პუდრის ფუნჯით რუმიანის წასმა იგივეა, ჟელე ჩანგლით ჭამოთ

440

ქალის ცხოვრებაში მაკიაჟი მხოლოდ ყოველდღიური რიტუალი არაა. ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, ხალხში „საბრძოლო შეღებვის“ გარეშე არ გავა. სუფთა მაკიაჟი სწორად შერჩეული ფერებით და ელფერებით ქალს მთელი დღით განწყობას უქმნის. გარშემომყოფები ამას აუცილებლად შეამჩნევენ და ბევრ კომპლიმენტს გაჩუქებთ. ვიზაჟისტს, როგორც მოქანდაკეს, ახალი სახის გამოძერწვა შეუძლია. ოღონდ ხელში არა მხოლოდ ჩრდილების პალიტრა და რუმიანა, არამედ მაკიაჟის ფუნჯების ნაკრები უჭირავს. როგორ მივხვდეთ, რომელი ფუნჯი რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ ყოველდღიურად? Vivien გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ფუნჯები სწორად, რომ მაკიაჟში საჭირო ეფექტს მიაღწიოთ.

მაკიაჟის ფუნჯების ნაკრები – როგორც მხატვრები ნახატების შესაქმნელად სხვადასხვა ფუნჯს იყენებენ, ასე მაკიაჟისთვის ფუნჯები სწორად უნდა შეარჩიოთ. ფუნჯები ნატურალური ან სინთეტიკური შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, ნატურალური ფუნჯები ფხვიერი ჩრდილების, რუმიანის და პუდრის წასასმელად გამოიყენება. მათ სიასამურის, ციყვის ან თხის ბეწვისგან ამზადებენ. ასეთი ფუნჯები ძვირია, მაგრამ მათი გამოყენება ერთი სიამოვნებაა. სინთეტიკური ფუნჯები თხევადი და კრემიანი ტექსტურის კოსმეტიკისთვის გვჭირდება. მათი საშუალებით ტონალურ ბაზას, თხევად ჩრდილებს და ლაინერს მარტივად წაისვამთ. ასეთი ფუნჯები გაცილებით იაფია, რადგან ხშირად ნეილონისგან მზადდება.

ფუნჯების ფორმები და მათი გამოყენების წესები დეტალურად განვიხილოთ. ნებისმიერი მაკიაჟი ტონალური კრემის წასმით იწყება. მას კრემისებრი ტექსტურა აქვს, ამიტომ სინთეტიკური ფუნჯი გჭირდებათ. უმჯობესია, რომ ოდნავ დახრილი ბოლოები ჰქონდეს. ასეთი ფორმა სახესა და ყელზე კრემის თანაბრად წასმაში დაგეხმარებათ. კანზე წვრილი დეფექტების და უძილო ღამეების კვალის დაფარვაში კონსილერი დაგეხმარებათ. ამისთვის მომრგვალებული ფორმის ბრტყელი ნეილონის ფუნჯი დაგჭირდებათ.

კანს ბუნებრივ ბზინვარებას სასწაული საშუალება, ჰაილაითერი ანიჭებს. ასე კანს განაახლებთ და რამდენიმე წელს მოაკლებთ. ბუნებრივი ეფექტისთვის საშუალო ზომის და ბრტყელი ფორმის ნატურალური ფუნჯი გამოიყენეთ. რუმიანა სახეს აახალგაზრდავებს ან, პირიქით, უფრო ზრდასრულ იერს ანიჭებს. ყველაფერი ფერზეა დამოკიდებული. ღია ფერი აახალგაზრდავებს, უფრო მუქი აბერებს. ამავდროულად, ყვრიმალების გამოკვეთა მხოლოდ მუქ რუმიანას შეუძლია. რუმიანის წასასმელად დიდი რბილი და მრგვალი ნატურალური ფუნჯი გამოიყენეთ.

რომელი ფუნჯებით გავიკეთოთ მაკიაჟი – გამოხატული ხედვის მისაღებად ჩრდილები გამოიყენეთ. სწორად შერჩეული ფერების გამით თვალის ფერს წარმოუდგენელ სიღრმეს და მგრძნობელობას მიანიჭებთ. თვალი ხომ სულის სარკეა, ხოლო ქალის სული უსაზღვროა, როგორც ოკეანე. ჩრდილების წასასმელად რამდენიმე ფუნჯი გჭირდებათ. ერთი ფუნჯი საჭიროა ბაზისთვის, აქ ნეილონის აპლიკატორი გამოგადგებათ. ჩრდილების ჩასაშლელად ნატურალური ფუნჯი დაგჭირდებათ. მსუბუქი დეტალებისთვის გამოიყენეთ ძალიან თხელი ფუნჯი გრძელი სინთეტიკური ბეწვით. თუ ისრების გაკეთება გიყვართ, სუფთად და სწორად წასასმელად სპეციალური ფუნჯი დაგჭირდებათ. ძალიან თხელი, დახრილი ბოლოთი და გრძელი ბეწვით. როგორც წესი, ასეთი ფუნჯისთვის სინთეტიკური ბეწვი გამოიყენება.

შეღებილი წარბები სახეს უფრო გამოხატულს ხდის. წარბის მსუბუქი მოხრილობა თითქოს მთელ სამყაროს იწვევს. ბუნებრივად მოსახატად სპეციალური ჯაგრისი და ფუნჯი გამოიყენეთ: თხელი და მოკლე. ასე ცალკეული თმის დახატვას და მცირე დეფექტების დამალვას შეძლებთ.

მაკიაჟის ფუნჯების მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის. კანზე უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ, ფუნჯები პერიოდულად გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფუნჯების ბეწვი ძალიან თხელია და შეიძლება დეფორმირდეს. ფუნჯები დახურულ ფუტლიარში შეინახეთ, რომ მათზე მტვრის და ბაქტერიების დადებას თავი აარიდოთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევებით მაკიაჟისთვის ფუნჯების სწორად შერჩევას და გამოყენებას შეძლებთ, რომ განუმეორებელი სტილი და კარგი განწყობა შეიქმნათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს