ამ 7 ხრიკით წონაში შეუმჩნევლად დაიკლებთ. თავად გამოსცადეთ

286

ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში მთავარია დისციპლინა და სწორი სამოქმედო გეგმა. გაზაფხულის თბილი დღეები გახურებულია, ზაფხულის ცხელი დღეებიც ახლოვდება. ზოგმა უკვე მოიშორა ზედმეტი კილოგრამები, რომელიც ცივ სეზონზე დაუგროვდა, და მოკლე საზაფხულო კაბებისთვის მზადაა, ზოგმა არა. თუ მეორე კატეგორიაში ხართ, არ იდარდოთ. Vivien გიზიარებთ ენდოკრინოლოგის 7 მარტივ რჩევას, რომლის დახმარებით უკიდურესობას თავს აარიდებთ და ნანატრ წონამდე შეუმჩნევლად დაიკლებთ.

ექსპერტი შეგახსენებთ, რომ მთავარია მიზნის სწორად დასახვა. თუ გესმით, რომ ვერ ეტევით თქვენს საყვარელ საზაფხულო კაბაში, რომელიც მხოლოდ შარშან იყიდეთ, ეს წონის დასაკლებად კარგი სტიმულია.

კვების დღიური შეადგინეთ. ჩაიწერეთ რა, როდის და რა რაოდენობით მიირთვით, შემდეგ მონაცემები აუჩქარებლად გაანალიზეთ. ხშირად გვავიწყდება რამდენიმე წახემსება, რომელიც საოცნებო ფორმებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლებაა. კვების დღიური ემოციური გადაძღომის მთავარი ტრიგერების გამოვლენაში დაგეხმარებათ. აუცილებლად დააფიქსირეთ, როდის გსურთ კალორიული საკვები და მის შესაზღუდად ზომები მიიღეთ.

გვიან ჭამა საეჭვო იდეაა. რა თქმა უნდა, ექიმი არ გირჩევთ, რომ 18:00 საათის შემდეგ საყვარელ კერძზე უარი თქვათ, მაგრამ დაწოლამდე 2 საათით ადრე ვახშმობაც არ ღირს. კიდევ ერთი ხრიკი: 23:00 საათამდე დაწოლა სცადეთ. ასე მოხდენილ სხეულს და ჯანსაღ ტვინს შეინარჩუნებთ.

საჭმლის კარგად დაღეჭვა გასახდომად ეფექტური საშუალებაა. „თუ მყარი საკვების თითოეულ ნაჭერს დიდხანს დაღეჭავთ, ასე რაციონის მოცულობას, ანუ კალორიულობას შეამცირებთ“ – ამბობს ექსპერტი. იდეალურად, თუ 33-ჯერ დაღეჭავთ. რა თქმა უნდა, დათვლისკენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ნელა მიირთვით.

თითოეული კვება უნდა მოიცავდეს ცილას (ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და რძის პროდუქტები) და მცენარეულ უჯრედისს (მარცვლეული, პარკოსანი, კაკალი). ხილი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ბოსტნეული არ დაგავიწყდეთ. ის დაბალკალორიულია და უჯრედისის წყალობით საკმაოდ ნოყიერი. თუ სალათის მომზადებას გადაწყვეტთ, კალორიულ სოუსზე უარი თქვით. უპირატესობა მიანიჭეთ სელის ზეთს, რომელიც სილამაზის და ჯანმრთელობის ელექსირია.

წყალი ხშირად დალიეთ. წყალი ჭამის სიხშირის და მოცულობის შემცირებაში დაგეხმარებათ. და ბოლოს, ისაუზმეთ. ექიმები მოგიწოდებთ: მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ საუზმის ნაკლებობა სადილზე და ვახშამზე ბევრის ჭამას გვაიძულებს. „საუზმით დაიწყეთ და მალე თქვენი სხეული შეცვლას დაიწყებს“ – ამბობს ექსპერტი.

თუ ამ წესების განხორციელებას დღესვე დაიწყებთ, უკვე ზაფხულში უფრო მოხდენილი იქნებით, ვიდრე შუა აპრილში. გახსოვდეთ, რომ მთელი ცხოვრება სტაბილური წონის შენარჩუნება უნდა სცადოთ. ეს ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს