ზოდიაქოს ნიშნები: რატომ მოექეცით ცხოვრებისეულ ჩიხში და როგორ გადავლახოთ

1122
ზოდიაქოს ნიშნები: რატომ მოექეცით ცხოვრებისეულ ჩიხში და როგორ გადავლახოთ
ზოდიაქოს ნიშნები: რატომ მოექეცით ცხოვრებისეულ ჩიხში და როგორ გადავლახოთ

როგორ ფიქრობთ, რატომ მოექეცით ცხოვრებისეულ ჩიხში და კედელს თავს ურტყამთ, რადგან გამოსავალს ვერ ხედავთ? მოდით ვნახოთ, რამ მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.

ვერძი

რატომ? ნივთებზე და სიტუაციებზე ზედმეტად ჩაციკვლა იცით, ასევე წყენა და გაბრაზება მთლიანად გიპყრობთ.

რა გავაკეთოთ? ეძებეთ დადებითი – ის ყოველთვის არსებობს. შესაძლოა, ეს დაუყონებლივ არ გამოგივიდეთ, მაგრამ ერთხელ უკან მოხედვას და იმის თქმას შეძლებთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ მოხდა.

კურო

რატომ? ცხოვრებაში არანაირი ცვლილების შეტანა არ გსურთ, სწორედ ამიტომ თქვენი აზროვნების, ჩვევის და მოქმედების სტანდარტებში დარჩენა გირჩევნიათ.

რა გავაკეთოთ? მცირე ცვლილებებით დაიწყეთ. სასარგებლო რამ იპოვეთ. რაღაცის გაუმჯობესება გსურთ? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო ლამაზი და საოცარი გახდეს? როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, მიხვდებით რომ ცვლილებები არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ტყუპები

რატომ? თქვენ იმის იდეალიზებას ახდენთ, რაც არ გაქვთ და არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. თქვენ ცდილობთ ფინიშის ხაზის გადაკვეთა, რომელიც ყოველთვის გშორდებათ მაშინ, როცა მისკენ მიისწრაფვით.

რა გავაკეთოთ? შეხედეთ რამდენად შორს წახვედით და რამდენი ცხოვრებისეული გაკვეთილი უკვე ისწავლეთ. თქვენ მუდმივად იზრდებით და მომავლისკენ სწრაფვაში ცუდი არაფერია, მაგრამ აწმყო არ დაგავიწყდეთ.

კირჩხიბი

რატომ? თქვენ საკუთარი თავის იზოლირება მოახდინეთ, ცდილობთ ცხოვრება როგორღაც დაალაგოთ. თვლით, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა სამყაროდან საკუთარი თავის იზოლირებას ახდენთ და მხოლოდ მიზნის მიღწევაზე კონცენტრირებული ხდებით.

რა გავაკეთოთ? წარმატება მოდის მასთან, ვისაც დახმარების და მხარდაჭერის თხოვნის არ ეშინია. როცა ნებაყოფლობით იზოლაციაში მიდიხართ, ამ დაბრკოლების გადალახვა გაგიჭირდებათ.

ლომი

რატომ? თქვენ ერთდროულად ბევრი რამის შეცვლას ცდილობთ. ცდილობთ ცხოვრების ყველა ასპექტში სრულყოფილი იყოთ. თქვენ გადაიწვით და გრძნობთ, რომ ცხოვრებაში დაიბენით.

რა გავაკეთოთ? თქვენი ყველაზე სუსტი მხარე იპოვეთ და მასზე უარი თქვით – უფრო ზუსტად, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყეთ. არაა საჭირო ყველაფერში იდეალური იყოთ, განსაკუთრებით საკუთარი თავისთვის. სრულყოფილება მოსაწყენი და მიუწვდომელია.

ქალწული

რატომ? თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რადგან შეცდომის დაშვების გეშინიათ. სწორედ ამიტომ ოცნებობთ, მერყეობთ და ეჭვი გეპარებათ.

რა გავაკეთოთ? გახსოვდეთ, არაფერია ცხოვრებაში მუდმივი. ყველაზე გრძელვადიანი ვალდებულებაც კი სრულდება. შიშის გამო ერთ ადგილად დიდხანს რჩებით.

სასწორი

რატომ? თქვენ წარსულის გაშვება არ შეგიძლიათ. ცდილობთ შეინარჩუნოთ ნივთები, რომელთა მოქმედების ვადა უკვე დიდი ხანია გასულია და ახალი ადამიანებისა და შთაბეჭდილებებისგან თავი შორს გიჭირავთ.

რა გავაკეთოთ? ეცადეთ ბევრი იურთიერთოთ. ადამიანებს შანსი მიეცით. ყველა ერთნაირი არაა და ახალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუდმივად ძველი ჭრილობის და წყენის ტარება არ ღირს.

მორიელი

რატომ? ობიექტურად ყველაფერს კარგად აკეთებთ, მაგრამ გრძნობთ რომ თვითკონტროლი გაკლიათ. შედეგად დეპრესიაში ვარდებით და ფიქრობთ რომ სადღაც შორს იმყოფებით.

რა გავაკეთოთ? დაისვენეთ და ტვინი გაანიავეთ. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და არავის არაფერი არ დაუმტკიცოთ. არ დაუშვათ რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახდეთ.

მშვილდოსანი

რატომ? იმიტომ, რომ უარს ამბობთ იმის აღიარებაზე რომ ჩიხში მოექეცით. როგორც ზაზუნა გალიაში აქეთ-იქით დარბიხართ, მაგრამ ამ წრიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.

რა გავაკეთოთ? დაფიქრდით, რა მოხდება თუ თქვენს მიკერძოებას დათმობთ და ამ დახურულ წრეზე სირბილს შეწყვეტთ. თქვენი ცხოვრება ასეთი არ უნდა იყოს! შეწყვიტეთ უარყოთ ის, რომ ცხოვრებისეულ ჩიხში მოექეცით.

თხის რქა

რატომ? თქვენ მუდმივად სოციალურ ქსელში მეგობრების პროფილების საკუთარ თავთან შედარებას აგრძლებთ. თქვენ უკვე დიდი ხანია მუდმივი შედარების ხაფანგში იმყოფებით.

რა გავაკეთოთ? ძველ მეგობრებს შეხვდით. შედეგად აღმოაჩენთ, რომ მათი ცხოვრება არც თუ ისე ნათელია, როგორც სოციალურ ქსელში ჩანს. ეს მხოლოდ დაგიდასტურებთ იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ.

მერწყული

რატომ? თქვენ სირთულეების გეშინიათ. თავდაჯერებული არ ხართ, რაც რთული სიტუაციიდან გამოსვლისთვის აუცილებელია. თქვენ შიში გამოძრავებთ.

რა გავაკეთოთ? მცირედით დაიწყეთ. შეასრულეთ ამოცანა, რომელიც არ გაშინებთ და არ გაღიზიანებთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, ეცადეთ ნელ-ნელა კომფორტის ზონა დატოვოთ. თქვენ ბევრის გაკეთება შეგიძლია, ამიტომ არ იდარდოთ იმაზე, რომ ახლა თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას ვერ ახერხებთ.

თევზები

რატომ? თქვენ ძალიან ცდილობთ რომ ადამიანებს მოეწონოთ. არ ცდილობთ მათთან გულწრფელი და გულახდილი იყოთ, მაგრამ მათ აღიარების მოპოვება გსურთ.

რა გავაკეთოთ? მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, თუმცა ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. საკუთარი თავის ავტორიტეტი გახდით, რომ თქვენი ნამდვილი „მე“ გამოავლინოთ.

ეთანხმებით თუ არა ზემოთ აღწერილ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას? სწორია თუ არა მიზეზი, რის გამოც ცხოვრებისეულ ჩიხში იმყოფებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს