გემრიელი და ლამაზი სააღდგომო პასქის 3 მარტივი რეცეპტი

265

თუ დღემდე ფიქრობთ, რომ პასქის მომზადება რთული მისიაა და მასთან გამკლავება ყველას არ შეუძლია, საპირისპიროში დაგარწმუნებთ. ამ სადღესასწაულო ცომეულის მომზადება მარტივი და საინტერესო შეიძლება იყოს. 100%–იან გარანტიას გაძლევთ. სააღდგომო პასქა ნაყიდზე ბევრად გემრიელი გამოვა. Vivien სამ მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. მათი დახმარებით ძალიან ლამაზ და არომატულ პასქას გამოაცხობთ. კლასიკის, შოკოლადის და ხაჭოს მოყვარულებისთვის საინტერესო ინსტრუქციები გვაქვს. გპირდებით, გემრიელი იქნება!

3 საუკეთესო მეთოდი, როგორ მოამზადოთ სააღდგომო პასქა

1. კლასიკური პასქა

ინგრედიენტები:

  • 150 მლ წყალი
  • 20 გ ახალი საფუარი
  • 650 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხის გული
  • 160 გ შაქარი
  • 1 ს/კ ვანილი
  • 100 მლ ნაღები

მომზადების წესი:

  1. თბილი წყალი ღრმა თასში ჩაასხით. საფუარის გახსნამდე აურიეთ. 5 წუთით გააჩერეთ. 130 გ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პირსახოცი გადააფარეთ და ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ.
  2. კვერცხი და მარილი ღრმა თასში ათქვიფეთ. გამდნარი კარაქი და ნაღები ჩაასხით და კარგად აურიეთ. ცალკე კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი კვერცხის მასას დაუმატეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ.
  3. სამუშაო ზედაპირს გაცრილი ხორბლის ფქვილი მოაყარეთ. ჩაღრმავება გააკეთეთ. ცომის ხაში და კვერცხი–კარაქის ნარევი ჩაასხით.
  4. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეკვრებათ. დააფარეთ და 60 წუთით სითბოში გააჩერეთ. ცომი ჩაზილეთ. 1 საათით სითბოში გააჩერეთ.
  5. საცხობი ფორმის ნახევარი ცომით გაავსეთ. პირსახოცი დააფარეთ. ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით გააჩერეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზადაა.

2. ხაჭოს პასქა

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხაჭო
  • 120 გ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 180 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 25 გ დაპრესილი საფუარი
  • 100 გ ქიშმიში
  • 0,5 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

  1. რძის ნახევარი შეათბეთ და მასში საფუარი გახსენით. 2 ს/კ ხორბლის ფქვილი და ამდენივე შაქარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 15 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  2. ცალკე ხაჭო და დარჩენილი რძე აურიეთ. ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. გამდნარი კარაქი, დარჩენილი შაქარი, კვერცხი და მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  3. მიღებულ ხაჭოს მასას ამოსული ცომის ხაში, ვანილი და დარჩენილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. ოდნავ წებოვანი ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  4. ცომს პარკი დააფარეთ და 1,5 საათით სითბოში გააჩერეთ. ჩაზილეთ. ცომით ფორმის ნახევარი გაავსეთ. პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

3. შოკოლადის პასქა

ინგრედიენტები:

  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 150 მლ რძე
  • 100 გ შაქარი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2 მწიკვი მარილი
  • 1 ფორთოხალი
  • 75 გ ქიშმიში
  • 100 გ მწარე შოკოლადი
  • 140 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. რძე შეათბეთ. საფუარი და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 130 გ ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ.
  2. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. ცედრა წვრილად გახეხეთ. ფორთოხლის წვენი გაწურეთ.
  3. საფუარის ნარევს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. მარილი, შაქარი,  კვერცხი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ფორთოხლის წვენი ჩაასხით. გამდნარი შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.
  4. ცომს პირსახოცი დააფარეთ და სითბოში 1 საათით გააჩერეთ.
  5. ქიშმიში გარეცხეთ. მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. სითხე გადაწურეთ და ქიშმიში გაამშრალეთ. გახეხილი ფორთოხლის ცედრა ცომს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  6. ცომი ფორმებში გადაანაწილეთ, ფორმების ნახევარზე ოდნავ მეტი გაავსეთ. პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. მზადაა

პასქები ისე გააფორმეთ, როგორც უფრო მოგწონთ. ჭიქური, სპეციალური მოსაყრელი, ცუკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი დეკორით ცომეული ფერადი და ეფექტური გამოვა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს