უჩვეულო ხრიკი. რა უნდა გააკეთოთ, თუ აქ და ახლა დაძინება გსურთ

300

ძილის რეჟიმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ჯანმრთელობის და კარგი განწყობის შენარჩუნება გსურთ. ზრდასრულ ადამიანს მინიმუმ 7-8 საათით უნდა ეძინოს. კარგად დასვენება ფსიქიკაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, კანზე და თმაზე დადებითად მოქმედებს. სწორად შედგენილი დღის რეჟიმი დროის მენეჯმენტში დაგეხმარებათ. ასე არსად დააგვიანებთ და ყველა საქმის შესრულებას მოასწრებთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ვერ იძინებს. აი, ადრე დაწვა, თვალები დახუჭა, მაგრამ ვერ ისვენებს, რული არ ეკარება. ყოველდღიურ საკითხებზე ფიქრები თავს ესხმის. დილით ადამიანი გამოუძინებელი, დაღლილი იღვიძებს. Vivien გამოსავალს გთავაზობთ. ამ ხრიკით სწრაფად ჩაძინებას შეძლებთ.

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – უძილობა უმიზეზოდ არ ჩნდება. მიზეზი ქვეცნობიერში იმალება, მას უნდა მიაგნოთ და მოაგვაროთ. მიზეზი სამსახურის პრობლემები ან დაღლილობა შეიძლება იყოს. მიზეზის პოვნის შემდეგ უძილობას ადვილად გაუმკლავდებით. დღის განრიგსაც გადახედეთ. ზოგიერთი საკითხი სხვა დროისთვის გადადეთ. დასვენების დრო დაიტოვეთ, რომ განმარტოება შეძლოთ ან ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ.

უძილობასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. თუმცა არსებობს ხრიკი, რომელიც აქ და ახლა დაძინებაში დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ერთი პროდუქტი, რომელიც ყველგან ლიდერობს. უძილობას ნიორი შესანიშნავად ებრძვის და გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ.

ნიორი უძილობის წინააღმდეგ – ნიორი ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ანტიბიოტიკური საშუალებაა. მისი სულფიდური ნაერთები გამოიმუშავებს ალიცინს. ეს ალიცინი კარგ ძილს ხელს უწყობს. ნივრის სპეციფიკური სუნი კბილების დაჭყლეტისას ჩნდება. ამ დროს ორი ფერმენტის გაერთიანებით წარმოიქმნება ალიცინი, რომელიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. თერმულად დამუშავებულ ნიორში სასარგებლო თვისებები აღარაა, ამიტომ უმად მიირთვით. თუ სპეციფიკური სუნის გამო ვერ ჭამთ, ნიორი გაჭერით და 10 წუთით უბრალოდ გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ ბევრი ალიცინი წარმოიქმნას.

კარგად რომ ჩაგეძინოთ, დაჭყლეტილი ნივრის კბილები ქსოვილში გაახვიეთ და ბალიშის ქვეშ დადეთ. სუნი დაგამშვიდებთ, სტრესს შეამცირებს და გამოძინებაში დაგეხმარებათ. ბონუსად, ცხვირის გაჭედილობას მოიშორებთ და ვირუსებს შეებრძოლებით. მეორე ვარიანტიც არსებობს. ამ შემთხვევაში ნივრიანი ნარევის დალევა მოგიწევთ. ნიორი დაჭყლიტეთ, 10 წუთის შემდეგ ჭიქაში გადაიტანეთ და თბილი რძე დაასხით. ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ, შემდეგ ნიორი ამოიღეთ, კოვზი თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი მზადაა. ძილის წინ დალიეთ. მალე უკეთ დაძინებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს