ავოკადოს ნოყიერი სალათი, რომელიც სააღდგომო სუფრაზე მთავარ ადგილს დაიკავებს

228

სადღესასწაულოდ მრავალფეროვანი, გემრიელი და უჩვეულო კერძების მომზადება გვსურს. დიასახლისები სააღდგომო სუფრის მენიუს შედგენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მორწმუნეების უმეტესობა ამ დღემდე მარხულობდა და მათ ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების მარაგი ამოწურულია. სწორედ ამიტომ, პროდუქტები ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი უნდა იყოს, ამავდროულად ადვილად მოსანელებელი, რომ ორგანიზმი ძლიერ არ დაიტვირთოს. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ისეთ საინტერესო და სასარგებლო კერძს, როგორიცაა ავოკადოს და კვერცხის სალათი.

ავოკადოს და კვერცხის სალათი – სააღდგომოდ ავოკადოს სალათის მომზადების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ახლობლებს გემრიელი და ორიგინალური სადღესასწაულო სალათით გააოცებთ. სასარგებლო კერძი ორგანიზმს საჭირო ელემენტებით სწრაფად შეავსებს. გაზაფხულზე (მარხვის შემდეგ) განსაკუთრებით აქტუალურია. ასეთი სალათი სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს. ავოკადო ძალიან სასარგებლოა და დიეტის დროსაც შეგიძლიათ (და უნდა) მიირთვათ. ამ დღესასწაულზე სამზარეულო კვერცხით სავსეა, ამიტომ გამოყენებას გირჩევთ. სალათს მაქსიმუმ 10 წუთში მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ავოკადო
  • 1 ლიმონი
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 5–6 ჩერი პომიდორი
  • ვირთევზის ან თინუსის ღვიძლი (კონსერვი)
  • ზეითუნის ზეთი შესაკაზმად

მომზადების წესი:

  1. კვერცხი მომზადებამდე მოხარშეთ, გაფრცქვენით და დაჭერით.
  2. ავოკადო გაწმინდეთ, პატარა კუბებად დაჭერით და ლიმონის წვენი მოასხით, რომ რბილობი არ გაშავდეს. პომიდორი შუაზე გაჭერით, ზედმეტი წვენისგან დაწურეთ.
  3. ვირთევზის ღვიძლი კონსერვიდან ამოიღეთ (თინუსიც გამოგადგებათ). პროდუქტები გადაიტანეთ სასალათეში, რომლითაც სუფრაზე გაიტანთ. ზეითუნის ზეთი მოასხით.
  4. სალათი სუფრაზე გატანამდე მაცივარში შეინახეთ. ცივი უფრო გემრიელია.

ავოკადო სალათისთვის უნდა იყოს მწიფე, ლამაზი მუქი მწვანე ფერის, ლაქების და დაზიანების გარეშე. ხილს ოდნავ ჩააწექით, რომ სიმწიფის დონე განსაზღვროთ. თუ ჩაღრმავება გაჩნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ მაგარი ავოკადო შეიძინეთ, რამდენიმე დღე გააჩერეთ, რომ მომწიფდეს.

  • ავოკადო შეიცავს A, B, C, E და K ვიტამინებს. მასში შედის ისეთი სასარგებლო ნივთიერება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა. ასევე შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას და მაგნიუმს. ავოკადოში გვხვდება უჯრედისი, რომელიც საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მისი ცხიმები მონოუჯერია, სწრაფად იშლება, ორგანიზმს ენერგიით და ძალით ავსებს. ავოკადო ცოტა შაქარსაც შეიცავს.
  • სალათში ჩერი პომიდორიც კარგია. ის შეიცავს A, B1, B6, C, E და PP ვიტამინებს. მდიდარია რკინით, იოდით, თუთიით, მაგნიუმით, კალციუმით, ფოსფორით, ნატრიუმით და კალიუმით. მასში ნაწლავებისთვის მნიშვნელოვანი უჯრედისი შედის.
  • თინუსი და ვირთევზას ღვიძლი შეიცავს B და A, E, D ვიტამინებს. მდიდარია ფოსფორით, მაგნიუმით, იოდით, კალციუმით და რკინით. მასში შედის სასარგებლო თევზის ქონი, ომეგა 3 და ომეგა 6.
  • კვერცხი შეიცავს A, B6, B2, B12, D, E და K ვიტამინებს. მასში გვხვდება სელენი, ფოსფორი და თუთია, ასევე ქოლინი, ლეციტინი, ლიზოციმი. გარდა ამისა, პროდუქტში არის ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი და რკინა.
  • ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა. მასში შედის B4, E და K ვიტამინები, ასევე რკინა, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და ნატრიუმი. ზეითუნის ზეთში შედის ნაჯერი, ნახევრად უჯერი და მონო უჯერი მჟავები.

შემადგენელი ინგრედიენტების კვლევისას ხვდებით, რომ სალათი არაა, არამედ ვიტამინების, მინერალების და სასარგებლო ნივთიერებების საწყობი. სადღესასწაულო სუფრისთვის მოამზადეთ და თავად დარწმუნდით, რომ ჯანსაღი კვება გემრიელი და ნოყიერი შეიძლება იყოს!