გაუშვით და დაივიწყეთ: ვარსკვლავების წარუმატებელი ჩაცმულობა, რის გამოც ახლა რცხვენიათ

222

მოდის კანონმდებლის სტატუსი მოიპოვება ოფლით, სისხლით და წითელ ხალიჩაზე იმედგაცრუებით, რომლის შემდეგ ცნობილ ადამიანს ინტერნეტ სივრცეში დასცინიან. ყველაზე ჯიუტები აკეთებენ დასკვნებს, სტილს იცვლიან და სხვების შესაშურად ისევ მაღალ საზოგადოებაში გამოდიან.

ალბათ, ერთხელ მაინც ჩაგიწერიათ თქვენი ხმა შესამოწმებლად გაქვთ თუ არა პოპ ვარსკვლავის ნიშნები ან მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ჩანაწერი გაგიკეთებიათ. ან მეგობრის ან ოჯახის ვიდეოჩანაწერის ყურებისას შოკში ჩავარდნილხართ. ნუთუ ეს მე ვარ? საიდუმლო არაა, რომ ვიბრაციის გამო, რომელიც თავის ქალაში გადის, ჩვენი ხმა სხვაგვარად გვესმის და არა ისე, როგორც სხვებს რეალურად ესმით. სწორედ ამიტომ, მისი მოსმენა რთული და უსიამოვნოა. უცნაურია გაცნობიერება, რომ ყველა ადამიანი ამ ხმასთან გაკავშირებთ. ადამიანების უმრავლესობას ჩაწერილი საკუთარი ხმის მოსმენა არ სიამოვნებს. ვარსკვლავებს სხვა პრობლემა აქვთ: არქივიდან ჩაცმულობის გადახედვას ვერ იტანენ. თუმცა იმიტომ არიან ცნობილები, რომ ყველაფერი დავიმახსოვროთ, მათი აღმასვლაც და დაცემაც.

კიმ კარდაშიანი

„ეს ჩემი ყველაზე საშინელი ჩაცმულობაა“ – ამბობდა კიმი თავისი პირველი გამოსვლების ფოტოების თვალიერებისას, შემდეგ ეს ფოტო წითელი კაბით შენიშნა. „არა, ეს ყველაზე ცუდია“. თავად კარდაშიანი აღიარებს, რომ შორეულ 2007 წელს ცოტათი შეცდა, როცა ერთდროულად ჩაიცვა გაურკვეველი სიგრძის კაბა, მასიური საყურე და საზაფხული ქუსლიანი ფეხსაცმელი. ალუბალი ტორტზე გახდა მკვეთრად მოხატული თვალები და წითელი ტუჩსაცხი. ალბათ, ამიტომაც არ გაბრაზდა, როცა კანიემ მისი გარდერობიდან ყველაფერი გადაყარა. ტიროდა, მაგრამ არ აპროტესტებდა. 15 წლის შემდეგ მოდის ხატის ტიტულს ამართლებს: იტირა, ადგა, გამოიცვალა და გაიარა!

უმა თურმანი

ძალა არ მაქვს ვაპატიო. თვალს ვახელ, შემდეგ ვხუჭავ. 2004 წლის ოსკარი მისთვის აბსოლუტურად წარუმატებელი იყო. ლამაზმანი აღიარებს და ამბობს ის თბილი საღამო მის ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო იყო. ვინ იფიქრებდა, რომ Christian Lacroix–ის კაბა და უმა თურმანი ერთმანეთისთვის შექმნილნი არ არიან? ფოტოგრაფებმა მას შეარქევს „მის შვეიცარია“ ლურჯი ლენტის და ჯილეტის გამო, რომელიც გაშლილ ასიმეტრიულ კაბას არ შეეფერებოდა. მეტსახელი მთელ ინტერნეტში გავრცელდა და თურმანი კინაღამ ნერვიულ შეტევამდე მიიყვანა.

ტაირა ბენქსი

ამერიკის ტოპ მოდელს ბევრი საკამათო ჩაცმულობა აქვს. უნდა ითქვას, რომ ყოველთვის თავდაჯერებულობას ინარჩუნებს, ამიტომ ზოგჯერ გასაკრიტიკებლად ენა არ გვიბრუნდება. 2006 წელს MTV–ის შოუზე ტაირამ ყელსაბამში ნამდვილად გადააჭარბა და საერთოდ თითქმის ყველა დეტალში. ჯინსის ჯილეტიც სხვა ოპერიდან არის. ასე 2000-იან წლებში Nickelodeon–ის და Disney–ის ახალგაზრდები იცვამდნენ. დანარჩენი იგივეა, როგორც კიმის შემთხვევაში, წითელი კაბა და ღია სანდლები. ვარცხნილობაც მსგავსია!

ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეის მოდური წარუმატებლობა ზედმეტად ცუდი არაა, რადგან პლუსი აქვს. მსახიობის წარუმატებელი გამოსვლებით მის ასაკს განვსაზღვრავთ. აი, აქ 22 წლისაა და წარადგენს თავის „მოჯადოებულ ელას“ და არ იცის, რომ მალე ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდება და 9 წლის შემდეგ პირველ „ოსკარს“ აიღებს. თან დაივიწყებს ჯინსის  და ღამის პერანგის კომბინაციას, როგორც ფანებმა ენის ამ ჩაცმულობას უწოდეს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ფეხსაცმელი. საინტერესოა, დღემდე თუ ინახავს.

ბრიტნი სპირსი

საკმაოდ საკამათო პუნქტია, რადგან ერთი მხრივ ბრიტნის და ჯასტინის ტოტალური ჯინსის ლუქს ყველა დასცინოდა, მეორე მხრივ, ამისთვის სტილის მეფის და დედოფლის ტიტული მიიღეს. სპირსის კაბა შესულია სიაში „დაე, მოდა ამას არასოდეს დაუბრუნდეს“, მაგრამ სწორედ ის აუქციონზე 7000 დოლარად გაიყიდა. „ვაღიარებ, 1990-იანი წლებიდან ჩემი ზოგიერთი სტილის დავიწყება მინდა, მაგრამ ინტერნეტი არასოდეს დაივიწყებს“ – ახლახანს აღიარა ტიმბერლეიკმა. რაც მართალია, მართალია, მაგრამ ამჯერადაც ბრიტნის არაფერი გაუფუჭებია. მისი ჯინსის ჩაცმულობა ერთ–ერთი მოთხოვნადი კოსტიუმია ჰელოუნზე. რა თქმა უნდა, საეჭვოა, მაგრამ ბევრისმთქმელი.

ზენდაია

2021 წელს ზენდაია თითქმის ყოველდღე ამტკიცებდა, რომ ყველაზე მოდური ვარსკვლავის ტიტულს იმსახურებს. CFDA Fashion Awards–ის ცერემონიაზე კიმსაც აჯობა. 25 წლის გოგოსთვის შესანიშნავი შედეგია. თუმცა სანამ Balmain–ის მოდურ სველ კაბას ჩაიცვამდა და მთელ სამყაროს უსასრულო ფეხებით და წვრილი ფორმებით გააოცებდა, რამდენიმე წელი წითელ ხალიჩაზე მიკი მაუსის მაისურით და პლასმასის სამაჯურებით დადიოდა. ეს უფრო ქებას იმსახურებს, ვიდრე კრიტიკას. დისნეის გოგოდან მსოფლიო ვარსკვლავამდე ასეთი დიდი ნახტომი გასაოცარია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს