რჩევები, რა გააკეთოთ, თუ ფეხები ხშირად გიშუპდებათ

954

გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში, ასევე ორსულობის დროს ფეხების შეშუპების პრობლემა მწვავდება. გარდა ამისა, ფეხების შეშუპება გარკვეული დაავადებების გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს.

რა უნდა გააკეთოთ, როცა ფეხები გიშუპდებათ: ფიზიკური აქტივობა – ადრე თუ გვიან ნებისმიერი ქალი კითხულობს: რატომ შუპდება ფეხები და როგორ მოიშოროს პრობლემა? შეშუპების გასაქრობად ან მინიმუმ დისკომფორტის შესამცირებლად, რომელსაც აშკარა მიზეზი (წონის მკვეთრი მატება, ორსულობა და ა.შ.) არ აქვს, აქტიურ ცხოვრების წესზე უნდა გადახვიდეთ და რეგულარულად ივარჯიშოთ. ქვედა კიდურებში დაგროვებული სითხის შესამცირებლად, რომელიც ფეხების შეშუპების ერთ–ერთი მიზეზია, რეკომენდებულია მარილის მიღების შემცირება. თუ ფეხები ძალიან გასივდა ან თანდათან სივდება, მაგრამ ძალიან ძლიერ, ექიმს უნდა მიმართოთ. შეშუპებული ფეხები გულის ან თირკმლის უკმარისობის სიმპტომი შეიძლება იყოს.

კიდევ რა შეიძლება გააკეთოთ, თუ ფეხები გიშუპდებათ? ნორმალური წონა შეინარჩუნეთ. ჭარბი წონა ჯანმრთელობაზე ყოველთვის ნეგატიურ გავლენას ახდენს. სიმსუქნე ჭარბი სითხის დაგროვებას იწვევს, შედეგად, ფეხები სივდება. ჯანსაღი წონის შენარჩუნება ორგანიზმს ნორმალურ მუშაობაში, ასევე ქვედა კიდურებში შეშუპების თავიდან აცილებაში ეხმარება.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ფეხები გიშუპდებათ, მაგრამ მძიმე ფიზიკური ვარჯიში უკუჩვენებულია? მსუბუქი ვარჯიშები შეასრულეთ, მაგრამ რეგულარულად. ვარჯიში ორგანიზმს ფორმის შენარჩუნებაში, ჭარბი სითხის და ტოქსინების გამოდევნაში დაეხმარება. რეგულარული ვარჯიშის ჩვევა შეშუპების მოშორებაში დაგეხმარებათ. მოტივაციის გასაზრდელად მეგობართან ერთად ივარჯიშეთ.

სწორი კვება – ფეხების შეშუპებისას სწორი დიეტაც მნიშვნელოვანია. მიირთვით ნატურალური პროდუქტები, რომელსაც შარდმდენი მოქმედება აქვს, რომ ორგანიზმს ზედმეტი სითხის მოშორებაში დაეხმაროთ. ასეთი პროდუქტებია ნიახური, კოჭა, მწვანე ჩაი, ჭარხალი, შვრია, პომიდორი, ნიორი, შტოშის წვენი, ვაშლის ძმარი, სატაცური, ოხრახუში და, რა თქმა უნდა, საზამთრო.

მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც ძალიან ბევრ მარილს შეიცავს. გაყინული სადილი და დაკონსერვებული წვნიანი შეიცავს იმდენ მარილს, რომ ადამიანი საჭმელთან ერთად ბევრ წყალს დალევს. პროდუქტების შეძენისას ეტიკეტები შეამოწმეთ, დარწმუნდით, რომ მასში ნატრიუმის მისაღები რაოდენობა შედის. ექიმთან კონსულტანციისას დააზუსტეთ, თუ მაქსიმალურად რამდენ მარილს იღებთ ყოველდღე. ასე მიხვდებით, რომელ პროდუქტებს უნდა აარიდოთ თავი, რომ ფეხების შეშუპების პრობლემამ არ შეგაწუხოთ.