უჩვეულო კერძის უკრაინული რეცეპტი, რომელსაც ეწოდება გირცები „ქვიშით“

351

ჩვეულებრივ, გირცები სალით ასე მზადდება: ჯერ გირცებს ვხარშავთ. შემდეგ სალას და ხახვს ტაფაზე ვწვავთ და გირცებს ვუმატებთ. უკრაინელები გირცებს სალით განსხვავებული მეთოდით ამზადებენ და უწოდებენ გირცებს „ქვიშით“. არ შეგეშინდეთ, აქ ნამდვილი ქვიშა არ შედის. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უჩვეულო კერძი უკრაინული რეცეპტით. კერძის მოსამზადებლად ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. ცომისთვის კეფირი და კვერცხი გამოიყენეთ, რომ უფრო გემრიელი და ნოყიერი გამოვიდეს. შიგთავსი გასაგებია. ესა სალა ხახვთან ერთად.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500-550 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ სალა
  • 2 ხახვი
  • 5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კეფირი ან მაწონი, კვერცხი და მარილი აურიეთ. გაცრილი ფქვილი და სოდა დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.
  2. სალა პატარა ნაჭრებად დაჭერით და ცხელ ტაფაზე შკვარკის მიღებამდე შეწვით. შემდეგ თასში გადაიტანეთ, ხელის ბლენდერით ან ხორცსაკეპით დააქუცმაცეთ. ტაფაზე დარჩენილი ცხიმი სხვა კერძში გამოგადგებათ, ამიტომ შეინახეთ.
  3. ტაფაზე, სადაც სალა შეწვით, დაჭრილი ხახვი დაყარეთ. ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ სალას დაუმატეთ და აურიეთ.
  4. სუფთა ტაფაზე ფქვილი შიგთავსისთვის ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემდეგ სალას და ხახს დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ და აურიეთ. შიგთავსი მზადაა.
  5. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. 6 მმ სისქის თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. ჭიქით რგოლები გამოჭერით. შუაში ცოტა შიგთავსი დაუმატეთ და ისე შეკარით, როგორც გირცებს ახასიათებთ. ჯერ ცენტრში დააფიქსირეთ, შემდეგ კიდეებში.
  6. გირცების ნაწილი გაყინეთ, რომ სამომავლოდ მზად გქონდეთ. ნაწილი მაშინვე მოხარშეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ, გირცები დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ, პერიოდულად აურიეთ. მოხარშულ გირცებს შემწვარი ხახვი და არაჟანი დაუმატეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

შიგთავსისთვის დამახასიათებელი ფერის გამო ამ კერძს გირცები „ქვიშით“ ეწოდება. თუ უფრო ნოყიერი კერძის მიღება გსურთ, შიგთავსს ხორცი დაუმატეთ, ხოლო ცომს – კარაქი. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. კალორიული პროდუქტია, ამიტომ ძილის წინ კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. ჯანსაღი საკვები არაა, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავი და ახლობლები გემრიელი კერძით შეგიძლიათ გაანებივროთ. გაყინული გირცები დიდხანს ინახება, თუმცა ვეჭვობთ მაცივარში დიდხანს არ გაჩერდება. კერძს ახალი სალათი და მწვანილი დაუმატეთ. ასე უფრო დაბალანსებულ საკვებს მიიღებთ.