დიდი ხანია საჭმელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ვამზადებ. საუკეთესო შეფმზარეულების მეთოდი

330

ჯერ კიდევ გუშინ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფუფუნება იყო. დღეს სამზარეულოში ამ მოწყობილობით ვერავის გააკვირვებთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმში მისი დახმარებით საოჯახო საქმეზე დროს ნამდვილად ვზოგავთ. ახლა ჭურჭლის გასარეცხად ნიჟარასთან დიდხანს დგომა საჭირო არაა. მით უფრო, ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეჟიმები ნებისმიერი დიასახლისის სურვილებს აკმაყოფილებს და ნებისმიერ ჭურჭელზე ჭუჭყს უმკლავდება. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არაპირდაპირი დანიშნულებით.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეჟიმები – ზოგიერთი დიასახლისი მოწინავე აზროვნებით გამოირჩევა. მათ გადაწყვიტეს, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანას არა მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვა შეუძლია. ბევრ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს რეჟიმი sous-vide. ეს ნიშნავს რეცხვა ძლიერი ორთქლით. ასეთი კონცეფცია კულინარიაში არის. გულისხმობს ვაკუუმში მომზადებას, მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე წყლის ორთქლზე. აი, დიასახლისებმა ეს ორი კონცეფცია გააერთიანეს და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მომზადება დაიწყეს.

პირველად მომზადების ეს მეთოდი 1970 წელს ფრანგმა შეფმზარეულმა გამოსცადა. ის ვაკუუმ შეფუთვას იყენებდა და კერძს ორთქლზე ან წყალზე ამზადებდა. ხანგრძლივი პროცესია და მომზადებას რამდენიმე საათი სჭირდება. დიასახლისებმა ინგრედიენტების მომზადების ამ პროცესის გამოყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სცადეს. უცნაური მეთოდია, მაგრამ შედეგი გაგაოცებთ. მომზადების ასეთი ტექნოლოგია დეტალურად შევისწავლე და აღმოჩენას გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში – კერძის მომზადების ასეთი ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, რომ პროდუქტების ნაზი ტექსტურა და ლამაზი ფერი შეინარჩუნოთ. ვაკუუმში დაბალ ტემპერატურაზე მომზადება პროდუქტში სასარგებლო ვიტამინებს და სხვა ნივთიერებებს ინარჩუნებს. ამ მეთოდით მომზადების მთავარი პირობაა პროდუქტების კარგად შეფუთვა. რა თქმა უნდა, კერძის მომზადება და ჭურჭლის რეცხვა ერთად არ უნდა სცადოთ. თუ პროდუქტებში საპნიანი წყალი მაინც მოხვდება, საკვებად უვარგისი გახდება.

რომელი პროდუქტები შეგიძლიათ მოამზადოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში? პირველ რიგში, ესაა თევზი და ზღვის პროდუქტები. წითელი თევზი, როგორიცაა ორაგული, განსაკუთრებით კარგია. მეორეც, ესაა ხორცი, განსაკუთრებით ფრინველი. ამ მეთოდით დამუშავებისას ბოჭკოების სტრუქტურა არ იშლება, ხორცი წვნიანი და მთელი რჩება. შეგიძლიათ მოამზადოთ ყველა სახის ფაფა, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო.

მოსამზადებლად გამოგადგებათ ქილები ჰერმეტული თავსახურით, პოლიეთილენის პარკი, ალუმინის ფოლგა, შესაფუთი პარკი. შეფუთვაში წყალი არ უნდა ჩავიდეს, ამიტომ რამდენიმე დამცავი ფენა გამოიყენეთ. კიდევ ერთი პირობა: პროდუქტი სადგამზე კარგად უნდა დაამაგროთ. თუ საჭმელი მთელ მანქანაში იმოძრავებს, გემრიელი მომზადების ეფექტს ვერ მიიღებთ.

გთავაზობთ კვერცხის მარტივ რეცეპტს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსამზადებლად. საჭირო რაოდენობის კვერცხი აიღეთ, ცალკე პოლიეთილენის პარკში ჩადეთ. სასურველია, რომ მაქსიმუმ ორ–ორი ჩააწყოთ. დარწმუნდით, რომ მასში ჰაერი არაა და ჰერმეტულად დალუქეთ. კვერცხი სადგამზე დაამაგრეთ. საკანცელარიო რეზინი გამოგადგებათ. მანქანა რეჟიმზე sous-vide ჩართეთ და დასრულებას დაელოდეთ.