ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ გაცნობის თვე წყვილის ურთიერთობის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. ვერ შეეწინააღმდეგებით, რადგან წლის სეზონზე ნამდვილად ბევრი რამ არის დამოკიდებული, დაწყებული განწყობით და დასრულებული ჯანმრთელობით. შეყვარებულებს ნიშნების სამყაროში ორიენტირება რომ გაუმარტივდეთ, ვარსკვლავთმრიცხველები დეტალურად გვიამბობენ, როდის და რა მიზნით სჯობს ახალი ნაცნობის შეძენა. ქვემოთ მოცემული სიით იხელმძღვანელეთ და ცხოვრება გამარტივდება.
- იანვარი. წლის პირველი თვე შეეფერება პრაქტიკულ ხალხს, რომლებიც რომანტიკას მოკლებულნი არიან. იანვარში დაწყებული ურთიერთობა უფრო პარტნიორული გახდება, ვიდრე სასიყვარულო. სამაგიეროდ, „იანვრის“ წყვილს მატერიალური პრობლემები არ ელის და ეს სერიოზული პლიუსია!
- თებერვალი. ამ თვეში დაწყებულ ურთიერთობას წესების არარსებობა ახასიათებს. კონსერვატიული ჩვევების დავიწყება მოგიწევთ. სამაგიეროდ, თქვენს თავისუფლებას არავინ შებოჭავს. „თებერვლის“ შეყვარებულები თანატოლებს შორის პირველები იქნებიან. პირველი, მაგრამ არა ერთადერთი.
- მარტი. მარტს ახასიათებს ხან თბილი დღეები, ხან იანვრის სიცივის ხანმოკლე დაბრუნება. მარტის წყვილის ურთიერთობა საკმაოდ ქაოსურია. ასეთ შეყვარებულებს შეუძლიათ ორშაბათს ძლიერ იკამათონ, ხოლო ოთხშაბათს შერიგება აღნიშნონ.
- აპრილი. აპრილი ურთიერთობაში განსაკუთრებულ ვნებას ან რომანტიკას არ გაჩუქებთ. ოღონდ არ მოიწყენთ. „აპრილის“ ცოლ–ქმარი უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე ვნებიანი შეყვარებულები. სწორედ ეს „აპრილის“ ქორწინებას დიდი სკანდალისგან იცავს.
- მაისი. „მაისის“ ურთიერთობას ჰარმონია და ძლიერი კავშირი ახასიათებს. კამათის ან სხვა პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების, ხმამაღალი გარჩევების ადგილი აქ არაა. „მაისის“ ქორწინება მშვიდი ჰავანაა, რომელშიც მილიონობით ადამიანი ცხოვრების შუა პერიოდში შეღწევას ცდილობს.
- ივნისი. ივნისი, როგორც გაცნობის თვე, მოგზაურებს აერთიანებს. ადამიანებს, რომლებიც ოთხ კედელში ცხოვრებაში აზრს ვერ ხედავენ. ივნისში ურთიერთობის დაწყებისას მუდმივი გადაადგილებისა და მივლინებისთვის მზად იყავით. არ იდარდოთ, რადგან ცხოვრების მეგზური პრობლემებთან მარტო არ დაგტოვებთ.
- ივლისი. ზღაპრებში სწორედ ივლისის შეყვარებულებზე წერენ: „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად და ერთ დღეს გარდაიცვალნენ“. ივლისი, როგორც გაცნობის თვე ურთიერთობაში ერთგულებას ხელს უწყობს. ურთიერთობის საფუძველია ურთიერთპატივისცემა, რაც ყველა წყვილში უნდა იყოს.
- აგვისტო. ზოდიაქოს მიხედვით, ეს ლომის თვეა. ამ თვეში დაწყებული ურთიერთობაც „ლომურია“. ამ თვეში შექმნილი წყვილი საბნის თავისკენ „გადაწევას“ ყოველთვის ეცდება. ამავდროულად, აგვისტოს „შეყვარებულები“ ერთმანეთის მიმართ ნაზები არიან და არჩეული პარტნიორით ამაყობენ.
- სექტემბერი. ჩაფიქრებული სექტემბერი ადამიანებს რთულ ურთიერთობას აძლევს. განსაკუთრებულ რომანტიკას და გულახდილობას არ ელოდოთ. ამავდროულად, „სექტემბრის“ წყვილი ურთიერთპატივისცემით და პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მასში სკანდალი და განხეთქილება არაა და განშორებაც იშვიათია.
- ოქტომბერი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ „ოქტომბრის“ წყვილებს შორის გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელთაც ურთიერთსიყვარული აკავშირებთ. ეს თვე თითქოს ურთიერთობას გამძლეობაზე ამოწმებს. ადამიანებს, რომლებიც ოქტომბერში შეხვდნენ და საქმე ქორწილამდე მიიყვანეს, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ: ქორწინება ბედნიერი და ძლიერი იქნება.
- ნოემბერი. „ნოემბრის“ წყვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთ–ერთი პარტნიორი მაინც ბრძენი და მშვიდი იყოს. სხვა შემთხვევაში, ორმხრივი ეჭვები, უმიზეზო უნდობლობა და უკომპრომისობა მათ ურთიერთობას დაასამარებს. გასაცნობად რთული დროა.
- დეკემბერი. ცხოვრება ამ თვის წყვილს ფერად სიურპრიზებს და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჩუქნის. სამწუხაროდ, ეს ბედნიერი დასასრულის გარანტიას არ იძლევა. მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: დეკემბრის წყვილი ურთიერთობის მანძილზე არ მოიწყენს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს