თუ ადამიანი გიყვარს, მის სიზარმაცეშიც ცუდს ვერაფერს ხედავ. თითოეულს აქვს თავისი უნიკალური სიზარმაცე, რომელიც სიხარულს ანიჭებს. სიზარმაცე პროგრესს ბიძგს აძლევს. სამყარო ბევრი გამოგონების გარეშე დარჩებოდა, ადამიანს ცხოვრების გამარტივება რომ არ ესურვა. და მაინც, ზედმეტი არაფერია კარგი, მათ შორის სიზარმაცე. ასტროლოგების თქმით, სიზარმაცეზე ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს. Vivien ზარმაცი ნიშნების რეიტინგს გთავაზობთ. ნახეთ, სად ხართ თქვენი ნიშნის მიხედვით სიაში.
- მე–12 ადგილი: კირჩხიბი – ძალიან ზარმაცია, მაგრამ თავისი სიზარმაცის რცხვენია და თავს უხერხულად გრძნობს. ცდილობს, ხალხს არ დაანახოს, რამდენად ზარმაცია, ამიტომ სულ რაღაცის გაკეთებას ცდილობს. ასე სინდისი აღარ აწუხებს.
- მე–11 ადგილი: თხის რქა – გონიერი ადამიანია. თუ დივანზე წამოწვა, იცოდეთ, რომ ძალიან დაიღალა. მისი თქმით, ეს ნებისმიერი პრობლემისადმი გონივრული მიდგომაა. დასვენებაზე მანამ არ ფიქრობს, სანამ არ დაიღლება. ხოლო არ იღლება, სანამ ყველაფერს არ გააკეთებს. როგორც კი, ყველაფერს მორჩება, თავს დასვენების და არაფრის კეთების უფლებას აძლევს.
- მე–10 ადგილი: ვერძი – ძალიან უნდა, რომ არაფერი გააკეთოს, მაგრამ მის სახლში მაჩვზღარბების მთელი ოჯახი ცხოვრობს. საკმარისია, დივანზე წამოწვეს, რომ მაჩვზღარბები გამოდიან და ყველაფერს რევენ. ვერძს ადგომა და მოქმედება უწევს. დიდად არ მოსწონს, რომ ასეთი აქტიურია, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია.
- მე–9 ადგილი: მშვილდოსანი – მისთვის სიზარმაცე უცხო ცნებაა. ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გაჩერდეს ერთ ადგილას წიგნით ხელში. მას ხომ ამ დროის უფრო სასარგებლოდ გამოყენება შეუძლია. არ ესმის ადამიანების, რომლებიც არაფერს აკეთებენ.
- მე–8 ადგილი: ტყუპები – ტყუპებს ბევრი ქვეპიროვნება აქვს და სიზარმაცე ერთ–ერთი მათგანია, რომელიც ლიდერობაზე პრეტენზიას სიზარმაცის გამო არ გამოთქვამს. მას სხვა პიროვნებების დამარცხება ეზარება, ამიტომ თავს მხოლოდ მაშინ ავლენს, როცა სხვა არაფერია გასაკეთებელი.
- მე–7 ადგილი: მორიელი – ამბობს, რომ სიზარმაცე ეზარება, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ ეშინია, რომ უსაქმოდ ყოფნისას საკუთარ თავში კირკიტს დაიწყებს და მისთვის უცნობ ადგილებს აღმოაჩენს. ვინ იცის, სადამდე მიიყვანს ეს.
- მე–6 ადგილი: სასწორი – ამ ნიშანს ყველა საკითხი გაანალიზებას და დაფიქრებას აიძულებს, ხოლო სიზარმაცეში დაუფიქრებლად ეშვება. მის ცხოვრებაში საქმესა და სიზარმაცეს შორის იდეალური ბალანსია.
- მე-5 ადგილი: მერწყული – მერწყული თვლის, რომ სიზარმაცე არა ნაკლი, არამედ ღირსებაა. ეს რომ არა, უკვე სამყაროს მმართველი იქნებოდა და აპოკალიფსს მოახდენდა. სიზარმაცის გამო მხოლოდ მცირე უწესრიგობას ჯერდება.
- მე-4 ადგილი: ქალწული – სხვების თვალში დაუღალავი ფუტკარია, არადა სიზარმაცის საოცარ თვისებებს ფლობს. უცნობია, როგორ მოახერხა შრომისმოყვარის ტიტულის მოპოვება. სინამდვილეში, ზარმაცების რეიტინგში პირველობას იმსახურებს.
- მე-3 ადგილი: ლომი – ლომისთვის, როგორც მეფისთვის, ბევრი საქმე შეუფერებელია. თავად ასე ამბობს. ნებისმიერი შრომა, თუნდაც სახლის დალაგება ან ანგარიშის მომზადება, არ შეეფერება. მუშაობაც ეზარება, ეს სამეფო საქმე არაა.
- მე-2 ადგილი: კურო – კურო ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიზარმაცეში დახვეწილი გემოვნებით ეფლობა. სინდისი ერთი წამითაც არ აწუხებს, რომ არაფერს აკეთებს და ზარმაცობს.
- 1–ელი ადგილი: თევზები – დამსახურებული პირველობა. ყველაფერი ეზარება საქმიანობის იმიტაციის გარდა. ამასაც მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა გონებრივი საქმიანობა ბეზრდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს