ეფექტური ხრიკი, როგორ მოიშოროთ ხოჭოები ფქვილში

258

ზოგჯერ მარცვლეულის ან ფქვილის შეკვრაში დაუპატიჟებელ სტუმარს, პატარა ხოჭოებს ვხვდებით. პატარა ზომის წყალობით უწვრილეს ხვრელშიც ძვრება. ამ მწერების ლარვებით პროდუქტის ყიდვისგან დაზღვეული არავინაა. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ მოაგვაროს მსგავსი პრობლემა. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ხოჭოები ფქვილში. აღსანიშნავია, რომ ასეთი მწერი ორგანიზმისთვის სახიფათო არაა. თუმცა მისმა ნარჩენებმა ძლიერი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად მწერებიანი ფქვილის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.

საუკეთესო მეთოდები ფქვილიდან ხოჭოების მოსაშორებლად

ხრიკი კოვზით – ეს ხრიკი დიდი ხნის წინ მოიფიქრეს, მაგრამ დღემდე აქტუალურია. ძველად დიასახლისები ფქვილის ჭურჭელში რკინის ლურსმნებს ათავსებდნენ. ამას მწერების დასაფრთხობად აკეთებდნენ. მეთოდი ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა. დროთა განმავლობაში ლურსმანი იჟანგებოდა. თანამედროვე დიასახლისებმა შესანიშნავი ალტერნატივა იპოვეს. ეს ჩვეულებრივი კოვზია. უჟანგავი ფოლადის კოვზი ხოჭოს ლურსმანზე არანაკლებ აფრთხობს. ლითონის სუნი პროდუქტს მწერებისგან იცავს.

უსაფრთხოების ზომები – ფქვილი დიდხანს რომ შეინახოთ და მასში ხოჭო არ დასახლდეს, პრევენციული ზომები არ დაგავიწყდეთ. ასე ფქვილს დაიცავთ.

  • სამზარეულოს კარადა რეგულარულად გაწმინდეთ. წყალი, სარეცხი საპონი და საკვები სოდა გამოიყენეთ. შემდეგ ძმრიან წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
  • სანამ ფქვილს შეინახავთ, 15 წუთით საყინულეში მოათავსეთ. ამის შემდეგ პროდუქტი შესაფერის კონტეინერში გადაიტანეთ.
  • თუ ფქვილს ტომარაში ინახავთ, ჯერ სპეციალურ ხსნარში დაასველეთ. ამისთვის 1 ლ სუფთა წყალი და 2 ს/კ მარილი აურიეთ. ამ ხსნარში რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ ტომარას წყალი გაავლეთ და გაამშრალეთ.

თუ ფქვილში ხოჭო უკვე გამოჩნდა ან შეკვრა ლარვებით იყიდეთ, ხრიკი კოვზით გამოიყენეთ. სიტყვაზე, კოვზი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალუმინის ფოლგით, რომელიც უნდა დააგუნდავოთ და პარკში ან ტომარაში ჩადოთ. ხოჭოს კარგად აფრთხობს ნიორი, დაფნის ფოთოლი, ილი, აბზინდა და ბეგქონდარა. ცალკე პატარა ქისაში მოათავსეთ, რომ შემდეგ ფქვილის პარკში ჩადოთ. თავისი არომატით მწერებს აფრთხობს. გარანტირებულია!