სტილისტის რჩევები, როგორ გამოიყურებოდეთ მდიდრულად ნებისმიერი ბიუჯეტით

410

მუდმივად ცვალებადი მოდა და ბლოგერები, რომლებიც ყოველდღე ათასობით ტანსაცმელს ავრცელებენ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოდური და ძვირადღირებული სტილის შექმნა შეგიძლიათ, თუ მამა როკფელერი არაა. ასე არაა. Vivien გიზიარებთ სტილისტების რჩევებს, როგორ შექმნათ მდიდრული სტილი მარტივი წესების გამოყენებით, თუნდაც ულიმიტო საკრედიტო ბარათი არ გქონდეთ.

უთხარით არა ბრჭყვიალა დეტალებს – გარდერობის შერჩევისას ერთ–ერთი პოსტულატი არის დოგმა, რომ ჩანთა უნდა იყოს ძვირადღირებული, ხოლო ტანსაცმელი შეიძლება უბრალო იყოს. სინამდვილეში, ჩანთაც მისაღებად ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. მთავარია, გონივრულად შეარჩიოთ. თუ გსურთ, აქსესუარი დიდხანს გემსახუროთ და აქტუალობა არ დაკარგოს აირჩიეთ მოდელები დელიკატური დეტალებით ან მის გარეშე. მოქლონი, აბზინდა, დეკორატიული ელვა და სხვა დეტალი სწრაფად ძვრება და უფერულდება. ამით ლუქს სეგმენტიც ცოდავს, ხოლო მასმარკეტი მით უფრო. მომგებიანია ტყავის ჩანთა ჰობო ან კლასიკური სტრუქტურირებული ჩანთა პატარა სახელურით, მაგრამ ბრჭყვიალა დეტალების გარეშე.

სწორად შედგენილი ბაზა – საბაზისო გარდერობზე ბევრი სტატია და წიგნია დაწერილი. არსი ერთია: ესაა ტანსაცმელი, რომელიც ცხოვრების ამ პერიოდში შეგეფერებათ. აუცილებელი არაა შარვალი/მაისური/ქვედაკაბა–ფანქარი/როლინგი და ა.შ. თითოეულს საკუთარი ბაზა აქვს. ის მარტივად ცხოვრებაში უნდა დაგეხმაროთ და ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში ხელი არ შეგიშალოთ. გარდერობი საკმარისი უნდა იყოს, რომ ხშირი რეცხვისგან ძალიან სწრაფად არ გაცვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუსუსებით დაფარულ საყვარელ ოვერსაიზის ჰუდში დაუდევარ სტილს მიიღებთ. მარტივი წესი, როგორ შექმნათ ბაზა სტილისტის დაუხმარებლად: ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე კალათას შეხედეთ. ტანსაცმელი, რომელიც იქ ხშირად ხვდება, თქვენი ბაზაა. გაანალიზეთ სამოსი, რომელიც გიზიდავთ და გარდერობში მათი გამრავლების არ შეგეშინდეთ. იცვამთ ერთსა და იმავე შარვალს წარმატებული დგომის გამო? კიდევ ორი ასეთი წყვილი, მაგრამ სხვა ფერში შეიძინეთ.

კომფორტული მორგება – კომფორტზე უკეთ სტილს ელეგანტურს და ძვირადღირებულს ვერაფერი გახდის. თუ ტანსაცმელში თავს ვიწროდ გრძნობთ, კანზე გეხახუნებათ, მოძრაობას აფერხებს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ, რამდენიც არ უნდა ღირდეს, მაინც სავალალოდ გამოიყურება. გსურთ თავდაჯერებული ქალის იმიჯის შექმნა? დაივიწყეთ ფრაზა „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“. ეს გასული საუკუნეა. თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ. სხეულსა და ტანსაცმელს შორის ჰაერი უნდა ატარებდეს. თქვენი კაბა მთელი დღე მასზე ფიქრს არ უნდა გაიძულებდეთ. აირჩიეთ ის, რომელშიც თავს მდიდრულად გრძნობთ. ამას სხვებიც იგრძნობს, თუნდაც კაბა იაფი ღირდეს.

შეზღუდეთ ფერების პალიტრა – ფერების სწორად შერჩევა დახვეწილი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ. ფერების სიმრავლე გარდერობში ახალი და ახალი ნივთების მუდმივად დამატებას ითხოვს. პროცესში შეიძლება ზედმეტი იყიდოთ და ფული ქარს გაატანოთ. როცა ბიუჯეტი შეზღუდულია, ჯერ ფერები უნდა შეარჩიოთ. 3-4 ძირითადი და 2-3 დამატებითი ფერი შეარჩიეთ. ტანსაცმელი შერჩეული პალიტრის მიხედვით შეიძინეთ. ასე შექმნით ფუნქციურად დატვირთულ გარდერობს, სადაც თითოეული სტილი დასრულებული კომპოზიციაა. გახსოვდეთ: ფერადი სტილი კარგია, მაგრამ მონოქრომის ეფექტს არაფერი სჯობს.

მარტივი ფორმები ტრენდის ნაცვლად – ტრენდების ზედმეტად დაცვა შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს. მოდური ტენდენციები მოდის და მიდის. საფულე მათ ყოველთვის ვერ ეწევა. კაშკაშა გამჭვირვალე ბლუზი დიდი ბაფთით ყველა კოლეგას გააოცებს, მაგრამ მის ჩაცმას მხოლოდ რამდენჯერმე შეძლებთ. უმჯობესია აირჩიოთ მარტივი, მაგრამ აქტუალური ფასონი მინიმალური დეტალით, ხოლო აქსესუარებით გაამრავალფეროვნოთ.

უთხარი არა ყალბ ნიმუშებს და რეპლიკებს – უარესი, რაც გარდერობში შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა ლუქს სეგმენტის ცნობილი მოდელების რეპლიკების შეძენაა. არ იფიქროთ, რომ ვინმეს მოატყუებთ. მათზე, ვინც მოდაში ვერ ერკვევა, შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ. ვინც ერკვევა, ასეთი სისულელით არ მოტყუვდება. სწორედ ამიტომ, თავიდანვე წარუმატებელი იდეაა. თუ რომელიმე კონკრეტული მოდელის ჩანთა ან ფეხსაცმელი მოგწონთ, მსგავსი სტილი დემოკრატიულ სეგმენტში მოძებნეთ. ეს უკეთესია, ვიდრე საკუთარი თავის წარმოჩენა იმად, რაც არ ხართ. მით უფრო, ახლა მასმარკეტს ყველა მოდური დიზაინი სწრაფად გადმოაქვს. ამით ისარგებლეთ და ინდივიდუალობა არ დაკარგოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს