საბერძნეთში ყაბაყის ყვავილების ფარშით დატენა მასწავლეს. დღეებს ვითვლი, სანამ ყაბაყი აყვავილდება

276

ყაბაყი გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულია, ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს. პატარა ბავშვს ყაბაყის ფაფა უშიშრად შეგიძლიათ მისცეთ. არა მხოლოდ ბოსტნეული, არამედ მისი ყვავილიც შეგიძლიათ მიირთვათ. ყაბაყის, პატისონის და გოგრის ყვავილების ჭამა შეიძლება. Vivien ყაბაყის ყვავილებიდან ორიგინალური კერძების მომზადებას გასწავლით.

ყაბაყი მაისში ითესება და ერთ თვეში უკვე ყვავილობს. ყვავილს დააკვირდით, ფუჭყვავილა გამოავლინეთ და დაკრიფეთ. როგორ განასხვავოთ? თუ ყვავილის ქვეშ ციცქნა ყაბაყს დაინახავთ, მასზე ნაყოფი გაიზრდება და ხელი არ ახლოთ. ფუჭყვავილს ნასკვი არ აქვს, მისი ღერო თხელია და ნაყოფს არ იძლევა. ასეთი სილამაზე შეგიძლიათ დაკრიფოთ და გემრიელი კერძი მოამზადოთ. ყვავილები დილით შეაგროვეთ. ზოგიერთ ქვეყანაში მას სუპერმარკეტის დახლებსა და ბაზრობებზეც იპოვით, იმდენად პოპულარულია. დაკრეფილი ყვავილები დიდხანს ვერ ძლებს, ამიტომ იმავე დღესვე გამოიყენეთ.

ყაბაყის ყვავილების კერძი იტალიური რეცეპტით  – ყაბაყის ყვავილები შეგიძლიათ კლიარში შეწვათ, მობრაწოთ ან ფარშით გაავსოთ. პირველ რიგში, ყვავილები კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, ბუტკო და მტვერი მოაშორეთ. კლიარში ამოვლებული ყაბაყის ყვავილები და ხაჭოს კომბინაცია იდეალურია, რომ ეს პროდუქტი გაიცნოთ და შეიყვაროთ.

ინგრედიენტები:

  • 20 ყაბაყის ყვავილი
  • 1 ჭიქა ცივი მინერალური წყალი
  • 1 კვერცხი
  • 5 ს/კ ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 200 გ ცხიმიანი ხაჭო
  • 1 ხახვი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ პესტოს სოუსი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კლიარის მოსამზადებლად კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა წყალი და ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნიორი, კურკუმა და მარილი დაუმატეთ. დარჩენილი წყალი ჩაასხით. ათქვიფეთ და მაცივარში შეინახეთ.
  2. ხაჭო და პესტო აურიეთ. დაჭრილი ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე ზეთში შეწვით და ხაჭოს დაუმატეთ. აურიეთ და საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ.
  3. ყაბაყის ყვავილები ხაჭოს მასით გაავსეთ. ღრმა ტაფაში ზეთი გააცხელეთ. ყვავილები კლიარში ამოავლეთ და თითო მხრიდან თითო წუთით შეწვით. შემწვარი ყვავილები ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად ქაღალდზე დააწყვეთ.

ყაბაყის ყვავილების კერძი ბერძნული რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 25 ყაბაყის ყვავილი
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 2 პატარა პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი (ცერეცო, ოხრახუში, პიტნა)
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • არაჟანი ან ბერძნული იოგურტი სოუსისთვის

მომზადების წესი:

  1. შიგთავსის მომზადებით დაიწყეთ. ბრინჯი გარეცხეთ, წყალი დაასხით, აადუღეთ და გამორთეთ. პომიდორი გათალეთ და დაჭერით. დაჭრილი ხახვი ზეითუნის ზეთში შეწვით, პომიდორი დაუმატეთ და 7 წუთით სუსტ ცეცხლზე ჩაშუშეთ. ბრინჯი გადაწურეთ და ხახვსა და პომიდორს დაუმატეთ.
  2. მწვანილი დაჭერით და ტაფაში შიგთავსს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გვერდზე გადადეთ, რომ გაგრილდეს.
  3. ყაბაყის ყვავილები შიგთავსით გაავსეთ და ფურცლების კიდეები შეკარით. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე ერთ რიგად ჩააწყვეთ. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით ისე, რომ ყვავილის ნახევრამდე არ აღწევდეს.
  4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და 30 წუთით აცხვეთ. წყლის აორთქლებას დაელოდეთ და კერძი გამოიღეთ. ამ კერძს არაჟნის ან წიწიბურის იოგურტის სოუსი იდეალურად უხდება.

ორიგინალური კერძები მოამზადეთ და ოჯახის წევრები გააოცეთ. თქვენი ფავორიტი და სუფრის ხშირი სტუმარი გახდება.