მეცნიერული ახსნა და ხალხური ნიშნები, რატომ არ უნდა დატოვოთ გაუსწორებელი საწოლი

621

ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ საწოლი გაღვიძებისთანავე უნდა გავასწოროთ. საინტერესოა, რომ მშობლებს თანამედროვე ექსპერტები და ბრძენი წინაპრები ეთანხმებიან. სპეციალისტების თქმით, გაუსწორებელი საწოლი მთელი დღის განწყობას ქმნის. საქმე წესრიგის სიყვარულს და სისუფთავის დაცვის აუცილებლობას არ ეხება. აი, რით ხელმძღვანელობდნენ ადრე, როცა საწოლის დროულად გასწორება გვიანდერძეს:

გაუსწორებელი საწოლი და რა საფრთხეს შეიცავს

ბანალური ფაქტები – პირველ რიგში, გავიხსენოთ ბანალური და მარტივი მიზეზი, რატომ უნდა გაასწოროთ საწოლი დროულად. თეთრეულის დამალვით დაავადების შანსებს ამცირებთ. მთელი დღის მანძილზე გაუსწორებელ საწოლში ბევრი მავნე მიკროორგანიზმი გროვდება. თუ სახლში ცხოველია, საქმე საერთოდ წასულია. ამ შემთხვევაში დროული დალაგება სასურველი ფაქტორიდან აუცილებლობად იქცევა. მეორეც, დალაგებული საწოლი თეთრეულის გამოყენების ვადას ზრდის. რაც უფრო ნაკლებად მოქმედებს მასზე გარე ფაქტორები, უფრო დიდხანს გემსახურებათ. წვრილმანია, მაგრამ თუ დაფიქრდებით, ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება. საწოლში ხომ ჩვენი ცხოვრების მესამედს ვატარებთ!

ნერვები, ნერვები, ნერვები – ფსიქოლოგები შეძრწუნებულნი იყვნენ იმ აღმოჩენით, რომ გაუსწორებელი საწოლი მფლობელის სტრესის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. თითოეულ ჩვენგანში წესრიგისა და სტაბილურობისკენ ლტოლვა ჩადებულია. ვფიქრობთ, თავად შეგინიშნავთ, რომ რეგულარული დალაგება განწყობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ქვეცნობიერისთვის დილიდან გასწორებული საწოლი იდეალური ნაბიჯია, რომ დღე კარგად, მშვიდად და მოწესრიგებულად გაატაროს. სინამდვილეში, საქმის კეთება უფრო მარტივია, როცა პირველმა ქმედებამ საჭირო განწყობა უკვე შექმნა. საწოლის გასწორებით ოთახსაც და ფიქრებსაც აწესრიგებთ.

მნიშვნელოვანი ნიშნები – გავიხსენოთ, რას ამბობდნენ გაუსწორებელ საწოლზე ძველად. მათ ამ ნიშნისადმი მთელი ჯგუფი ჰქონდათ შექმნილი. მაგალითად, ამბობდნენ, რომ გაუსწორებელი საწოლი მოუწესრიგებელი მფლობელის სახლში ავადმყოფობას იზიდავს. როგორც ხედავთ, ამ ნიშანს მეცნიერული ახსნა აქვს. ნათელია, რომ გაუსწორებელი საწოლი მხოლოდ ნეგატიურად აღიქმება. თითქოს მის გამო ოჯახში ღალატი ხშირდება. ბავშვები მშობლებს აღარ უსმენენ, თავად მშობლები გულგრილნი ხდებიან და ოჯახის სასარგებლოდ აღარ მუშაობენ. ესეც გაუსწორებელი საწოლის გავლენა მფლობელების სტრესის დონეზე.

როგორც ხედავთ, ერთი მიზეზიც არაა, რომ საწოლი გაუსწორებელი დატოვოთ. 1,5-2 წუთიანი შრომა საკმარისია, რომ მთელი დღე კარგ განწყობაზე იყოთ, სტრესი შეამციროთ და სანაცვლოდ რაღაც სასარგებლო გააკეთოთ. მხოლოდ უპირატესობა! არ იზარმაცოთ, არამედ საწოლი ბეჯითად გაასწორეთ. ბავშვებს მაგალითი მიეცით.