შესქელებული რძის 3 რეცეპტი. იდეალური ტოპინგი ბლინებისთვის

247

როცა მაღაზიაში შესქელებული რძის საეჭვოდ გრძელ შემადგენლობას ხედავთ, მისი შეძენის სურვილი ქრება. სახლში მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. უფრო ეკონომიური გამოდის, ვიდრე ნაყიდი. Vivien გიამბობთ, როგორ გააკეთოთ შესქელებული რძე საკუთარი ხელით და დაივიწყოთ მაღაზიაში ნაყიდი. დაგჭირდებათ ხარისხიანი რძე. ძალიან ცხიმიანი რძე შეიძინეთ ან სახლის რძე გამოიყენეთ, რომ კარგად შესქელებული რძე მიიღოთ. თუ სახლის რძეს იყენებთ, ყველაზე ნატურალურ და გემრიელ შესქელებულ რძეს მიიღებთ.

1. კლასიკური შესქელებული რძე ქურაზე

ინგრედიენტები:

  • 5 ჭიქა რძე
  • 2,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. მინანქრის სქელძირიან ქვაბში ცხიმიანი რძე ჩაასხით. ზომიერ ცეცხლზე დადგით.
  2. როცა რძე ოდნავ შეთბება, შაქარი დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  3. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. ხარშვა გააგრძელეთ, პერიოდულად აურიეთ. რძიანი მასა 2–3 საათით გასქელებამდე და ყავისფერი ელფერის მიღებამდე ხარშეთ.

2. შესქელებული რძე ვანილით

ინგრედიენტები:

  • 2,5 ჭიქა ნაღები
  • 3 ჭიქა რძის ფხვნილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. 2 სხვადასხვა დიამეტრის ქვაბი აიღეთ. პირველში წყალი ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით.
  2. პატარა ქვაბში მინიმუმ 33%–იანი ნაღები ჩაასხით. რძის ფხვნილი და შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. პატარა ქვაბი მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე დადგით. რძის და ნაღების ნარევი 1 საათით ხარშეთ, პერიოდულად მორევა არ დაგავიწყდეთ.
  4. შემდეგ ვანილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ქურას მოაშორეთ.

3. შესქელებული რძე მულტისახარშში

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა რძე
  • 1,5 ჭიქა რძის ფხვნილი
  • 2 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. ცხიმიანი რძე ქვაბში ჩაასხით. ქურაზე დადგით. რძის ფხვნილი და შაქარი დაუმატეთ, ერთიანი მასის მიღებამდე სათქვეფით აურიეთ.
  2. თბილი მასა მულტისახარშში ჩაასხით. რეჟიმი „წვნიანი“ 25 წუთით ხარშეთ. თავსახური არ დაახუროთ. რძიან მასას მუდმივად ურიეთ.
  3. ადუღების შემდეგ რეჟიმი „ცომეული“ 20 წუთით ჩართეთ. მზადაა.

შინ მომზადებული შესქელებული რძე ჰერმეტულად დახურულ ქილაში შეინახეთ და საჭიროებისას სუფრაზე გაიტანეთ. იდეალური ტოპინგია ოლადებისა და თხელი ბლინებისთვის, იდეალური ინგრედიენტია კრემისა და სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად.