ორიგინალური მეთოდი. შეიძლება თუ არა კარტოფილის მოყვანა მარტივი და სწრაფი პროცესი გახდეს

369

თუ ნაკვეთზე კარტოფილს ზრდით, იცით, რომ მისი მოყვანა ბევრ მატერიალურ და ენერგეტიკულ რესურს მოითხოვს. ბევრი ოფლის დაღვრა მოგიწევთ, რომ კარტოფილის უხვი მოსავალი აიღოთ. თან ამ კარტოფილის ამოთხრაზე მუშაობა თითქმის მთელ ოჯახს მოუწევს. ზოგიერთ მებოსტნე, რომელთაც ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ, საინტერესო მეთოდებს იგონებენ, რომ ბოსტნეულის მოყვანის პროცესი გაამარტივონ. მაგალითად, ახლახანს სოციალურ ქსელ TikTok–ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც კარტოფილის მოყვანის უჩვეულო მეთოდია ახსნილი. Vivien გიამბობთ, როგორ გაზარდოთ კარტოფილი ამ მეთოდით და ღირს თუ არა მისი გამოყენება.

კარტოფილის მოყვანა – კარტოფილი ათასობით წლების წინ მოაშინაურეს. მისი მოყვანის საკითხი უკვე დეტალურად შესწავლილია. თითქოს, კიდევ რამ შეიძლება გაგვაოცოს. დღეს ორიგინალურ მეთოდს გიზიარებთ. ტიკტოკელი გვასწავლის, როგორ გავზარდოთ კარტოფილი ტომრებში. ასე კვლებში მძიმე მუშაობა აღარ მოგიწევთ. კომენტატორების აზრები გაიყო, ზოგი ამ იდეის წინააღმდეგია და რიგი არგუმენტები მოჰყავს. ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ.

კარტოფილის გაზრდა ტომარაში – დაგჭირდებათ 2 პლასტმასის ბოთლი, ტომარა, კარტოფილი და სპეციალური მიწის ნარევი. მიწა, ნაცარი, ბრინჯის ქერქი და ბანარი (ქოქოსის ბოჭკო) თანაბარი რაოდენობით აიღეთ და აურიეთ. ტომრის ნახევარი მოცულობა მიწით გაავსეთ. წვეთოვანი სარწყავის სისტემისთვის ორი პლასტმასის ბოთლი გამოიყენეთ. ბოთლები გადაჭერით და ერთმანეთში ჩადეთ. ერთი გრძელი ბოთლი უნდა მიიღოთ. გრძელი ბოთლი მთელ ზედაპირზე სარჩილავით დახვრიტეთ. ასე ბოთლში ჩასხმული წყალი მიწაში გადავა. ბოთლი მიწიან ტომრებში ჩადეთ, შემდეგ მიწა დაუმატეთ, რომ ბოთლი ოდნავ დაიფაროს.

ბოთლი მიწით ბოლომდე არ დაფაროთ. ზედა ნაწილი გარეთ უნდა დარჩეს, მის გარშემო ტომარა უნდა შეკრათ და დააფიქსიროთ. კარტოფილი შუაზე გაჭერით. თითოეულს გადაჭრილ ადგილზე თეთრი ცემენტი მოაყარეთ. მოსახერხებელია, თუ თეთრ ცემენტს თასში ჩაყრით და შემდეგ კარტოფილებს ჩააწობთ. მიწით სავსე ტომარა რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, რომ კარტოფილები მიწაში ჩარგოთ. ცემენტიანი მხარით ჩააწექით. ტიკტოკელი ამბობს, რომ 10 დღეში კარტოფილი ამწვანდება. 30–ე დღეს მიწაში ჩადებულ ბოთლში საზამთროს ქერქის და ნაცრის ნარევი უნდა ჩაყაროთ და წყალი დაასხით. ეს საკმარისია, რომ კარტოფილის მოსავალი აიღოთ.

რამდენად მუშაობს მეთოდი – კომენტატორების აზრი გაიყო. ზოგი ამბობს, რომ საზამთროს ქერქის შოვნა აპრილში შეუძლებელია, რადგან კარტოფილის შემდეგ იზრდება. ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მეთოდით კარტოფილი სწრაფად გამწვანდება, რაც ნაყოფში სოლანინის, ადამიანისთვის ტოქსიკური ნივთიერების, დაგროვების საფრთხეს ქმნის. ზოგი წერს, რომ ტომრები, რომელთაც ტიკტოკელი ვიდეოში იყენებს, მზეზე გამოუსადეგარი ხდება. ვიდეოში ნანახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კარტოფილი ამ მეთოდით მხოლოდ სათბურში შეგვიძლია გავზარდოთ. ასე ტომრებს მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება. ზოგი იდეას იწონებს, ამბობს, იდეალურია მათთვის, ვისაც ბოსტანი არ აქვს. ზოგი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „აივანზე ასე გავზარდე და ბევრი კარტოფილი ავიღე“. ზოგი მეთოდს ეჭვის თვალით უყურებს და მისი ეფექტურობის არ სჯერა: „ვისაც კარტოფილი ერთხელ მაინც დაურგავს და მოუყვანია, იცის, რომ ეს ფარსია. თან კარტოფილის ნაჭრები ლპება“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს