ბოროტება მტერს ერთ წამში რომ დაუბრუნდეს, ჩანგალი ჩაარჭეთ ამ ნივთს. ძლიერი რიტუალი

392

თითოეულ ჩვენგანს ჰყავს როგორც მეგობრები, ასევე არაკეთილმოსურნეები და მტრებიც. ეს თქვენს საქმიანობაზე ან სოციალურ სტატუსზე დამოკიდებული არაა. არიან ადამიანები, რომელთაც სხვისთვის ცუდის გაკეთება უბრალოდ მოსწონთ. ასეთი შეიძლება იყოს თქვენი მეზობელი. როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ყურადღება არ მივაქციოთ მტრების თავდასხმებს? როგორ ვიძიოთ შური მეზობლებზე მათი ბინძური საქმისთვის? ისე, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მივაყენოთ და არ დავემსგავსოთ მათ, ვინც ცუდს ჩადის. Vivien ამის შესახებ გიამბობთ.

როგორ იძიოთ შური მეზობლებზე – თქვენი განწყობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამთ ცუდ სიტყვებს ან ხედვას. ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის. ეს ცნობილი სიბრძნეა. მტრებზე რეაქცია თქვენს ორგანიზმს სისუსტისა და თვითგანადგურებისკენ უბიძგებს. თუ მტრებს თქვენში შეებრძოლებით, ხელს ვეღარ შეგიშლიან. არაკეთილმოსურნე მავნე ქმედებით ტკბება და ვერ აცნობიერებს, რა ზიანს აყენებს საკუთარ თავს. მაგრამ ეს მათი საზრუნავი და პრობლემაა.

ჩვენი ფიქრები ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. მნიშვნელოვანია, რომ თავი ისევე გაწმინდოთ, როგორც ბინას ალაგებთ და ნაგავს ყრით. ცუდი ფიქრები მოიშორეთ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაცამ უსიამოვნება მოგაყენათ ან ცუდად ისაუბრა, ეს გრძნობა გულში არ შეინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეგრძნება, როგორც გადაუყრელი ნაგავი, დაიშლება და აყროლდება. ამან დაავადებები და ცუდი განწყობა შეიძლება გამოიწვიოს.

გამწმენდი პრაქტიკა – გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ ასეთ შეგრძნებებს მარტივი პრაქტიკის გამოყენებით. მეთოდი ბევრს დაეხმარა. დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ, ხოლო შედეგს მაშინვე იგრძნობთ. მომაბეზრებელი არაკეთილმოსურნეც აღარ შეგაწუხებთ. იგრძნობენ, რომ შეგიძლიათ მათ მზაკვრობას შეეწინააღმდეგოთ და უინტერესო გახდებით. ყველაფერი, რისი გაკეთებაც უკვე მოასწრეს, უკან დაუბრუნდებათ.

როცა ნაგვის გადაყრას დააპირებთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს ნაგავი სხვისი ნეგატიური ემოციები და მზაკვრობაა, რომელიც თქვენს სულში დაგროვდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ნაგვის პარკში თავმოყრილია და იქ უკვე დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სანამ ნაგვის ურნასთან მიხვალთ, ეს ყველაფერი მკაფიოდ წარმოიდგინეთ. თან ჩანგალი წაიღეთ. რა თქმა უნდა, ჩანგალი სახლიდან შეგიძლიათ წაიღოთ, მაგრამ ერთჯერადი პლასტმასის ჩანგლის ყიდვას გირჩევთ.

როცა ნაგვის ურნასთან მიხვალთ, ნაგვის პარკი ამ ჩანგლით გახვრიტეთ და თქვით: „ბოროტებას ვიშორებ და ჩანგალზე ვაცობ. უკან მომავალ გზას ვკეტავ“. ნაგვის პარკი ჩანგლიანად ნაგვის ურნაში გადაყარეთ. სახლში დაბრუნებისას სახე და ხელები ცივი წყლით აუცილებლად დაიბანეთ. შვებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. რამდენიმე დღეში ნახავთ, როგორ აგარიდებთ თავს ყველა მტერი. გისურვებთ, რომ თქვენ გარშემო კარგი მეგობრები და მეზობლები იყვნენ. ბოროტმა ენებმა გვერდი აგიარონ. ტყუილად არ ამბობენ: რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. თითოეულ ქმედებაზე პასუხისგება მოგიწევთ.