ხშირად ქალები ვერ წყვეტენ, როგორი ვარცხნილობა სურთ, ამიტომ ახალ–ახალ ვარცხნილობას დაუღალავად ირგებენ. იდეალური სტილის მუდმივმა ძიებამ შორს შეიძლება წაგიყვანოთ, არადა სწორი გადაწყვეტილება პირდაპირ თქვენ თვალწინ იყო. დაგვეთანხმეთ, ყველა ვარცხნილობა ლამაზად და მოდურად არ გამოიყურება, ზოგიერთი მთელ გარეგნობას აფუჭებს. მნიშვნელოვანია, ვარცხნილობა არა მხოლოდ მოდური, არამედ მოსახერხებელი იყოს. Vivien გიამბობთ, რომელ ვარცხნილობას ანიჭებენ უპირატესობას მოვლილი ქალები და როგორ გამოიყურება მდიდრული ვარცხნილობა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.
5 ვარცხნილობა მოვლილი და ძვირადღირებული სტილისთვის – დაიმახსოვრეთ მარტივი და ლაკონური ვარცხნილობები. მათი დახმარებით ისეთივე თავდაჯერებული გახდებით, როგორც მილიონერების ცოლები.
- ჰოლივუდური ტალღა – ნებისმიერ ადგილას შესაფერისია. ჰოლივუდური ტალღის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ თმა იდეალურად გლუვად და ჯანსაღად გამოიყურება. ასეთ ეფექტს პროფესიონალური სარკისებრი შრატების დახმარებით იღებენ.
- კონად შეკრული თმა და გონივრული დეტალები – ლამაზ კონად შეკრული თმა კარგია იმით, რომ გამოგადგებათ როგორც მაღალი წრის წვეულებაზე, ასევე სამსახურში, პაემანზე ან მეგობრებთან შეხვედრისას. ასეთი ვარცხნილობა გარკვეულ ხიბლს შეგმატებთ, რადგან ცოცხლად უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მთავარი წესი: ძალიან მჭიდრო კონა არ შეკრათ. სტილისტები გირჩევენ, რომ სტილს მოდური ლაკონური დეტალები შემატოთ. აქაც ბევრი აქცენტის გაკეთება არ ღირს. რამდენიმე სარჭი საკმარისია. ამ ვარცხნილობით თქვენი თმა ძვირადღირებული და მოწესრიგებული გამოჩნდება.
- უკან გადაწეული აჩეჩილი თმა – თუ თვალებზე აქცენტის გაკეთება მოგწონთ, ასეთი ვარცხნილობა აუცილებლად სცადეთ. გონივრულია, თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება გელოდებათ. მსგავსი სტილი თანამოსაუბრეს სიმარტივით და სიმსუბუქით იპყრობს, თქვენ სერიოზულ თავდაჯერებულ განწყობაზე გადართვაში დაგეხმარებათ. მთელ მსოფლიოში ბევრი წარმატებული ქალი ასეთ ვარცხნილობას ტყუილად არ ირჩევს.
- კასკადი და მოცულობითი ვარცხნილობა – ვარცხნილობა, რომელსაც ხალხში „კიბეს“ უწოდებენ, ისევ მოდაშია! მხიარული კასკადი უფრო საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე ბანალური ვარცხნილობა ან სწორად გადაჭრილი. შეგიძლიათ გაიკეთოთ მსუბუქი ბრაშინგი და ბოლოები მსუბუქად დაიხვიოთ. აკონტროლეთ, რომ ტალღა რბილი და მსხვილი გამოვიდეს. პატარა ხვეული მდიდრულად ნაკლებად გამოიყურება. სტილისტს სთხოვეთ, რომ არა მხოლოდ ტექსტურირებული ვარცხნილობა შეგიჭრათ, არამედ დამოუკიდებლად დავარცხნა გასწავლოთ. მოცულობითი კასკადი ღია ფერის თმას განსაკუთრებით უხდება.
- ცალკეული კულულები – 2–3 კულული დანარჩენი თმისგან გამოყავით და ლამაზი ფორმა მიეცით. ასე ვარცხნილობას დინამიურობას შემატებთ. თუ ძლიერი ფიქსაციის ლაქს და გელს გამოიყენებთ, ცივი ტალღის ან ხვეულის ფორმირებას შეძლებთ. იდეალურია მათთვის, ვისაც საფეთქლების დამალვა სურთ, რომ შუბლი ვიზუალურად დაავიწროვოს.
ზემოთ მოცემული ნებისმიერი ვარცხნილობა იაფფასიანად გამოიყურება, თუ თმა მოუწესრიგებელი ან ჭუჭყიანია. ძირების რეგულარულად შეღებვა, ბოლოების შეჭრა და, თუ საჭიროა, თმის ტონირება არ დაგავიწყდეთ.