გამოცდილი მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ყველაზე ჭუჭყიანი ფანჯრები სწრაფად და მარტივად

1169

გაზაფხულზე მზე უფრო კაშკაშებს და შენობას ყველა მხრიდან ანათებს. ასე ფანჯრებზე ზამთარში დაგროვებული მტვერი, ჭუჭყი და ნაჟონი უფრო ჩანს. დროა, ფანჯრები არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედან გავწმინდოთ. სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვით, სახელურები აიკაპიწეთ და საპასუხისმგებლო საქმეს შეუდექით დევიზით: ვწმენდთ ფანჯრებს ზოლების გარეშე!

ვწმენდთ ფანჯრებს ზოლების გარეშე – როგორ გავწმინდოთ ფანჯრები ზოლების გარეშე? ზოლების, სკანდალის და კამათის გარეშე? თავად გაწმინდეთ! ფანჯრების გასაწმენდად თბილი, უქარო და მოღრუბლური ამინდი შეარჩიეთ. მზიან ამინდში მინა სწრაფად შრება და ზოლების მოშორებაზე იწვალებთ. ქარიც თქვენი დამხმარე არაა. ზედაპირს მაშინვე აშრობს და ზედმეტ მტვერს წევს, რომელიც მაშინვე სველ მინაზე ილექება.

წინასწარი მომზადება რამდენიმე პუნქტისგან შედგება. საქმის გასამარტივებლად შეიძინეთ შვაბრა რეზინით და სპეციალური ჩვარი. ხელოვნური ზამშის ჩვარი, რომელიც მანქანებისთვის განკუთვნილია, მინას ზოლების გარეშე იდეალურად წმენდს. ფანჯრების საწმენდად დაგჭირდებათ სპეციალური ნივთიერება, ასევე მინის პოლიროლი. შეგიძლიათ დაზოგოთ და შინ მომზადებული საშუალებები გამოიყენოთ. გაწმენდამდე ავეჯი გაწიეთ, რომ ფანჯრებს თავისუფლად მიწვდეთ. ფარდა, ბადე, ჟალუზი მოხსენით და ოთახის მცენარეები გადადეთ. ფანჯრებს მტვერი და ობობის ქსელი ორივე მხრიდან მოაშორეთ.  ცოცხი, ჩვარი ან მტვერსასრუტი გამოიყენეთ. ვედროში წყალი ჩაასხით და სარეცხი საშუალება გახსენით. ჩვარი, ღრუბელი და ჯაგრისი მოიმარაგეთ.

ფანჯრების საწმენდი საშუალება – მინის საწმენდად გამოიყენება სხვადასხვა საშუალება.

  • ჭურჭლის საწმენდი საშუალება ძმართან ერთად. ნახევარ ლიტრ წყალს 2–3 ს/კ ძმარი და რამდენიმე წვეთი სარეცხი სითხე დაუმატეთ. მიღებული ხსნარით მინა გაწმინდეთ, წყალი გადაავლეთ და ხელმისაწვდომი მასალებით გაამშრალეთ.
  • ლიმონის წვენი (1 ჩ/კ ლიმონმჟავა).1 ლიმონის წვენი და 200 მლ წყალი აურიეთ. ამ ნარევით მინა გაწმინდეთ, შემდეგ სალფეთქით ან რბილი ჩვრით გაამშრალეთ.
  • მარილიანი წყალი. 200 მლ წყალში 1 კოვზი მარილი გახსენით. ამ ნარევით მინა გაწმინდეთ და გაამშრალეთ.
  • კალიუმის პერმანგანანტის სუსტი ხსნარი. წყალში ცოტა კალიუმის პერმანგანანტი გახსენით ისე, რომ ვარდისფერი ხსნარი მიიღოთ. სითხე მინის ზედაპირს შეაფრქვიეთ, შემდეგ რბილი ჩვრით ან სალფეთქით გაამშრალეთ.

სხვა რჩევები – უკვე შეგიძლიათ ფანჯრები გაწმინდოთ! ჯერ გარედან გააპრიალეთ, შემდეგ შიგნით გაწმენდაზე გადადით. შემამჭიდროებელს, სადრენაჟო ხვრელს და კუთხეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ღრუბლით ან ჩვრით ფანჯარა და ფანჯრის რაფა კარგად გაწმინდეთ. შემდეგ წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ. მინა ფანჯრების საწმენდი საფხეკით გაწმინდეთ, შემდეგ სპეციალური ჩვრით, სალფეთქით ან ძველი დაჭმუჭნული გაზეთით გაამშრალეთ ისე, რომ ზოლები არ დარჩეს.

იდეალურად სუფთა მინა ნაყიდი საშუალებით შეგიძლიათ გააპრიალოთ, რადგან დამუშავებულ მინაზე მტვერი ნაკლებად ილექება. შეგიძლიათ გასაპრიალებელი სითხე თავად გააკეთოთ: 100 მლ თბილ წყალზე 5 მლ გლიცერინი (1 ჩ/კ) და 15 მლ (1 ს/კ) თმის კონდიციონერი ან ბალზამი დაგჭირდებათ. კარგად აურიეთ და 30 წუთი მოიცადეთ. ნარევი პულვერიზატორში გადაიტანეთ და მინას შეასხურეთ. ღრუბლით ან რბილი ჩვრით მინა ზოლების გაქრობამდე გააპრიალეთ. შემდეგ ფანჯრებს მთლიანად გაშრობა აცადეთ.

ამ რჩევების გამოყენებით ფანჯრების კრისტალური სისუფთავით და ბზინვარებით კიდევ დიდხანს ისიამოვნებთ.