კუროს სასიყვარულო ურთიერთობები და ხასიათი, რომლის გამოც ბევრს სძულს

512

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ხასიათი, სამყაროს აღქმა, მოთხოვნები და მიდრეკილებები აქვს. ამა თუ იმ ნიშანზე და მის ურთიერთობებზე მმართველი პლანეტა და ვარსკვლავების განლაგება დიდ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ ზოდიაქალური წრის მე-2 ნიშანზე, კუროზე და მის ხასიათზე, რომელიც მის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გულის მონადირება და თავის მოწონება გაგიჭირდებათ.

კურო ძალიან ჯიუტი და უნდობელია. აზრს რთულად იცვლის. ბევრი არგუმენტი და მოთმინება მოიმარაგეთ, თუ კუროსთვის აზრის შეცვლას დააპირებთ. უკუმპრომისობა ხშირად მის სასარგებლოდ მოქმედებს. დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევს. ურთიერთობაში ცდილობს, პარტნიორს თავი მოაწონოს და კლანჭებში მოაქციოს. ხშირად სიჯიუტე თავდაცვის სურვილით გამოწვეულია. ცდილობს, არავის ტვირთად არ დააწვეს. პრინციპულია და მათ ყოველთვის იცავს. სტაბილურობა უყვარს. მის ოჯახში ტრადიციები შენარჩუნებულია. კლდესავით მტკიცეა, ქარიშხლების გადატანა შეუძლია.

მესაკუთრე ნიშანია. რაც მას ეკუთვნის, მისი უნდა იყოს. „რაც ჩემია, ოქრო არის“ – კუროს დევიზია. მეუღლეს ან შეყვარებულს არასდროს ღალატობს. ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მხოლოდ მის თვალში ღირსეულ ადამიანს იყვარებს. კურო საყვარელ ადამიანს ყოველთვის იცავს და მხარს უჭერს. საკმაოდ ნელი, მაგრამ შრომისმოყვარეა. დეტალურად დაგეგმვა და ანგარიში უყვარს. ზოგჯერ მომზადება მეტ დროს ართმევს, ვიდრე მიზნის განხორციელება. კურო სასიყვარულო ურთიერთობაში მეთოდურად და დეტალურად მოქმედებს, ნელ–ნელა წინ მიიწევს.

კუროში სიხარბის და აკვიატების ნიშნები შეიძლება დაინახოთ. ფულთან დაშორება არ უყვარს. პატარა წვრილმანებზე ფულს არ ხარჯავს, თუ უკვე მსხვილი რამის შესყიდვა გადაწყვიტა. პატარა საჩუქარს ფულის გადაყრად მიიჩნევს. მისი ქცევა შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ მას ხომ სახლში ძვირიანი და ხარისხიანი ნივთები მოაქვს. საზიზღარი ხასიათი აქვს. გაბრაზებულ კუროს არ გაეკაროთ. საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში იშვიათად არის, როცა მოთმინების ფიალა უკვე აევსო. ჩვეულებრივ, ბოლო წვეთამდე ითმენს. ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ ნაკლებად შეაწუხონ.

და მაინც, კურო კარგი მეოჯახე და მშობელია. არავის მისცემს მისი ოჯახის დაჩაგვრის უფლებას, არასდროს ღალატობს და ყოველთვის იცავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს