კომბოსტოს სალათი კანადურად. კომბოსტოს მწნილზე 100–ჯერ უკეთესია

382

მეგობარმა დარეკა თბილისიდან. მშობლების მონახულება გადაწყვიტეს და ჩვენთანაც შემოივლიან. გაგვიხარდა და ავფუსფუსდით. ჩაიზე მისაყოლებლად ბლინები დავაცხვე, სოკო და კარტოფილი გამოვაცხვე. კომბოსტოს მწნილი დამიმთავრდა. წინა დღეს ახალი კომბოსტო მომიტანეს, რომ გაზაფხულამდე რამდენიმე ქილა გავაკეთო. მაგრამ სტუმრები მალე მოვლენ. როგორ მოვიქცე? გამახსენდა კომბოსტოს სალათის რეცეპტი, სწრაფად მოვამზადე და კარგი გამოვიდა. მოულოდნელმა სტუმრებმა შემაქეს: გამომცხვარი კარტოფილთან ერთად მარტივია, ნოყიერი და მსუბუქი.

კომბოსტოს სალათი

ინგრედიენტები:

  • 1 თავი თეთრი კომბოსტო (საშუალო ზომა)
  • 2–3 სტაფილო
  • 1 დიდი ყვითელი ან წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 დიდი ხახვი
  • 100-125 მლ წყალი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი
  • 125-150 მლ ვაშლის ძმარი (5-6%)
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო წვნიანი უნდა იყოს, რომ სალათი უხეში არ გამოვიდეს. ჯერ ბოსტნეულს მიხედეთ. კომბოსტო წვრილად დაჭერით, სტაფილო მსხვილად გახეხეთ, წიწაკა თხელ ზოლებად, ხოლო ხახვი პატარა კუბებად დაჭერით.
  2. მომზადებული ბოსტნეული ღრმა თასში ან ქვაბში მოათავსეთ და ხელით კარგად აურიეთ. წვენი უნდა გამოვიდეს.
  3. შემდეგ მარილწყალი მოამზადეთ. წყალი, შაქარი და მარილი აურიეთ. ცეცხლზე დადგით. როცა ხსნარი ადუღდება, ძმარი დაუმატეთ.
  4. ბოსტნეულს ცხელი მარილწყალი დაასხით და კარგად აურიეთ. გაგრილებულ სალათს რამდენიმე სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი გემოვნებით დაუმატეთ. კერძი პიკანტური და სასარგებლო გამოვა, თუ 1–2 კბილ ნიორს დაუმატებთ. თუმცა მის გარეშეც გემრიელია. ჭამა მაშინვე შეიძლება.

კომბოსტოს სარგებელი – გვირჩევენ, რომ კომბოსტოს სალათი მთელი წელი მოვამზადოთ. ეს ბოსტნეული ვიტამინების და მინერალების საწყობია. შეიცავს 16 თავისუფალ ამინომჟავას, რომელთა შორისაა ტრიპტოფანი, ლიზინი, მეთიონინს. კომბოსტო მდიდარია A, B 1, B 6, C, P, K ვიტამინებით, კალიუმის და ფოსფორის მარილებით, ფიტონციდებით და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით.

ეს ყველაფერი ხსნის, რატომ არის პოპულარული საკვები და ხალხურ მედიცინაში. მას იყენებენ ავიტამინოზის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლის, პოდაგრის, ხველის დროს. კომბოსტოში შემავალი ტარტრონული მჟავა მოხდენილი ფორმების შენარჩუნებაში გვეხმარება. პითაგორა ირწმუნებოდა, რომ „კომბოსტო მხნეობას, კარგ განწყობას, სულიერ სიმშვიდეს ხელს უწყობს“. ანტიკური ექიმები თვლიან, რომ კომბოსტო უძილობას აქრობს. ზომიერება ყველაფერში კარგია. ვიტამინებით მდიდარი სალათი ძმარს შეიცავს, ანუ ხშირად არ უნდა მიირთვათ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება.