მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ოცნებობს, მდიდარი ქმარი ჰყავდეს და ფუფუნებაში იცხოვროს. ოღონდ სქელჯიბიანები მომთხოვნები არიან და ყველას ყურადღებას არ აქცევენ. წარმატებული ბიზნესმენის ყურადღება რომ მიიპყროთ, ცოტა შრომა მოგიწევთ. ამ შემთხვევაში პრესტიჟული გარდერობი წარმატების გარანტიაა. დააკვირდით, რას იცვამენ მაღალი წრის ქალები და მილიარდერების ცოლები. მაშინვე მიხვდებით, როგორ ქალებს გამოარჩევენ ბრბოდან გამოცდილი ბიზნესმენები.
პრესტიჟული გარდერობი: მილიონერების ცოლების რჩევები
- ელეგანტურობა და თავშეკავებულობა – სოციალურ ქსელებში ფოტოები მაღალი წრის ხალხის შეკრებიდან ხშირად ქვეყნდება. მდიდარი ქალები ყოველთვის თვალშისაცემი არიან. ამას ფერადი კაბებით და გაშლილი ქვედაკაბებით არ აღწევენ. დახშული ფერები, მოწესრიგებული სამოსი, მინიმალიზმი და ელეგანტურობა – აი, რას ირჩევენ სუპერმოდელები და ცნობილი მილიონერების მეუღლეები.
- შარვალ–კოსტიუმი – მილიონერების ცოლები ქმრებთან ერთად საქმიან შეხვედრებზე რეგულარულად ჩნდებიან. დახვეწილი შარვალ–კოსტიუმი როგორც ბიზნეს კონფერენციაზე, ასევე არაფორმალურ შეხვედრაზე შეგიძლიათ ჩაიცვათ. მაღალი წრის ქალები თანხმდებიან: ასეთი კოსტიუმი ერთ ფერში უნდა იყოს. დასაშვებია კაშკაშა დეტალი ჩანთის, შარფის ან წყვილი–სამეული სამკაულის სახით.
- საბაზისო პერანგი – ბევრი მდიდარი ქალი ღია ფერის პერანგს ირჩევს. მართალია, ტანზე მომდგარ პერანგზე სჯობს უარი თქვათ. ალბათ, ოდესმე ისევ მოდაში დაბრუნდება, მაგრამ ახლა მამაკაცის სტილის ან ოვერსაიზის პერანგის არჩევას გირჩევთ. როგორც მინიმუმ, ბოლო წლებში მსოფლიოს პირველი ლამაზმანები ასე იცვამენ.
- ნავი ფეხსაცმელი – მაღალი წრის წვეულებაზე სანდლებით ან ბოტფორტებით ვერ გამოჩნდებით. უკვე არა ერთი ათეული წელია ასეთ შეხვედრებზე ნავი ფეხსაცმელი იდეალურად ითვლება. გამოცდილი ლამაზმანები ძალიან მაღალ ქუსლს არ ირჩევენ, რომ კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. გარდა ამისა, ნავი ფეხსაცმელი სხვადასხვა სტილის კაბას უხდება.
- მონოქრომული კაბა – ზემოთ ხსენებული შარვალ–კოსტიუმის შემდეგ მონოქრომული კაბა მდიდარი ქალების პოპულარული არჩევანია. ასეთი სამოსი გამოიყურება საინტერესოდ, მოდურად, ელეგანტურად, ამავდროულად თავშეკავებულად. ძირითადად, მონოქრომული კაბის ფერი თავშეკავებული და დახშულია. მაღალი წრის ქალებს თუთიყუშივით ჩაცმა არ სჭირდებათ!
- შიფონის ქვედაკაბა – როგორც აღვნიშნეთ, გაშლილ ქვედაკაბაზე უარის თქმა მოგიწევთ. შიფონის ქვედაკაბა ღირსეული ალტერნატივაა. ასეთი მოდელი კარგია იმით, რომ ნებისმიერი ფორმის სხეულს ვიზუალურად სიმსუბუქეს მატებს. მასალა მსუბუქია, ნაკლოვანებას მალავს, ღირსებას ხაზს უსვამს. შიფონის ქვედაკაბა ლაკონური ყვავილების პრინტით იდეალურია.
ესეც ასე. მოცემული მოდური რჩევები საკმარისია, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. რა თქმა უნდა, მულტიმილიარდერთან შეხვედრის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ მოცემულ სამოსში დედოფალივით იქნებით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს