წინასწარ ვემზადები ძლიერი სარკისებრი თარიღისთვის 23.03.2023, რომ არაფერი გამომრჩეს

1082

ნათელმხილველი ალექსანდრე ჟარკოვი თვლის, რომ 2023 წლის 23 მარტს ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება როგორც კარგ, ასევე ცუდ მხარეს. ყველაფერში დამნაშავეა ციფრების განსაკუთრებული კომბინაცია, რაც მას გაზაფხულის სარკისებრი თარიღად აქცევს. Vivien გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს წარმატების კუდით დაჭერა შეძლოთ.

გაზაფხული ჩემი ფავორიტი სეზონია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სიცივე და ყინვა მძულს. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის თბილი საღამოები სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას ჰგავს. ამ პერიოდში რაღაც ახლის კეთების სურვილი ჩნდება. კარგი ამინდი ადრე გაღვიძების და საინტერესო საქმის კეთების მოტივაციას გვაძლევს. როგორც ცნობილია, სარკისებრი თარიღები ამ მიზნით საუკეთესოა. თუ დიდი ხანია გსურთ, რომ ყოველდღიურ რუტინას რაღაც ახალი შემატოთ, 23 მარტი იდეალური დღეა. ეს შეიძლება იყოს დილის იოგა ან აუზზე წასვლა. ასევე სისტემატური კითხვის დაწყება, თუნდაც ცოტ–ცოტა.

23 მარტს ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ. იდეალური დღეა, რომ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმოთ ან გარიგება დადოთ, რომელიც სასიამოვნო შემოსავალს მოგიტანთ. 23 მარტს მსხვილი შენაძენი, იქნება ეს ბინა თუ მანქანა, დაუფიქრებლად შეიძინეთ. წარმატება თქვენს მხარესაა. სარკისებრი თარიღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შესაფერისია. თუ დიდი ხანია ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლაზე, ამ დღეს თამამად გააკეთეთ. იგივე პირად ურთიერთობებს ეხება. ოდესღაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება შეწყვიტოთ ან, პირიქით, 23 მარტს შეხვდეთ. კარგი მიზეზია, რომ საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვოთ.

რა ძალა აქვს სარკისებრ თარიღს – ეზოთერიკოსები და ნუმეროლოგები ამბობენ, რომ სარკისებრ თარიღებს განსაკუთრებული ძალა აქვს. თუმცა წარმატება თავისით არ მოვა. ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და მიზანი დაისახოთ. ვიცნობ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაში განახლება სწორედ გაზაფხულზე იწყება. თუ არ დაფიქრებულხართ, რა გსურთ 2023 წელს, ახლა ამის დროა. 23 მარტს ადრე გაიღვიძეთ, საწოლში დიდხანს არ იკოტრიალოთ. ნოყიერი საუზმე მოიმზადეთ, ფანჯარასთან დაჯექით (იმედია, მზიანი ამინდი იქნება) და ქაღალდზე დაწერეთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ. როცა ადამიანს მოქმედების მკაფიო გეგმა აქვს, წინსვლის მეტი მოტივაცია უჩნდება. მადლიერების დღიური იქონიეთ. ჩაწერეთ ყველაფერი კარგი, რაც ამ დღეს გადაგხდებათ. ჩაწერეთ, ვისი და რისთვის ხართ მადლიერი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წვრილმანი, მაგრამ მნიშვნელოვანია!

ამ დღეს სურვილი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ბევრი სარკისებრ თარიღებს სწორედ ამისთვის ელოდება. საღამოს დაელოდეთ და ეს სწორედ 23:03 საათზე გააკეთეთ. შემდეგ უბრალოდ დაწექით, ამ ოცნებაზე ფიქრებით დაიძინეთ. მთავარია, რომ სურვილი ხმამაღლა თქვათ, რომ სამყარომ მოგისმინოთ. ასევე სურვილი ფურცელზე 23–ჯერ შეგიძლიათ ჩამოწეროთ, შემდეგ 23 ნაწილად დაყოთ და თითოეული ბინის სხვადასხვა კუთხეში შეინახოთ. ერთი ბალიშის ქვეშ აუცილებლად დადეთ. დილით ყველა ნაწილი შეაგროვეთ და დაწვით. ერთგვარი რიტუალი გამოვა. მეტი ეფექტისთვის საყვარელი მუსიკა ჩართეთ და არომატული სანთლები აანთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს