ტაროს გაშლა. როგორს გხედავს ჩაფიქრებული მამაკაცი და რაზე აკეთებს აქცენტს ახლა

371

ტაროს გაშლა ძალიან მარტივია. მოდუნდით, გონება ზედმეტი ფიქრებისგან გაათავისუფლეთ. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს საყვარელ მამაკაცზე (თუ ტაროს მასზე შლით).

თქვენზე ამოვიდა მაღალი არკანი, განდეგილი. კარტი, რომელიც გახასიათებთ, როგორც გონიერ ქალს, რომელსაც მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მოკრძალებული ხართ, საღად აზროვნებთ, ყოველდღიურობაში უპრეტენზიო ხართ, მცირედით კმაყოფილდებით. მშვიდი ქალი ხართ, არაკომუნიკაბელური. არ გიყვართ ხმაურიანი წვეულებები, პირიქით, დიდი სიამოვნებით გაატარებთ დროს სახლში, წიგნს წაიკითხავთ, ფილმს უყურებთ ან თვითგანვითარებაზე იზრუნებთ. მოკლედ, საქმეს იპოვით.

რა თქმა უნდა, ემოციებს, გრძნობებს განიცდით, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ამის გამოჩენა არ გიყვართ. დიდხანს საკუთარ თავში გარკვევას ცდილობთ, რომ მიხვდეთ, რას განიცდით. თანმხლები კარტები (დედოფალი და ოთხი პენტაკლი) ადასტურებს იმას, რაც უკვე ვთქვით. კერძოდ, ძალიან მშვიდი, მომთმენი ადამიანი ხართ, ცვლილებები არ გიყვართ, ზომიერ, მშვიდ ცხოვრებას აფასებთ. ახლობლებზე ზრუნავთ, მაგრამ საკუთარი თავი გავიწყდებათ. კომფორტი და წესრიგი გიყვართ, სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ არ მიისწრაფვით, მაგრამ მატერიალური სტაბილურობა გსურთ.

მამაკაცზე მთავარი კარტი ამოვიდა ხმლების პაჟი. შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცი გამოუცდელია. იქნებ ახალგაზრდაა, მაგრამ არა აუცილებლად, რადგან ადამიანს ასაკის მიუხედავად ახალგაზრდა სული შეიძლება ჰქონდეს. აი, თქვენი მამაკაციც ასეთია. ამავდროულად, ჭკვიანია, საღად და ლოგიკურად აზროვნებს. დროდადრო გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ დიდწილად დადებითად განწყობილი. ენერგიულია და სხვების ყურადღებას თავის მიღწევებზე ამახვილებს. თვითშეფასება არ იტანჯება. ზომიერად ემოციური მამაკაცია, ურთიერთობაში ენერგიას დებს. იმ პირობით, რომ პოტენციურ რჩეულს კარგად იცნობს და მის მიმართ გრძნობები აქვს. სიყვარულის მორევში ნამდვილად არ იძირება.

თქვენს შორის მოხდა განხეთქილება, დაშორება, ამ მომენტში ურთიერთობა დასრულებულია. ამ სიტუაციაში ძალიან გიჭირთ, განშორებას რთულად იტანთ. მძიმე ფიქრები თითქოს გაწვებათ. გამორიცხული არაა, რომ განშორება მამაკაცის ინიციატივით მოხდა. ახლა მამაკაცს ახალი ცხოვრების და ახალი ურთიერთობის დაწყება სურს. როგორც ჩანს, თქვენი ურთიერთობის პერსპექტივას სხვაგვარად უყურებდით. თქვენთვის ეს მამაკაცი იყო პენტაკლების მეფე, მუდმივი პარტნიორი, ქმარი, ადამიანი, რომელსაც ეყრდნობოდით. მასთან მომავალს ხედავდით. მამაკაცი კი ამ ურთიერთობაში თავს ხედავდა კვერთხების მეფედ, ადამიანად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ვნება, ემოცია. ვერ ვიტყვით, რომ არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ის როლი არ იყო, რომელსაც მისგან ელოდით.

როგორს გხედავს ეს კაცი? რას აქცევს ყურადღებას ახლა? ამ მამაკაცს თქვენს მიმართ ძალიან დადებითი ემოციები და ფიქრები აქვს. თქვენში ხედავს ქალს, რომელსაც არ აშინებს სამუშაო, თავის საქმესა და ურთიერთობაში ინვესტიციას დებს. მამაკაცს ემოციებს და სიყვარულს აძლევს. თქვენში ხედავს ნაზ და უშუალო ქალს. ზომიერად ემოციური. ძირითადად, დადებითი ემოციები. თქვენ არ მოაწყობთ ისტერიკას, უთანხმოებას, თუნდაც ამა თუ იმ სიტუაციაში რაღაც არ გაწყობდეთ. დიალოგის კონსტრუქციულად და მშვიდად წარმართვა შეგიძლიათ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამაკაცს ხშირად ახსენდებით, იხსენებს ერთობლივ წარსულს, სასიამოვნო წუთებს, რომლებიც ერთად გაატარეთ. თუ ასეა, გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ურთიერთობა აღდგეს. თუმცა ახლა ამას კარტი არ აჩვენებს. მამაკაცი ამ გადაწყვეტილებამდე არ მისულა, უბრალოდ ასეთი ტენდენცია ჩანს.