პასქის გამოცდილი რეცეპტი. რა წავუსვათ ცხობის წინ, რომ არ გამუქდეს

146

დღესასწაულის წინა დღეებში ახალგაზრდა დიასახლისები ეძებენ პასქის იდეალურ რეცეპტს, რომლითაც ფაფუკი და მოწითალო გამოვა. გამოცდილი მზარეულები თავიანთ საიდუმლოებებს სიამოვნებით გვიმხელენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ დიასახლისს პასქის საკუთარი გამოცდილი რეცეპტი აქვს. რამდენი დიასახლისიც არსებობს, იმდენი რეცეპტია. დაე, კიდევ ერთმა შესანიშნავმა ვარიანტმა თქვენი კოლექცია შეავსოს.

სტატიის ბოლოს გიამბობთ, რა წაუსვათ პასქებს ცხობის წინ, რომ არ გამუქდეს.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ ახალი რძე
  • 200 გ კარაქი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 7 კვერცხი
  • 100 გ დაპრესილი საფუარი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 250 გ ქიშმიში
  • 3 კგ კარგი ხარისხის ფქვილი
  • 2 შეფუთვა ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ლიმონის (ფორთოხლის) ცედრა

მომზადების წესი:

1. რძე 30 გრადუსამდე შეათბეთ და დიდ თასში ჩაასხით. რძეში 1 მუჭა შაქარი, საფუარი და 2–3 მუჭა ფქვილი გახსენით. კარგად აურიეთ, თასს პირსახოცი დააფარეთ და ცომის ხაში 25-30 წუთით სითბოში გააჩერეთ.

2. ცომის ხაშს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, მწიკვი მარილი, დარჩენილი შაქარი, გარეცხილი ქიშმიში, ცედრა და ვანილი. ფრთხილად აურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას. გაცრილი ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ, აურიეთ და ცომის კონსისტენციას დააკვირდით. შესაძლოა მთელი ფქვილი არ დაგჭირდეთ. პასქის ცომი უნდა მოზილოთ, სანამ არ დაიღლებით! როცა ერთგვაროვან ელასტიურ ცომს მიიღებთ, ხის ჩხირით დახვრიტეთ, რომ სუნთქვა შეძლოს. თასს სალფეთქი დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ.

3. ცომი ჩაზილეთ, გამდნარი კარაქი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ ჩაზილეთ, სანამ ძალა გეყოფათ! ისევ ნახვრეტები გაუკეთეთ, შემდეგ პირსახოცი დააფარეთ და 40-60 წუთით სითბოში გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი ჩაზილეთ და აურიეთ. ფორმებს ზეთი წაუსვით (ქაღალდის ფორმას არ სჭირდება) და 1/3 მოცულობა ცომით გაავსეთ. ფორმებს პირსახოცი გადააფარეთ და 25-30 წუთით სითბოში გააჩერეთ. მორწმუნე დიასახლისები კიდეში ბზის პატარა ტოტს არჭობენ, რომ პასქა თანაბრად და ლამაზად ამოვიდეს. ამ მიზნით ალუბლის ტოტი ან ხის ჯოხი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. ამ დროში ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. როცა ცომი ამოვა და მთელ ფორმას შეავსებს, ცხიმი წაუსვით, რომ მოწითალო გამოვიდეს, და ღუმელში მოათავსეთ. 180 გრადუსზე 60 წუთით აცხვეთ. ზუსტი დრო ფორმის ზომაზეა დამოკიდებული.

პასქის რეცეპტი: რა წავუსვათ ცომს

ხშირად პასქებს ზემოდან ათქვეფილ კვერცხს უსვამენ. ათქვეფილი კვერცხის გულის და რძის ნარევიც რეკომენდებულია. ზოგიერთი დიასახლისი იყენებს ათქვეფილი კვერცხის გულისა და წყლის ნარევს. გამოგადგებათ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხის ცილა, თუ ძალიან მუქი პასქები არ გსურთ.

შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ ათქვეფილი კვერცხის გული. თუ კვერცხის გულს ცოტა შაქარს დაუმატებთ, დააკვირდით, რომ პასქა ძალიან არ გამუქდეს. ზოგიერთი დიასახლისი ცხელ პასქებს კვერცხის გულს გამოცხობის შემდეგ უსვამს.

პასქებზე წასასმელად იყენებენ მსუბუქად ათქვეფილ კვერცხს ცოტა შაქართან ერთად, რომ ცომეული მოწითალო გამოვიდეს. ტკბილი სიროფი მზა ცხელ პასქაზე გამოგადგებათ: 100 გ შაქარი და 3 ს/კ წყალი აურიეთ. სიროფი მწიკვ ვანილთან ერთად მოხარშეთ.

თუ შემდეგ პასქებს ჭიქურით ფარავთ, საერთოდ არაფრის წასმა საჭირო არაა. ასე ჭიქური უკეთ გაჩერდება. გახსოვდეთ, რომ ცხობისას სახლში სიწყნარე და სიმშვიდე უნდა იყოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს