1 მარტივი მეთოდი, როგორ დაამარილოთ ქაშაყი და წითელი თევზი

300

რატომღაც ზამთარში ჩნდება დიდი სურვილი, რომ დამარილებული თევზი მოხარშულ კარტოფილთან ან სხვა გარნირთან ერთად მივირთვათ. ერთადერთი, რაც ასეთი გემრიელი სადილისგან გვაჩერებს, იდეალური ქაშაყის ხანგრძლივი ძებნაა. ხშირად საკმარისად დამარილებული არაა ან ზედმეტად მლაშეა.ზოგჯერ ბევრი სანელებელი ქაშაყის გემოს კლავს. უსიამოვნო მომენტებმა ტრაპეზში ხელი რომ არ შეგიშალოთ, უნდა იცოდეთ, როგორ დაამარილოთ თევზი სახლის პირობებში. მარტივი მეთოდი დაიმახსოვრეთ. ასეთი მეთოდი უნივერსალურია, რადგან მისი დახმარებით, როგორც ქაშაყი, ასევე წითელი თევზი შეგიძლიათ დაამარილოთ. შედეგი იგივე იქნება: ნაზი ფილე და საოცარი გემო.

თევზის დამარილების უნივერსალური მეთოდი

დეტალური ინსტრუქცია – თუ გემრიელი თევზის მირთმევა გსურთ, ამ სურვილზე უარი არ თქვათ. სახლის პირობებში სწრაფად დაამარილეთ. 500 გ ქაშაყის ან ორაგულის ფილე აიღეთ. 2 ს/კ სუფრის მარილი და 1 ს/კ შაქარი ცალკე აურიეთ. ფილე მიღებულ ნარევში ამოავლეთ, კარგად წაუსვით. შემდეგ ფილე კონტეინერში მოათავსეთ და მინიმუმ 12 საათით მაცივარში შეინახეთ. ფილე წინასწარ პატარა ნაჭრებად შეგიძლიათ დაჭრათ. ასე თევზის დეგუსტაციას უფრო მალე შეძლებთ. ამ მეთოდით დამარილებისას ხახვი, სანელებლები და მცენარეული ზეთი საჭირო არაა.

ბონუს მეთოდი – გიყვართ სხვადასხვა სანელებელი? ამ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი, მაგრამ არანაკლებ გემრიელი მეთოდი გამოგადგებათ. აიღეთ ქაშაყი, ნაჭრებად დაჭერით. პატარა ლიმონი ან ლაიმი კარგად გარეცხეთ. ციტრუსი ნაჭრებად ან რგოლებად დაჭერით. ღრმა თასში 2 ს/კ მარილი და 1 ს/კ შაქარი აურიეთ. მინის ქილაში ქაშაყი და ციტრუსი ფენებად ჩააწყვეთ. მარილის და შაქრის ნარევი მოაყარეთ, ასევე ბაჰარის წიწაკა, რომელიც მაქსიმუმ 12 ცალი დაგჭირდებათ. ზემოდან 3 დაფნის ფოთოლი დაადეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში მოათავსეთ. 1 დღის შემდეგ ნარევს აურიეთ და კიდევ 24 საათით მოიცადეთ. არომატული ქაშაყი მზადაა!

ამ ორი მეთოდის დახმარებით საოცარ გემოს მიიღებთ. თევზი შეუდარებელი გამოვა. მთავარია, რომ ძირითადი პროდუქტი სწორად მოამზადოთ. გახსოვდეთ, რომ თევზი მიკროტალღურ ღუმელში ან თბილ წყალში არ უნდა გაალღოთ. პროცესი ბუნებრივი უნდა იყოს. თევზი თასში მოათავსეთ და სრულ გალღობამდე მაცივარში შეინახეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ დამარილება.