აირჩიეთ ცა და გეტყვით, ცხოვრებაში გამარჯვებული ხართ თუ არა

790

თითოეული პიროვნება ფლობს თვისებების ნაკრებს, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. თუმცა ყველა საკუთარ თავს, ხასიათს, ამა თუ იმ სიტუაციაში საკუთარ ქცევას კარგად არ იცნობს. საკუთარი თავის გაგება ბევრ პროცესს ამარტივებს და გასაგებს ხდის. Vivien გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც თქვენი ხასიათის უკეთ გამოვლენაში დაგეხმარებათ. ასე ბევრ კითხვაზე პასუხებს სწრაფად მიიღებთ. მოცემულ სურათს დააკვირდით და აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდით. ექვსივე გამოსახულება გაანალიზეთ, რომ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოთ.

ტესტის გაშიფვრა

  1. პირველ ვარიანტს ყოველი მეათე გამოკითხული ირჩევს. ეს გულწრფელი ადამიანის არჩევანია, რომელიც პირფერობას და ტყუილს ვერ იტანს. სინდისს ყოველთვის უსმენთ. ყველა საქმეს ისე აკეთებთ, რომ შედეგის არ შეგრცხვეთ. კრიტიკის მიღება გიჭირთ, ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ხალხი ტკივილს გაყენებთ, მაგრამ მაინც კეთილი და მგრძნობიარე რჩებით. ეს კარგია!
  2. მეორე ცას გამოკითხულთა თითქმის 25% ირჩევს. კონფლიქტს თავს არიდებთ, კომპრომისზე მიდიხართ და მოლაპარაკებას აღწევთ. ხალხთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. იცით კომპლიმენტების თქმა და შექება, როცა ადამიანი ამას იმსახურებს. საკმარისად თბილი, გულუხვი და კეთილისმსურველი ხართ.
  3. მესამე ვარიანტს მხოლოდ ყოველი მე-19 გამოკითხული ირჩევს. ეს სპონტანური ხალხის არჩევანია. ემოციებით ხელმძღვანელობთ, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად იღებთ. ენერგიით და უკეთესის რწმენით სავსე ხართ. ასეთი ადამიანი ყოველთვის სხვებს იზიდავს, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
  4. მეოთხე ცას გამოკითხულთა 5% ირჩევს. ეს ცნობისმოყვარე ადამიანის არჩევანია, რომელიც ნაცად გზებს გაურბის. რუტინა არ გიზიდავთ. საკუთარ გზას ეძებთ, საკუთარ ინტერესებს მისდევთ. კომპანიაში თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ ხშირად მარტო ყოფნა გირჩევნიათ.
  5. ქარიშხლიან ცას გამოკითხულთა 10% ირჩევს. ემოციების გაკონტროლება შეგიძლიათ. სხვების გრძნობები კარგად გესმით. ყველაფრის სხვა კუთხიდან დანახვა შეგიძლიათ და ამჩნევთ იმას, რაც უცხო თვალისგან დამალულია.
  6. ბოლო ვარიანტს გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ირჩევს. ეს თავისუფლების მოყვარე ხალხის არჩევანია, რომელიც მზადაა საკუთარი აზრი დაიცვას, თუმცა კონფლიქტი არ მოსწონს. თქვენთვის მთავარია, რომ საკუთარ უარყოფით ფიქრების წარმატებით შეეწინააღმდეგოთ. ასე ვერავინ დაგამარცხებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს