ქალის პოზა ძილში, რომელიც მის ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. უჩვეულო ინფორმაცია

337

ძილის პოზამ ადამიანის ხასიათზე ბევრი რამ შეგვიძლია გვითხრას. როცა ვიძინებთ, შინაგანი „მე“ თავისუფლდება და ქვეცნობიერად კომფორტულ პოზას ვიღებთ. ამ პოზაში მთელი ჩვენი ხასიათი შიშვლდება. კომფორტულ პოზაზეა დამოკიდებული დასვენებას და ღრმად დაძინებას თუ შევძლებთ. Vivien გაგიმხელთ, როგორია ადამიანი, რომელსაც საბანთან ჩახუტებულს დაძინება უყვარს. ზოგიერთი ქალი ამის გარეშე ვერ იძინებს. ე.წ. ორსულების ბალიშების მწარმოებლები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მათი საქონელის პოპულარობა ორსული ქალების კატეგორიას ასე გასცდებოდა.

ძილის პოზა – ქალი, რომელიც ძილის დროს საბანს ფეხებს შორის იდებს, მბრძანებლობას და კონტროლს მიჩვეულია, თავდაჯერებულია. დანებება მის ლექსიკონში არაა. სხვების თვალში ნამდვილი მეომარია. იდუმალია. ემოციებსა და გრძნობებზე ხმამაღლა არ საუბრობს. გაგიჭირდებათ მიხვდეთ, რას ელოდოთ მისგან შემდეგ წუთს. კომპანიაში დამკვირვებლის როლს ითავსებს. მიზნისკენ ჩუმად მიიწევს და გეგმებზე არ ლაპარაკობს. მისი გეგმა ყოველთვის კონკრეტულ მოქმედებად იქცევა.

რას ამბობს ადამიანის ძილის პოზა – თუ ქალი გვერდულად წევს და საბანი ფეხებს შორის უდევს, რეალისტია. მისი მოტყუება არც ისე ადვილია. ღრუბლებში არ დაფრინავს და საპნის კოშკებს არ აგებს. ზუსტად იცის, რას და როგორ მიაღწიოს. სხვების ზრახვებს ადვილად კითხულობს. არავის ენდობა. ასეთ თავდაჯერებულ ქალში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც დაცვა სჭირდება და რომლის შესახებ არავინ იცის. ასეთ პოზაში ძილი უყვარს მარტოხელა ქალს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. მისი ნამდვილი ბუნება მხოლოდ ღამით ვლინდება.

ასეთ ქალს დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება. მსგავსი ძილის პოზით ქალი ინტუიციურად თავდაცვით პოზიციაში დგება, რომ ვერავინ აწყენინოს. თავდაცვის რეაქცია ხალხთან გულის გადაშლის საშუალებას არ აძლევს. მისი ნამდვილი ბუნების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან. მონათესავე სულთან კი ყვავილივით იშლება. მას ბოლომდე ენდობა. სწორედ მას შეუძლია გულწრფელი და თავგანწირული სიყვარული. სამწუხაროდ, მის ერთგულებას ყოველთვის არ აფასებენ, ამიტომ ჩაკეტილი ხდება და არავის მიახლოების უფლებას არ აძლევს. არადა მასში პატარა მიამიტი გოგონა ცხოვრობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს