სააღდგომო ტესტი, რომელიც თქვენს ხასიათზე ყველაფერს გეტყვით

162

სააღდგომო კვერცხი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. ფერი და ნახატი, რომლითაც აღდგომის დღესასწაულზე კვერცხს აფორმებთ, თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. უძველესი დროიდან მოხატულ კვერცხზე სიმბოლოები დედამიწის და კაცობრიობის შექმნის მთელ ისტორიას გვიყვებოდა. მათში დაშიფრული იყო ახალი წლის პროგნოზები და სურვილები. დღეს ლამაზი სააღდგომო კვერცხი არა მხოლოდ ტრადიციის ხარკია. Vivien გთავაზობთ ტესტის გავლას, რომელიც თქვენს ხასიათს გამოაშკარავებს. აირჩიეთ კვერცხი, რომელიც პირველად მოგეწონათ. ეს თქვენი ხასიათის საიდუმლოს გაამხელს.

ლამაზი სააღდგომო კვერცხი

ერთ ფერად გამაში შეღებილი სააღდგომო კვერცხი ამბობს, რომ სერიოზული ადამიანი ხართ. განწყობის მიუხედავად იშვიათად იღიმით. თქვენს გრძნობებს და ემოციებს მალავთ. ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებთ სტაბილურობას, ექსპერიმენტები არ გიყვართ. ცვლილებებს თქვენთვის დისკომფორტი და შფოთვა მოაქვს.

თუ აირჩიეთ კვერცხი ზიგზაგის მოხატულობით, პრაქტიკული ხართ. უმნიშვნელო ქმედებებიდან გლობალურ პროცესებამდე ყველაფრის გაანალიზება გიყვართ. მინიმალიზმს უპირატესობას ანიჭებთ. თქვენს სახლში ხარახურა და უსარგებლო ნივთი არაა. თუ რაღაც იდეალური არაა, უნდა გაკეთდეს. პერფექციონიზმის მომხრე ხართ და იდეალური შედეგის მისაღებად საქმის მეთოდურად შესასრულებლად მზად ხართ.

თუ კვერცხზე ზოლებიან ნიმუშებს უპირატესობას ანიჭებთ, ეს თქვენს ლიდერულ თვისებებზე საუბრობს. სხვებზე დომინირება და მათი მართვა მოგწონთ. დამოუკიდებლობას და თავისუფლებას აფასებთ. შეგიძლიათ იყოთ კარგი მეგობარი, მაგრამ ნამდვილად ახლო მეგობარი ძალიან ცოტა გყავთ. ხალხს უჭირს შეგუება თქვენს რთულ ხასიათთან, რომლის ჩვენებას არ ერიდებით.

თუ აირჩიეთ კვერცხი წრეებით, კეთილი და მზიანი ადამიანი ხართ. ყოველთვის პოზიტიური და მომღიმარი ხართ. მარტოობას ვერ იტანთ და სულ ხალხთან ყოფნას ცდილობთ. ერთგული მეგობარი ხართ, რომელსაც ღალატი არ შეუძლია. სამწუხაროდ, სხვები თქვენი სიკეთით და  უანგარობით ხშირად სარგებლობენ.

ტესტის გაშიფვრა სურათით

ყვავილებით მოხატული კვერცხი თქვენს რომანტიკულ ბუნებაზე საუბრობს. მგრძნობიარე პიროვნება ხართ. თქვენთვის გულისტკენა ადვილია. სწორედ ამიტომ, სახლში ახლო და ერთგული მეგობრების წრეში შეკრება გირჩევნიათ. როგორც ნამდვილი ინტროვერტი ხმაურს და ქაოსს ვერ იტანთ. მგრძნობელობის და დახვეწილობის მიუხედავად ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხართ, განსაკუთრებით ფინანსების მხრივ.

თუ კონტრასტული ფერებით შეღებილი კვერცხი აირჩიეთ, კრეატიული და ენერგიული ადამიანი ხართ. ექსპერიმენტები გიყვართ. ცდილობთ, განახორციელოთ გეგმა და იდეა, რომელიც არასდროს სრულდება. ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებთ მომენტზე მორგებას და დინების გაყოლას.

კვერცხი რთული ფორმებით თქვენს რთულ ხასიათზე მეტყველებს. ღრმა და იდუმალი ადამიანი ხართ. დიდებული ნივთები მოგწონთ, მოდურ ტრენდებს უპირატესობას ანიჭებთ. ახალს პირველი ცდით, თუნდაც არ გჭირდებოდეთ.

კვერცხი ქაოსური ფორმებით. ასეთი არჩევანი მერყევ ხასიათზე მეტყველებს. მშვიდი ცხოვრება არ გიყვართ და გონივრულ რისკს უპირატესობას ანიჭებთ. თავგადასავლების და რაღაც ახლის მოყვარული ხართ. თუ რაღაც არ მოგწონთ, მის შეცვლას ცდილობთ. ხმაურიან კომპანიებში და ლაშქრობებში დროსტარება გიყვართ.