ადრე, თუ გოგონა მოდელობაზე ოცნებობდა, 90-60-90-ის პარამეტრები უნდა ჰქონოდა. დღეს სილამაზის სტანდარტები შეიცვალა. ყველაზე ფუმფულა ფორმების გოგოც მოდური ჟურნალების გარეკანზე შეიძლება გამოჩნდეს. ამაში დარწმუნდა ცნობილი ამერიკელი მოდელი ტესი ჰოლიდეი. ქალი 155 კგ–ს იწონის, მაგრამ ეს ტანზე მომდგარი სამოსის ჩაცმაში, ღია ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღებაში და საკუთარი თავის შეყვარებაში ხელს არ უშლის. Vivien ამ უჩვეულო ქალის შესახებ გიამბობთ.
ფუმფულა ფორმები – 37 წლის ტესი ჰოლიდეის მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მშობლები განქორწინდნენ, როცა გოგონა ახალდაბადებული იყო. დედასთან ერთად საცხოვრებლად ერთი ქალაქიდან მეორეში ხშირად გადადიოდა. როცა დედას ახალი პოტენციური საქმრო გამოუჩნდა, აღმოჩნდა, რომ არანორმალური იყო. დედა დაჭრა. ამის გამო სამუდამოდ ეტლს მიეჯაჭვა. თანატოლები ტესის ჭარბი წონის და შშმ დედის გამო დასცინოდნენ. გოგონა ტრაილერში ცხოვრობდა, რაც აშშ–ის სტანდარტებით მათხოვრულ ცხოვრებად ითვლება. მომავალმა მოდელმა სკოლა მიატოვა, როცა მხოლოდ 17 წლის იყო. 2 წლით ადრე მოზარდმა გოგონამ მუშაობა დაიწყო, რომ ოჯახს თვიდან თვემდე თავი გაეტანა.
მაშინ 15 წლის ტესიმ პლუს ზომის მოდელებისთვის პირველი კასტინგი გაიარა. აქ უარი უთხრეს, რადგან სიმაღლით და წონით გაფართოებულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. 20 წლისას ვაჟი გააჩინა. კიდევ 5 წლის შემდეგ უკეთესი ცხოვრების საძიებლად ლოს–ანჯელესში გადავიდა. წლების განმავლობაში სხეულის ფორმები იზრდებოდა და ამან ტელევიზიაში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა. მონაწილეობა მიიღო შოუში, სადაც ადამიანები ჭარბ წონას ებრძვიან. შემდეგ სხვადასხვა რეკლამებში მისი მოწვევა დაიწყეს.
მალე რამდენიმე სამოდელო სააგენტომ თანამშრომლობა შესთავაზა. ის გადაიღეს Vogue Italia-სთვის, ასევე თავის პირველ ღია ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო. პარალელურად, ტესი სტომატოლოგიური კლინიკის მიმღებში მუშაობდა. 2014 წელს ტესმა მთელი ცხოვრება სამოდელო ბიზნესს მიუძღვნა. შემდეგ ბრიტანულ სააგენტოსთან Milk Model Management კონტრაქტი გააფორმა და მათი ყველაზე დიდი მოდელი გახდა ამ სიტყვის სრული გაგებით. 165 სმ სიმაღლის ჰოლიდეი 155 კგ–ს იწონის.
მოდელის კარიერა – სარეკლამო კონტრაქტები ერთი მეორეს მოჰყვა. ბევრი ტანსაცმლის, თეთრეულის და საცურაო კოსტიუმის სარეკლამო სახე გახდა. ფაფუკი ფორმები ხელს არ უშლის, რომ ფოტესიის დროს თავი დიდებულად იგრძნოს.
ტესი ჰოლიდეი ჯანსაღი ბოდიპოზიტივის აქტივისტია. სოციალურ ქსელში შექმნა მოძრაობა #effyourbeautystandards. მისი არსი იმაშია, რომ აჩვენოს ქალებს, რომ ზომების მიუხედავად საკუთარი თავის შეყვარება შეუძლიათ. ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაზე საუბრობს ქალურ თავდაჯერებულობაზე და სილამაზის სტანდარტებზე, რომლებიც დიდი ხანია შეიცვალა. მისი თქმით, იყო ლამაზი და მოდური ნებისმიერ წონაში შეიძლება. ღიად აკრიტიკებს ტანსაცმლის და ქვედა საცვლების ცნობილ ბრენდებს, რომლებიც პლუს ზომის ქალებისთვის არ კერავენ. თავის დროს ტესის ქარცეცხლში მოხვდა ცნობილი კომპანია Victoria’s Secret.
ტესი ჰოლიდეის პირადი ცხოვრება – რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ ყველაფერი რთულადაა. თავისი პირველი ვაჟის მამასთან კონტაქტი ძალიან სწრაფად დაკარგა. მოგვიანებით, უკვე ცნობილმა მოდელმა ავსტრალიელ ბიზნესმენთან, ფოტოგრაფთან და მხატვართან ნიკ ჰოლიდეისთან შეხვედრა დაიწყო. შეყვარებულები დაქორწინდნენ და შვილი შეეძინათ, თუმცა ქორწინება მალევე დაიშალა.
ხალხი შეცდომით ფიქრობს, რომ ისეთი ფუმფულა ქალები, როგორიც ტესია, საკუთარ თავზე არ ზრუნავენ და არ ვარჯიშობენ. ასე არაა. ჰოლიდეი კვირაში 4–ჯერ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობს. აუზზე ცურავს და ლაშქრობაზეც დადის. ამავდროულად, კვებას არ ზღუდავს. თვლის, რომ ნებისმიერი სახის დიეტა ორგანიზმს მხოლოდ აზიანებს.