არ გარეცხოთ ერთად საცვლები და ტანსაცმელი. თავი აარიდეთ სულელურ შეცდომებს

1707

საცვლების რეცხვა განსაკუთრებული პროცესია, რომელსაც ბევრი სერიოზულად არ ეკიდება. ხშირად საცვლებს და ტანსაცმელს დოლურაში ერთად ვათავსებთ. ამის გაკეთება დაუშვებელია. გიამბობთ, რა შეცდომებს ვუშვებთ თეთრეულის რეცხვისას და როგორ გამოვასწოროთ. Vivien სასარგებლო და ღირებულ გამოცდილებას გიზიარებთ.

საცვლების რეცხვა – ნივთების არასწორად დახარისხება გავრცელებული შეცდომაა. ნივთების დახარისხება ძალიან მნიშვნელოვანია. დელიკატური საცვლების სხვა ნივთებთან ერთად გარეცხვა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცალ–ცალკე გარეცხვაც არ ღირს. ასე მხოლოდ წყალს და დენს დახარჯავთ. თუმცა შესაფერის ნივთებთან ერთად უნდა გარეცხოთ.

თუ ბამბის საცვლები გაქვთ, დანარჩენი ნივთებიც ბამბის უნდა იყოს. მასიური და მძიმე ნივთები არ უნდა იყოს. საცვლები ძალიან დეკორირებულ ტანსაცმელთან ერთად არ გარეცხოთ. ასე ქსოვილი ან საცვლების რეზინი შეიძლება დაზიანდეს. საცვლებთან ერთად ძალიან ჭუჭყიანი ნივთებიც არ უნდა გარეცხოთ. თუ რეცხვის ტემპერატურა საკმარისი არაა, საცვალზე მიკრობები შეიძლება დარჩეს.

გარეცხვამდე სარეცხი ქსოვილის, ფერის და რეცხვის ტემპერატურის მიხედვით დაახარისხეთ. შემდეგ სხვა მსგავს ნივთებთან ერთად წესების დაცვით გარეცხეთ. ბამბის საცვლები 60 გრადუსზე შეგიძლიათ გარეცხოთ. ეს რეჟიმი ბევრი სხვა ნივთისთვის შესაფერისია. თუმცა ყოველთვის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა აუცილებელი არაა. ყველა მიკრობი, თუნდაც ის, რომელიც ქვედა საცვალზეა, 30 გრადუსზეც შესანიშნავად ქრება. თანამედროვე ფხვნილები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მიკრობებს დაბალ ტემპერატურაზეც ანადგურებს.

ბიუსჰალტერის რეცხვა – აქაც გარკვეული წესები არსებობს. ზოგი თვლის, რომ ბიუსჰალტერი სხვა ნივთებთან დოლურაში შეგიძლიათ მოათავსოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის ასე არაა. ბიუსჰალტერი უმჯობესია ხელით გარეცხოთ, რადგან მანქანით რეცხვისაც მისი რკინები შეიძლება გაიღუნოს. გარეგნული დამცავი ფენაც შეიძლება დაზიანდეს, ლითონი დაჟანგდეს და ლაქები დარჩეს. იგივე ეხება თხელი ქსოვილის გამჭვირვალე ბიუსჰალტერებს და ბიუსჰალტერებს აქსესუარებით. მათი ადგილი სარეცხ მანქანაში არაა. გირჩევთ, ტაშტი ცივი წყლით აავსოთ, რბილი სარეცხი საშუალება დაუმატოთ და ბიუსჰალტერი ჩაალბოთ. რამდენიმე წუთში ცივი წყალი გაავლეთ, შემდეგ სუფთა ჰაერზე გააშრეთ. გამძლე ბიუსჰალტერი სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გარეცხოთ. გარეცხვამდე ყველა შესაკრავი შეკარით, სპეციალურ სარეცხ ტომარაში მოათავსეთ და შემდეგ სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ.

თეთრეულის კონდიციონერი – კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს. ყოველი რეცხვისას კონდიციონერის დამატებას მიჩვეული ვართ, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. ნებისმიერი კონდიციონერი შეიცავს არომატულ ნივთიერებას, რომელსაც დელიკატურ ზონებში კანის გაღიზიანება შეუძლია. რა თქმა უნდა, უფრო ნატურალური ბალზამი შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგრამ შემადგენლობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მგონი განვიხილეთ ყველა შეცდომა, რომლის დაშვებაც შეიძლება. ქვედა საცვლების რეცხვა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ვიმედოვნებთ, ყველა შეცდომის თავიდან აცილებას შეძლებთ. წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს