ფსიქოლოგიური ტესტი პიროვნების ხასიათის გამოსავლენად. ზუსტი შედეგი

712

Vivien წინასააღდგომოდ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს გთავაზობთ. პიროვნების ტესტის გავლით ბევრ რამეს გაიგებთ, როგორც საკუთარ თავზე, ასევე მეგობრებზე. მოცემულ სურათზე 6 სააღდგომოდ მორთული კვერცხია გამოსახული. დაუფიქრებლად აირჩიეთ ის, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. სწრაფ არჩევანში ინტუიცია მონაწილეობას და ადამიანის ხასიათის ზუსტად განსაზღვრაში გვეხმარება.

ტესტის გაშიფვრა

  • კვერცხი №1 – ძალიან გულწრფელი ხართ. ყველაფერს აკონტროლებთ. ემოციებს არასდროს ააშკარავებთ. გრძნობებზე საუბარი ან ჩვენება არ გიყვართ. ერთეულებმა იციან, რას განიცდით სინამდვილეში. ბევრი მეგობარი არ გყავთ, სამაგიეროდ ყველას ენდობით, ვისაც ახლოს უშვებთ.
  • კვერცხი №2 – ტრადიციების მოყვარული და კონსერვატორი ხართ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გიყვართ. ახლის გამოცდა გაშინებთ. ამავდროულად, ლიდერული თვისებები გაქვთ, რომელსაც სახლშიც და სამსახურშიც ავლენთ. ხალხი თქვენს რჩევას ითვალისწინებს.
  • კვერცხი №3 –  შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ცხოვრება ფერების და ხელოვნების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. მოთხოვნილება გაქვთ, კონცერტებს, გამოფენებს და კულტურულ ღონისძიებებს დაესწროთ. სიამოვნებით იტყვით უარს ხმაურიან წვეულებაზე, თუ თეატრში წასვლის შანსი გამოგიჩნდათ.
  • კვერცხი №4 – მოგზაურობა თქვენი ცხოვრების არსია. სპონტანური ხართ. მყისიერად შეგიძლიათ გადაწყვეტილება მიიღოთ, ზურგჩანთა ჩაალაგოთ და დილით უკვე მთებში გაიღვიძოთ. სულ ახალი შთაბეჭდილებების მიღებას ცდილობთ, მაგრამ ამით სამსახური არ ზარალდება.
  • კვერცხი №5 – განწყობა ხშირად გეცვლებათ. ასაფეთქებლად ერთი ნაპერწკალიც გყოფნით. ემოციების ვერ აკონტროლებთ. ახლობლებმა კარგად იციან, რა განწყობაზე ხართ ახლა და როდის აგარიდონ თავი.
  • კვერცხი №6 – ჩაკეტილი ხართ. ხმაურიან წვეულებებს გაურბიხართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოწვეულ სტუმრებს კარგად არ იცნობთ. ყველაზე ახლობლებსაც საიდუმლოებებს ვერ უმხელთ. არავინ იცის, როგორი ხართ სინამდვილეში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს