უნაკერო შორტი, მაქმანიანი ბიკინი ან კომფორტული პანტალონი, თითოეულ ჩვენგანს საყვარელი საცვალი გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში, სასიამოვნო ნატურალური მასალისგან დამზადებული და კომფორტული სატარებელი უნდა იყოს. ზოგიერთი ქალი მზადაა, რომ ხარისხიან საცვლებსა და ბიუსჰალტერებში დიდი თანხა გაიღოს. პირველ რიგში, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაზე საუბრობს, შემდეგ სილამაზესა და კომფორტზე. თქვენს საცვლებს ყურადღებით გადახედეთ და დაფიქრდით, რომელი მოდელის საცვლებს იცვამთ ხშირად. Vivien–მა თქვენთვის საინტერესო რამ მოამზადა. გთავაზობთ მარტივ ტესტს ხასიათის დასადგენად. ამისთვის საკმარისია მხოლოდ ერთ სურათს შეხედოთ.
ტესტი ხასიათის დასადგენად საცვლების მიხედვით: მოდელების მნიშვნელობა – აღმოჩნდა, რომ საცვალს მფლობელზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. კერძოდ, ეს ეხება საცვლებს, რომელიც ფორმით და მასალით განსხვავდება. უკვე აირჩიეთ? მაშინ შედეგებზე გადადით!
- საცვალი №1 – ასეთ საცვლებს გაბედული და დამოუკიდებელი ქალი უპირატესობას ანიჭებს. მრავალფეროვნება არ აშინებს, ნებისმიერ ცვლილებას ადვილად ეგუება, ზოგჯერ კომფორტის ზონიდან სპეციალურად გამოდის. საზოგადოებაში კაშკაშებს და ყოველთვის საუკეთესო თვისებების წარმოჩენას ცდილობს. შანსი არ აქვს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს.
- საცვალი №2 – ასეთი მინიატურული საცვალი თამამ და ენერგიულ ქალზე მიუთითებს. მას ყოველთვის ზღვა ემოცია და გრძნობა აქვს. იდეიდან საქმეზე უსწრაფესად გადადის. ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, თუმცა შენიშვნის ან კრიტიკის მიღება უჭირს.
- საცვალი №3 – ასეთი ქალი ახლო მეგობრების წრეშიც საკმაოდ თავშეკავებულია. სპონტანური არაა. ქალურ რომანთან დროის გატარების ან მარტო სეირნობის წინააღმდეგი არაა. მსგავსი მოქმედება ენერგიით და სიმშვიდით ავსებს. მეგობრებს და პარტნიორებს შერჩევით ირჩევს.
- საცვალი №4 – ქალი, რომელიც მსგავსი მოდელის საცვალს ირჩევს, წესებს, სწორ პრინციპებს იცავს და ყოველთვის სინდისის მიხედვით მოქმედებს. ამავდროულად, მოსაწყენი პიროვნება არაა, მაგრამ საზოგადოდ მიღებულ ნორმებს არასოდეს არღვევს.
- საცვალი №5 – ქალისთვის, რომელიც ასეთი მოდელის საცვალს ირჩევს, კომფორტი უმთავრესია. მისგან ერთგული დაქალი გამოდის. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, არაპროგნოზირებადია და მოულოდნელი ქმედებები ახასიათებს. ბუნებაში დასვენება მოსწონს, სამზარეულო იტაცებს.
- საცვალი №6 – მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრობს. საკმაოდ პრაქტიკულია, მაგრამ ელეგანტური. რბილი ხასიათი აქვს. ფეთქებადი არაა, ზოგჯერ მომთმენი. წვეთ ტყუილსაც არ გაპატიებთ. მისგან მზრუნველი დედა და შესანიშნავი ცოლი გამოდის.
- საცვალი №7 – ასეთ საცვალს 100%–ით თავდაჯერებული ქალი ირჩევს. ავანტიურიზმი და თავქარიანობის წილიც აქვს. აქტიური ცხოვრების წესს ეწევა, სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანებთან მეგობრობს. თუ საქმე მოსწონს, სამსახურში მთლიანად იძირება. მისგან კარგი ფსიქოლოგი და მასწავლებელი გამოდის.
- საცვალი №8 – ასეთი ქალი თავს ყოველთვის ახალგაზრდა გოგოდ გრძნობს ასაკის მიუხედავად. მასთან არასდროს მოიწყენთ. ბუნებით სამყაროს და ადამიანებს გრძნობს. იცის, როგორ გაფანტოს სევდიანი ფიქრები. მასთან სახლში ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეა, სამზარეულოში ახალი ფუნთუშები ყოველთვის არის.
საცვლის ფერი და ხასიათი – საყვარელი მოდელების გარდა, საცვლის ფერიც მნიშვნელოვანია. დაფიქრდით, რომელი ფერის საცვლები ჭარბობს თქვენს გარდერობში და გაიგეთ თქვენი ხასიათის ფარული თვისებების შესახებ.
- თეთრი – ასეთ საცვალს მოწესრიგებული და „სწორი“ ქალი ირჩევს. გამოირჩევა სიკეთით, გულუხვობით. თითქმის ყოველთვის სერიოზულ ურთიერთობაზე განწყობილია.
- ხორცისფერი, კრემისფერი – კონსერვატიულია. ზედმეტი ყურადღება ან დაუფიქრებელი გარისკვა არ უყვარს. თავშეკავებულია, სტრესისგან ნაკლებად იტანჯება. მხოლოდ სიყვარულით და მხოლოდ ღირსეულ მამაკაცთან ქმნის ოჯახს.
- შავი – თავდაჯერებული ქალის არჩევანი. მხიარულ ხასიათს, გრაციას და სექსუალობას მთელი ძალით ხაზს უსვამს. მხოლოდ ძლიერ და თამამ მამაკაცს ირჩევს. ფლირტი და დიდი კომპანიები მოსწონს.
- წითელი – ვნებიანი, ოდნავ აგრესიული და ტემპერამენტიანი ქალის არჩევანია. ყოველთვის ლიდერობისკენ მიისწრაფვის, მათ შორის სიყვარულში. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად არაა, მასთან არასოდეს მოიწყენთ.
- ფერადი, ჭრელი – საყვარელი, კომუნიკაბელური, ცოტა ინფანტილური ქალია. „მარადიული გოგონა“ – ამბობენ მასზე. ხშირად არა თანასწორუფლებიან პარტნიორს, არამედ მეორე მამას ეძებს.
მნიშვნელოვანია: ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ერთი და იმავე ფერის საცვლები მუდმივად არ ატაროთ. შავი და კრემისფერი საცვლების ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით არ ღირს. დროდადრო თქვენს ცხოვრებას ფერები შემატეთ.