს და სხეულს ჭიმავს, ანუ როგორც მოხდენილი, ასევე plus-size ფორმის ქალებს მოუხდებათ.
საბაზისო ლონგსლივის დიდი მოყვარულები არიან კონსერვატიული მოდის მიმდევრები, რომელთაც წარმავალი ტრენდებით ექსპერიმენტები არ უყვართ. ისინი ირჩევენ კრემისფერ, ნაცრისფერ, თეთრ და შავ მოდელებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის როგორც მკაცრ სტილს, კოსტიუმს და საოფისე ქვედაკაბას, ასევე უფრო თავისუფალ სამოსს.
ქუჩის სტილის ვარსკვლავებმა პოდიუმიდან ტრენდი განამტკიცეს, ხოლო ჩვენებები მხიარულ მოდურ განწყობას პირდაპირ ასახავს: Hugo, Jacquemus, Molly Goddard, Altuzarra და Acne Studios – მხოლოდ რამდენიმე ცნობილი სახელია იმ ბრენდებს შორის, რომლებიც თხელი ტრიკოტაჟის ლონგსლივის პოპულარობას მხარს უჭერენ.
გთავაზობთ რამდენიმე კლასიკურ ვარიანტს, საბაზისოდან ყველაზე კაშკაშამდე. დარწმუნებული ვართ, რომ მანამ არ გაიხდით, სანამ ნამდვილად არ დაცხება.