პლუტონის მოძრაობა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე გავლენას მოახდენს. ანჯელა პერლის გაფრთხილება

256

15 წლის განმავლობაში პირველად პლუტონმა ნიშანი შეიცვალა. თხის რქიდან მერწყულში გადავიდა და აქ მთელი 20 წელი დარჩება. ასტროლოგი ანჯელა პერლი ამბობს, რომ მისი მოძრაობა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე გავლენას მოახდენს. მთელ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდება და ამას ყველა იგრძნობს. Vivien გიამბობთ, რა ცვლილებას უნდა ელოდოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

  1. ვერძი. პარტნიორებთან ერთად წარმატებული ბიზნესი გელოდებათ. ბევრ ადამიანს გაიცნობთ. მათგან ზოგიერთი ბოროტად გაგეხუმრებათ. ყველას არ ენდოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რადგან ამაზე თქვენი საქმის წარმატება და მოგებაა დამოკიდებული.
  2. კურო. კარიერულ სფეროში ცვლილებები მოსალოდნელია. ეს პირადად თქვენ ან თქვენს ახლობლებს შეიძლება შეეხოს. პოპულარობას მიაღწევთ, თუ წლებია ამისკენ მიისწრაფვოდით. დამწყები ბლოგერისთვის აქტუალურია. საზოგადოებაში თქვენი როლი შეიცვლება.
  3. ტყუპები. პლუტონი საკუთარი თავის და სხვების სიყვარულს გასწავლით. თავს უფრო გაუფრთხილდებით. ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას მეტად მიხედავთ. გავლენიანი ადამიანი თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. თუ მარტო ხართ, ცხოვრების მეგზური შეიძლება იპოვოთ.
  4. კირჩხიბი. ფულზე დამოკიდებულებას შეიცვლით. გამდიდრების დიდი შანსი გაქვთ. პროფესიული უნარების გასავითარებლად ყველა პირობა გაქვთ. მაგია და ეზოთერიკა, რასაც ადრე უცნაურ საქმედ თვლიდით, დაგაინტერესებთ.
  5. ლომი. სასიყვარულო ურთიერთობაში ცვლილებები გელით. ურთიერთობის წრე შეიცვლება. თქვენთვის საინტერესო საქმეს გააკეთებთ. შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. მაგალითად, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში შეიძლება გადახვიდეთ.
  6. ქალწული. თქვენი საქმიანობის სფერო შეიძლება სრულიად შეიცვალოს. მნიშვნელობა არ აქვს, კომპანიაში დაქირავებული ხართ თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ. სამსახურის ცვლილება საახლობლო წრეზეც იმოქმედებს. ახალი მეგობრები, ინტერესები გაჩნდება. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.
  7. სასწორი. გუნდურ მუშაობაზე დაფიქრდით. ასე ახალ სამუშაო უნარებს შეისწავლით და შემოსავალს გაზრდით. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. პირად სურვილებს ყურადღება მიაქციეთ. ჯანსაღი ეგოიზმისთვის კარგი დროა.
  8. მორიელი. პლუტონი ამ ნიშნის პლანეტაა და მასაც ცვლილებები ელის. ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობა შეიცვლება. ოჯახში მატება ან კლება შეიძლება მოხდეს. უძრავი ქონების საქმემ შეიძლება ძალიან დიდი ფული მოგიტანოთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს.
  9. მშვილდოსანი. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი. საცხოვრებლად სხვაგან შეიძლება გადახვიდეთ ან სამსახური შეიცვალოთ. ბევრი ახალი უნარის შესწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. სპეციალობა შეიძლება სრულად შეიცვალოთ. ურთიერთობის წრეც შეიცვლება. ბევრი მეგობარი მოღალატე, ხოლო უბრალო ნაცნობი მეგობარი აღმოჩნდება.
  10. თხის რქა. პლუტონი წინა 15 წელი ამ ნიშანში იმყოფებოდა, ამიტომ პლანეტის მოძრაობა მასზეც იმოქმედებს. თქვენს ცხოვრებაში ერთი დიდი ციკლი დასრულდება. მაგალითად, ფინანსური საკითხები. ფინანსური პრობლემები ფულზე აზრს შეგიცვლით. შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით. დიდი მოგება გელით.
  11. მერწყული. პლუტონი მთელი 20 წელი ამ ნიშანში იქნება. მერწყულს ბევრი ცვლილება ელის. თუ დიდი ხანია, გახდომაზე და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე ოცნებობთ, მალე ოცნებები ახდება. სამსახურში ან პირად ურთიერთობაში თქვენი სტატუსი შეიცვლება. თქვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში დიდ წარმატებას მიაღწევთ.
  12. თევზები. რთული პერიოდი იწყება, მაგრამ კრიზისის გადალახვის შემდეგ ცხოვრების ახლებურად დანახვას შეძლებთ. ღირებულებები, რომლითაც მთელი ეს წელი ხელმძღვანელობდით, შეიცვლება. ფსიქოლოგიის შესწავლას ისურვებთ. ასე სხვების დახმარებას შეძლებთ.