თეთრი აკაცია უნიკალური მცენარეა. მასში შემავალი ღირებული ელემენტები ადამიანის მთელ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ხალხურ მედიცინაში აკაციის ნაყენს თავის ტკივილის, კიდურების გაშეშების და დამბლის დროს იყენებენ. მეცნიერებს მისი ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე შესწავლილი არ აქვს. ამავდროულად, ცნობილია, რომ აკაციის ყვავილები და ქერქი შეიცავს რობინინს. ამ ფლავონოიდს ორგანიზმიდან შარდოვანის გამოდევნა შეუძლია. აკაციაში გვხვდება ბევრი სხვა ეთერზეთი და ფლავონოიდი, რომლებიც ადამიანისთვის სასარგებლოა.
აკაციის ნაყენი, როდის გამოვიყენოთ
- თავის ტკივილი. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ჩვეულებრივ ნაყენს ასეთი ეფექტური შედეგი შეიძლება ჰქონდეს. საკმარისია, საკუთარ თავზე გამოცადოთ, რომ მის ეფექტურობაში დარწმუნდეთ. თავის ტკივილის დროს ნაყენში გაჟღენთილი საფენები მთელი დღის განმავლობაში შუბლზე დაიდეთ. ზუსტად 1 დღეში ძლიერი თავის ტკივილი გაქრება.
- კიდურების გაშეშება. ხშირად ასეთი პრობლემა სერიოზული ტრავმის შემდეგ ჩნდება. „დეიდა დაეცა და ხელი ძალიან დაიზიანა, მყესები გაუწყდა. 2 წელია ამ ხელით სიმძიმეებს ვერ იღებს. დამოუკიდებლად გაშლა უჭირს. მოგვიანებით მტკივნეული წანაზარდი გაუჩნდა. აკაციის ნაყენი დაეხმარა. მტკივნეულ ადგილზე მთელი დღე ყოველ 5 წუთში ნაყენს ისვამდა. პროცედურას დიდხანს იმეორებდა, მაგრამ წანაზარდი გაიწოვა და ტკივილი შემცირდა“ – გვიზიარებს მკითხველი გამოცდილებას. ასეთი წანაზარდები შეიძლება ისევ დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში იოდა და ნიშადურის სპირტი 1:1 თანაფარდობით აურიეთ და მტკივნეული ადგილი ამ ნარევით გაიწმინდეთ. დღეში 2–3–ჯერ საკმარისია. თუ რეგულარულად ჩაიტარებთ, შედეგი არ დააყოვნებს.
- დამბლა. მოამზადეთ ნაყენი. აკაციის გამხმარი ყვავილები ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. სპირტი დაასხით. ყვავილები ზემოდან 1 სმ–ით უნდა დაიფაროს. ბნელ ოთახში 2 კვირა შეინახეთ. პერიოდულად შეანჟღრიეთ. მზა ნარევი გადაწურეთ და რეგულარულად გამოიყენეთ. კიდურებზე დღეში 2–3–ჯერ წაისვით.
უკვე იცით, რა საოცარ თვისებებს ფლობს აკაციის ყვავილები და როგორ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ, რომ შედეგი დაინახოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს