თანამედროვე სამყაროში მარტოობა ცუდად აღიქმება. ნახეთ, სოციალურ ქსელებში რამდენიმე რეკლამა იზიდავს ხალხს დაპირებით, რომ მონათესავე სულის პოვნაში დაეხმარება! არიან ადამიანები, რომელთათვის მარტო ცხოვრება არა წყევლა, არამედ მადლია. მთავარია, გაიგოთ, მიეკუთვნებით თუ არა მათ რიცხვს. Vivien გთავაზობთ ტესტს მარტოობაზე, რომელიც ზუსტად გიპასუხებთ, როგორი მომავალია თქვენთვის იდეალური. ამოცანას ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ უმკლავდება!
სავალდებულო გაფრთხილება – როგორც სხვა მსგავსი ტესტი, ეს ტესტიც მარტოობაზე პირდაპირ ქვეცნობიერს უკავშირდება. აირჩიეთ ოთხი ყვავილიდან ერთი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. მაქსიმალურად სწრაფად აირჩიეთ. სასურველია, 2–3 წამზე მეტხანს არ დაყოვნდეთ. ასე ნამდვილად სწორ პასუხს მიიღებთ.
ტესტის შედეგები
- თუ პირველ ყაყაჩოზე შეჩერდით, მარტო უბრალოდ ვერ იცხოვრებთ. ხალისიანი და ოპტიმისტი ხართ. ასეთი ადამიანი თანამოაზრეების ყურადღებას პირდაპირ იპყრობს. თქვენ გარშემო ყოველთვის ბევრი მეგობარი, ამხანაგი და თანამოაზრეა. თქვენს ცხოვრებაში მარტოობის ადგილი არაა!
- მეორე ყაყაჩოს ჯიუტი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ირჩევს. მისთვის მარტოობა წყევლა არაა, არამედ პერიოდი, რომელიც ახალი მწვერვალის დაპყრობამდე ენერგიის და ძალის შესაგროვებლად სჭირდება. რა თქმა უნდა, ჯიუტ ადამიანსაც სურს, რომ გვერდით მონათესავე სული ჰყავდეს. არ იდარდოთ. თქვენი ადამიანი აუცილებლად გიპოვით. ეჭვი არ შეგეპაროთ!
- მესამე ყვავილი მოსწონს მას, ვის ცხოვრებაშიც მარტოობა სიცოცხლის ბოლოს მოდის. ამ მომენტამდე, სავარაუდოდ, ოჯახის, შვილების და შვილიშვილების ყოლას ასწრებთ. ცხოვრების ბოლო წლებში მარტო მოგზაურობის სურვილი მძაფრდება. ამ სურვილს არ შეეწინააღმდეგოთ, რადგან ასე გამოიყურება თქვენი ბედნიერება!
- მეოთხე ყვავილი თვითკმარი და ჩაკეტილი ადამიანის არჩევანია. ასეთი ადამიანი მისი შინაგანი სამყაროს გასაღებს თითქმის არავის აძლევს. ხშირად ეს საჭირო არცაა. მარტოც თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენთვის ეს გამოცდა არაა, პირიქით, არსებობის ერთადერთი სწორი მეთოდი!
როგორც ხედავთ, ზემოთ აღწერილი ოთხივე ტიპისთვის ბედნიერების გზა არსებობს. მარტოობა ყველას არ სძულს! თუ მესამე ან მეოთხე ყაყაჩო აირჩიეთ, ცხოვრებაზე დაფიქრების დროა. ჩვენ, ყველას ხომ ბედნიერების მოპოვება გვსურს!