ანჯელა პერლის 2023 წლის მარტის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

278

ანჯელა პერლის 2023 წლის მარტის ჰოროსკოპი იმედს გვაძლევს, რომ გაზაფხულზე ცვლილებები მოვა. სპეციალისტმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დეტალური პროგნოზი მოამზადა. Vivien მათ გაზიარებას ჩქარობს.

  • ვერძს მარტში ბევრი დადებითი ცვლილება ელის. რა საქმესაც ხელი არ უნდა მოკიდოს, ყველაფერი გამოუვა. სწავლის ან ახალი პროექტის დაწყება კარგია. ანჯელა პერლი გირჩევთ, შემოქმედებას ხელი მოკიდოთ. სამსახურში დიდი ცვლილებები მოსალოდნელია.
  • კურომ მარტში საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. სამსახური კარგია, მაგრამ დასვენებაც საჭიროა. ამ თვეში სანუკვარი ოცნებისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს. ჰორიზონტზე გამოჩნდება ბევრი შესაძლებლობა, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება. თითოეული ნათელი მომავლისთვის გამოიყენეთ.
  • ტყუპებს მარტში ბევრი პრობლემა შეხვდებათ. ეს მშობლების ჯანმრთელობას ან სამსახურს შეეხება. სასოწარკვეთის დრო არაა. ახლობლებს მეტი დრო დაუთმეთ, ასევე სამსახურში პასუხისმგებლობის მატებამ არ შეგაშინოთ. ეს სტატუსის შეცვლას და სასიამოვნო ხელფასის მიღებას გამოიწვევს. საკუთარ თავზე იმუშავეთ და სასურველ შედეგს მიიღებთ.
  • კირჩხიბს ბევრი სასიამოვნო სიახლე ელოდება. ეს ნათესავებთან, ასევე სამსახურთან კავშირში იქნება. ასტროლოგი გვახარებს: ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება. პირადში პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელია. შეიძლება გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენენ. სიფხიზლე არ დაკარგოთ.
  • ლომის ჯანმრთელობა მარტში გაუმჯობესდება. პრობლემა, რომელსაც დიდი ხანია ებრძვით, მეორეხარისხოვანი გახდება. შემოსავლის წყარო შეიცვლება. არ შეგეშინდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფინანსებში დაგეგმვა მნიშვნელოვანია. რომანტიკული კუთხით სიმშვიდეა. საკუთარ თავში გარკვევა სცადეთ. ამისთვის ფსიქოლოგთან მუშაობა საუკეთესოა.
  • ქალწულს სიყვარულში გაუმართლებს. ახალ პარტნიორს შეხვდებით ან საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ახალ დონეზე ავა. მარტი გარეგანი გარდაქმნების საწინდარია. შესაძლოა, სტილი სრულად შეიცვალოთ ან უფრო სერიოზული კოსმეტიკური პროცედურები გადაწყვიტოთ. თქვენი გარემო შეცვლას დაიწყებს. ეს მშვიდად მიიღეთ, როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ მეგობრებთან დამშვიდობება.
  • მარტში სასწორს წარმატებული გარიგება ელოდება. მაგალითად, უძრავი ქონების, მანქანის ან ახალი მომგებიანი სამუშაო პროექტი. სამყაროს სურს, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა დაალაგოთ. ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას მიხედეთ. გაზაფხული კარდინალურად შეცვლაში დაგეხმარებათ.
  • მორიელს ამ თვეში დაებადება იდეები, რომლებიც სამსახურში პოზიციის გაუმჯობესებაში დაეხმარება. გელოდებათ ბევრი სასიხარულო ამბავი, რომელიც ახლობლებს უკავშირდება. მოსალოდნელია მოხდეს შემთხვევა, რომელიც წყობიდან გამოგიყვანთ. ემოციებს არ აყვეთ და ცივი გონება შეინარჩუნეთ.
  • მშვილდოსანს ყველა საქმეში წარმატება ელოდება. დიდი ალბათობით, სამსახურს თავს დაანებებთ და გადაწყვეტთ, საით გსურთ წასვლა. თვითრეალიზაციით დაკავდებით, ამიტომ თქვენს მხრებს მეტი პასუხისმგებლობა დააწვება. თქვენს ცხოვრებაში ღირებულებების სრული გადაფასება მოხდება. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია!
  • თხის რქას ახალი ნაცნობობა და საზღვარგარეთთან დაკავშირებული შესაძლებლობები ელოდება. სამსახურში მეტი კომუნიკაცია გამოჩნდება. ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება. მეტ დროს დაუთმობთ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეს დრო დააფასეთ, რადგან ასეთ მომენტებში სულიერად ისვენებთ.
  • მერწყულს გაზაფხულის პირველ თვეში გაუთვალისწინებელი ხარჯები ელოდება. ეს ჯანმრთელობას ან ყოფით საკითხებს შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგალითად, მანქანა გაფუჭდება. პირადში სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. მოსალოდნელია განქორწინება ან, პირიქით, ახალი რომანის დაწყება. მარტში მთელ ცხოვრებას სხვანაირად შეხედავთ. ეს ტრანსფორმაციისკენ გიბიძგებთ.
  • თევზებს მარტში პირადი საზღვრების დაცვა მოუწევს. მეტს დაფიქრდებით, როგორ გექცევიან სხვები, ამას იმსახურებთ თუ არა. ეს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებით ეხება. ნათესავებთან დაკავშირებით კარგ ამბებს ელოდეთ. ამ თვეში ინვესტირება კარგია. ყველა რისკი ანაზღაურდება!