დედამთილი წუწუნებდა, რომ ნაყიდ ორცხობილებზე ფულს ვხარჯავ, არადა თავად ვაცხობ

245

თითქოს ჩემს კულინარიულ წიგნში ცომეულის ბევრი გამოცდილი რეცეპტია, მაგრამ სულ რაღაც ახლის გამოცდა მსურს. ამჯერად უკრაინელი მზარეულის ლილია ცვიტის ბლოგს გადავხედე. გვასწავლის, როგორ გავაკეთოთ საოცარი ორცხობილა მურაბით. ამ დესერტის მალე მომზადებას გირჩევთ.

ორცხობილა მურაბით – ფხვიერი ორცხობილა მარტივად მზადდება. რეცეპტში გამოიყენება არა მხოლოდ კარაქი, არამედ ცხიმიანი არაჟანი, რომლის ხარჯზე ცომის ტექსტურა უფრო ნაზი ხდება. მზა ცომეული მორთულად გამოიყურება. ასეთი ორცხობილა მურაბით სტუმრებს თამამად შეგიძლიათ მიართვათ. ისინი დააფასებენ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კარაქი
  • 50 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 1 კვერცხი
  • 260 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ მურაბა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ მანანის ბურღული

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, რბილი კარაქი, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ. მიქსერი გამოიყენეთ. თუ არ გაქვთ, სათქვეფით ან ჩანგლით თამამად ჩაანაცვლეთ. ასე მეტ დროს დახარჯავთ. შედეგად, შაქარი გაიხსნება, ხოლო მასა ფაფუკი და თეთრი გახდება.
  2. მასას ოთახის ტემპერატურის კვერცხი დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ. შემდეგ  არაჟანი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. გაცრილი ფქვილის ნახევარი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სპატულით აურიეთ, შემდეგ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი ხელით მოზილეთ, სანამ ხელზე აღარ მიგეწებებათ. რბილი და ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ.
  4. მზა ცომი 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. წინასწარ სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. გაბრტყელებული ცომი 5×5 სმ ზომის კვადრატებად დაყავით. ცომის არათანაბარი ნაწილები ისევ დააგუნდავეთ და გააბრტყელეთ, რომ მსგავსი ფირფიტა მიიღოთ.
  5. თითოეული კვადრატი ისე გადაკეცეთ, რომ ერთი კიდე მეორეზე გრძელი იყოს. მიღებულ სამკუთხედს ფართო მხრიდან ოდნავ დააჭერით, შემდეგ ფართო კუთხის კიდები კარგად შეკარით, რომ ცხობისას არ დაიშალოს. ფურცლის მსგავსი ორცხობილა უნდა გამოვიდეს. შიგნით მურაბისთვის თითით ჩაღრმავება გააკეთეთ.
  6. თითოეულ ფურცელში ცოტა მურაბისა და მანანის ბურღულის ნარევი ჩადეთ. მანანის ბურღულის წყალობით მურაბა არ ჩამოწვეთავს, ამიტომ ეს ეტაპი არ გამოტოვოთ. ახლა პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. დისტნაცია – 1,5 სმ. ცხობისას მოცულობაში გაიზრდება.
  7. ორცხობილები 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. კარგად უნდა შეწითლდეს. მზა დესერტს შაქრის ფხვნილი სურვილისამებრ მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.