პირველი, რაც ამ სურათზე დაინახეთ, თქვენი ინტელექტის დონეს აჩვენებს

1243

Vivien გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა დონეზეა თქვენი ინტელექტი და რამდენად ჭკვიანი ხართ. ტესტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ პირველი, რასაც ადამიანი სურათზე ხედავს, მის კოგნიტურ უნარებზე ბევრ რამეს ამბობს. ადამიანების 90%, რომლებმაც ტესტი გაიარეს, ამტკიცებს, რომ შედეგები სიმართლეს შეესაბამება. არასდროს არის გვიანი, საკუთარ თავზე რაღაც ახალი გაიგოთ და ეს ტესტი ამას ადასტურებს. ასაკის მიუხედავად დღევანდელი ვირუსული ტესტი გაგაოცებთ იმის მიუხედავად, რას დაინახავთ პირველად.

ვინ არის ჭკვიანი ადამიანი? აუცილებელი არაა, რომ მაღალი IQ ჰქონდეს. ფსიქოლოგების თქმით, ხშირად ჭკვიანი ადამიანები ვერც აცნობიერებენ, რომ ჭკვიანები არიან. ჭკვიანია ადამიანი, რომელიც მოქნილად აზროვნებს, ცვლილებებს ეგუება, ფიქრობს, სანამ იტყვის ან იმოქმედებს, ემოციებს მართავს. ჩვეულებრივ, ადამიანს ინტელექტის რამდენიმე განსხვავებული ტიპი აქვს, მათ შორის გამოიყოფა ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური ინტელექტი. ვნახოთ, რამდენად ჭკვიანი ხართ. აბსტრაქტულ ილუსტრაციას დააკვირდით. ერთ–ერთი ელემენტი თვალში მოგხვდებათ. მთავარია, რომ გულწრფელი იყოთ. რა დაინახეთ პირველად?

ტესტის გაშიფვრა

ქალის სახე – თუ პირველად ქალის სახე დაინახეთ, ანალიზის მაღალი დონე გაქვთ და თქვენს ხედვას თითქმის არაფერი რჩება. ანალიზისკენ მიდრეკილი ხართ და მოქმედებამდე ფიქრობთ. თქვენი ინტელექტის დონე მაღალია. სიტუაციას ყოველთვის აანალიზებთ. დიდხანს ფიქრობთ იმაზე, რის თქმას აპირებთ. აცნობიერებთ, რომ ბევრი რამ უნდა ისწავლოთ, მაგრამ ყველაფერის დაჭერა შეუძლებელია. თქვენი საზღვარი იცით და აღიარეთ, რომ ბევრი რამ სასწავლი გაქვთ. კარგი მეგობარი ხართ და მეგობრებზე ზრუნავთ. იცით, რომ „ბედნიერება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა მას სხვებს უზიარებთ“.

გარემოს ცვლილებებს ადვილად ეგუებით, ცნობისმოყვარე, დაკვირვებული ხართ და ბევრ კითხვას სვამთ იმ თემაზე, რაც გაინტერესებთ. თვითკონტროლი გაქვთ, თქვენი საზღვრები იცით და ხშირად დინებას მიყვებით. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ქალის სახე გეუბნებათ, რომ ახლა, როგორც არასდროს, თანამოაზრეები გჭირდებათ, რომლებიც თქვენ გვერდით იქნებიან. კარგია, თუ დროს გაატარებთ ოჯახთან, მეგობრებთან და მათთან ერთად, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან. კარგია, რომ დროს სამსახურს, ახალ იდეებს და პროექტებს უძღვნით, ცდილობთ უკეთესი გახდეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა დატოვოთ დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის, დასასვენებლად, დასაფიქრებლად, საყვარელი აქტივობებისთვის.

პეპელა – თუ პირველად პეპელა დაინახეთ, ლოგიკა და ანალიზი თქვენი ძლიერი მხარე არაა. ზედმეტი ემოციურობით გამოირჩევით. საქმე იმაში არაა, რომ ნაკლებად ჭკვიანი ხართ, უბრალოდ ნაკლებად რაციონალური და ანალიტიკური ხართ. თქვენთვის კარგია ხელოვნება, მუსიკა ან შემოქმედებითი სფერო. კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტი გაქვთ. ემპათიური ხართ და სხვების ემოციებს კარგად გრძნობთ. სხვისი თვალით სიტუაციის დანახვა შეგიძლიათ. საკუთარ თავს სხვის ადგილას ხშირად აყენებთ, მხოლოდ შემდეგ აკეთებთ დასკვნებს.

კარგი მეგობარი ხართ. ოჯახსა და მეგობრებზე ზრუნავთ. ზოგჯერ სხვის ინტერესებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ. სხვისი აზრის ნაკლებად უნდა გეშინოდეთ. დატკბით ცხოვრებით და მარტოობით, რადგან ხშირად გაურბიხართ მარტოობას. მარტო ყოფნა გჭირდებათ, რომ საკუთარი თავი, გრძნობები და ცხოვრება შეიცნოთ. ცოტა მოდუნება გჭირდებათ. ცხოვრობთ, რაღაცას აკეთებთ, ცდილობთ, უკეთესი გახდეთ. ასე მიაღწიეთ იმას, სადაც ახლა ხართ. ყველაფერს ზღვარი აქვს. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ისე იცხოვროთ, თითქოს მანქანა ხართ. თქვენ გაქვთ სული და სხეული, რომელზეც უნდა იზრუნოთ, დაისვენოთ, მეტი აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ, და ნაკლები, რაც უნდა გააკეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს