ბრიტანული სამზარეულოს კერძები, რომლის ყოველდღე ჭამას ისურვებთ

651

გასტროტურების მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ ინგლისში დახვეწილ კერძებს ვერ მიირთმევენ. ბრიტანული სამზარეულო ეგზოტიკური კერძებით არასოდეს გამოირჩეოდა. ნოყიერება და მომზადების სიმარტივე მისი თემაა. თუმცა მრავალფეროვნებით გაგაოცებთ, რადგან ბევრი ქვესახეობისგან შედგება. Vivien ბრიტანული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს გაგაცნობთ.

ბრიტანული სამზარეულო – ინგლისში მიღებულია ნოყიერად საუზმობა, რომელიც მოუმზადებელი ადამიანისთვის შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს. ჩვეულებრივ, საუზმეში შედის შვრიის ფაფა ნაღებით, შებრაწული სოსისი ბეკონით, ლობიო პომიდვრის სოუსში და ტოსტი. ბოლოს ყავას ან წვენს აყოლებენ. იმდენად ნოყიერია, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში მთელი დღე მხოლოდ მას ამზადებენ. თუ შუადღეს „ინგლისურ საუზმეს“ შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. მშიერი ნამდვილად არ დარჩებით. ბრიტანელები აპერეტივად არომატულ ჩაის იყენებენ. ჩაის ტრადიციები ესმით და ხელოვანი ადამიანის გაოცებაც შეუძლიათ. 17 საათს დაელოდეთ და ჩაის წვეულებას დაესწარით. დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

ბრიტანული სამზარეულოს პოპულარული კერძები

  • ბიფ ველინგტონი. ცომში გამომცხვარი ძროხის ხორცი სოკოთი. ხრაშუნა, მოწითალო ქერქი მიმზიდველად გამოიყურება, ხოლო წვნიანი ძროხის ხორცის ნაჭერი არომატულ სოკოსთან ერთად არც ერთ გურმანს გულგრილს არ დატოვებს.
  • მწყემსის პეროგი. დიდი ბრიტანეთის რესტორნების და კაფეების პოპულარული კერძი. არ გაგიკვირდეთ, თუ ოფიციანტი მოგიტანთ კარტოფილის მობრაწულას ხორცის ფარშით, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ სახლში მოამზადეთ. მწყემსის პეროგი იგივე ძროხის ან ცხვრის ფარშის მობრაწულაა, რომელიც კარტოფილის პიურეთი დაფარულია. გემო განსხვავდება, მაგრამ რეცეპტი მსგავსია. მარტივად შეგიძლიათ გაიმეოროთ. შიგთავსით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მაგალითად, ცხვრის, ღორის, ქათმის ხორცი ან სოკო გამოიყენეთ.
  • როსტბიფი. მარმარილოს ძროხის ფილე, რომელსაც შემწვარი ქერქი და შიგნით ნაზი ხორცი აქვს. ადრე ნახშირზე ამზადებდნენ, ახლა ცხელ ტაფაზე სწრაფად წვავენ, შემდეგ რამდენიმე წუთით გახურებულ ღუმელში აცხობენ, რომ საჭირო მდგომარეობას მიაღწიოს. არ შეგეშინდეთ, თუ ხორცი შიგნიდან უმი მოგეჩვენათ, ასე უნდა იყოს.
  • თევზი ჩიფსით. კლიარში შემწვარი თევზი და ყველასთვის ცნობილი კარტოფილის ფრია. ჩვეულებრივ, გარნირად ბარდა ან ბარდის პიურე, კიტრის მწნილი ან ლობიო პომიდვრის სოუსში გამოაქვთ. ერთი შეხედვით, უჩვეულო არაა, მაგრამ თევზის გემო შთამბეჭდავია. ეს არ არის გაყინული ხეკი, არამედ ახალი ვირთევზის, კამბალის, მერლანგის ან პიქშას ფილე, რომელიც შიგნით ნაზი და წვნიანი რჩება.

ბრიტანული სამზარეულოს სხვა ცნობილი კერძები

  • იორკშირის შავი პუდინგი ბრიტანელებს ძალიან მოსწონთ. თუ სისხლიანი ძეხვი გიყვართ, ეს დელიკატესი აუცილებლად გასინჯეთ. თუ მსგავსი საჭმელი მოგწონთ, სადილის გარეშე არ დარჩებით.
  • კორნუოლური ღვეზელი. ფხვიერი ცომის კერძი ძროხის ხორცით და ბოსტნეულით. შიგნით წვრილად დაჭრილი ხორცი, კარტოფილი, ხახვი და სტაფილო, ასევე სანელებლები დახვდებათ. არომატული, ნოყიერი და სახლურია. ადრე შიგთავსად თალგამს და თავგამურას იყენებდნენ, მაგრამ კარტოფილმა წყლიან კონკურენტებს აჯობა. ასე ნამდვილად ბევრად გემრიელია.
  • ჰაგისი. შავი პუდინგის მსგავსი. ესაა ცხვრის კუჭი, რომელიც ამავე ცხოველის ფარშირებული შიგნეულით, დაჭრილი ხახვით და სანელებლებით ივსება. თუ ღვიძლი გიყვართ, მოგეწონებათ.

ბრიტანული სამზარეულო რაღაცით სახლურს ჰგავს. შესაძლოა, ჩვენმა დიასახლისებმა „საფირმო“ რეცეპტები მათგან ისესხეს და ახლა ოჯახის წევრებს გემრიელად და ნოყიერად კვებავენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს