ამჩნევთ, როგორი ჟღურტულით ხვდებიან დილას წივწივები? გაზაფხული ახლოვდება. მანამდე მოდის ყველიერის კვირა და აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე. უკრაინული ტრადიციით, პირველი ბლინი ჩიტებისაა, რომ ზეცაში აიტანონ, როგორც დიასახლისების მადლიერების და გულუხვობის ნიშანი.
აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე – ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბლინები ჩვენი ჩვეული საკვები 30 ათასი წლის წინ გახდა. რა თქმა უნდა, ბლინები ზედმეტად ხმამაღალი სახელია, ეს უფრო იყო გალეტი, რომელსაც ღია ცეცხლზე მწირი ინგრედიენტებით ამზადებდნენ. აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე სხვა საქმეა. ამომავალი მზის თხელი, მოწითალო სიმბოლოები. თხელია, მაგრამ არასდროს იხევა. Vivien ამ რეცეპტით ბლინების მომზადებას გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 10 ს/კ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 3 ს/კ შაქარი
- მწიკვი მარილი
- 50 მლ მდუღარე წყალი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
- კარაქი გემოვნებით
- 1–2 ს/კ საიდუმლო ინგრედიენტი
მომზადების წესი:
- კეფირი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ ოთახის ტემპერატურამდე გათბეს. შემდეგ ფქვილი გაცერით.
- კვერცხი საპონში ან სოდიან ხსნარში (2 ს/კ 1 ლ წყალზე) გარეცხეთ. ღრმა თასში ჩატეხეთ და შაქართან ერთად აქაფებამდე ათქვიფეთ.
- ყურადღება! საიდუმლო ინგრედიენტის დრო მოვიდა. ეს არაყია. ის უნდა დაუმატოთ, რომ მოწითალო ხრაშუნა ქერქი მიიღოთ და ბლინები კარგად გამოცხვეს. ნებისმიერი ცომისთვის გამოგადგებათ. ყველაფერი აორთქლდება, ამიტომ ბავშვებს უშიშრად შეგიძლიათ მისცეთ.
- მარილი და ნახევარი კეფირი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ, მანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ.
- დარჩენილი კეფირი და ძმრით ან ლიმონის წვენით ჩამქრალი სოდა დაუმატეთ. რამდენიმე წუთით აურიეთ, შემდეგ მზესუმზირის ზეთი ჩაასხით და კარგად აურიეთ. ჩაიდანი და ტაფა ცეცხლზე დადგით. ტაფა უნდა გაცხელდეს, ხოლო ცომს ზუსტად გამოცხობამდე მდუღარე წყალი დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ და ბლინების შეწვა დაიწყეთ. კარაქზე შეწვით.
აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე მხოლოდ ამ რეცეპტით გამოდის. ნებისმიერი სოუსი იდეალურად უხდება. მაგალითად, თაფლი, მურაბა, არაჟანი. გემოვნებით აირჩიეთ.
ალბათ, ფიქრობთ, რომ ასეთ ბლინებს შიგთავსს ვერ დაუმატებთ. აჟურული, ანუ ნახვრეტიანია: შიგთავსის ჩადება მოუხერხებელია. გთავაზობთ ბლინების ცომის გამოცდილ რეცეპტს, რომელსაც ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ დაუმატოთ.
ინგრედიენტები:
- 300 გ ფქვილი
- 3 ჭიქა რძე
- 3 კვერცხი
- 1 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 2-3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
- ფქვილი გაცერით, კვერცხი გარეცხეთ. უმი კვერცხი, მარილი და შაქარი აურიეთ, ჭიქანახევარი რძე ჩაასხით, შემდეგ ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი სქელი ცომი მოზილეთ.
- ამაში მიქსერი ან ბლენდერი დაგეხმარებათ. თანდათან მიღებულ ცომში დარჩენილი რძე გააზავეთ. მორევა არ შეწყვიტოთ და ცოტა მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
- ცომი აუცილებლად გააჩერეთ, რამდენჯერმე აურიეთ. მცენარეული ზეთი ცომში არის, ამიტომ ბლინების შესაწვავად ცხელ ტაფაზე ზეთის დამატება საჭირო არაა.
- ყოველი ბლინის დაცხობის წინ ცომის მასას აურიეთ. ბლინი სპატულით შეგიძლიათ გადააბრუნოთ.
სურვილისამებრ სუფრის კოვზი სპირტიანი სასმელი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ: 1 ჭიქა რძეზე 1 კვერცხი და 100 გ ფქვილი მოდის. თუ რეცეპტში მითითებულზე მეტ ან ნაკლებ რძეს იღებთ, სხვა ინგრედიენტების რაოდენობაც შესაბამისად შეცვალეთ. ამ ბლინებისთვის ნებისმიერი შიგთავსი გამოგადგებათ. გემრიელად მიირთვით.