მარტივი პასუხი, რატომ არ გამოჰქონდათ საბჭოური სერვიზი სერვანტიდან

389

როგორც იქნა, ბებიამ თავისი ბინის გარემონტების უფლება მომცა. პირველი ნაბიჯი ძველი ნივთების გადარჩევაა: საჭიროს დავიტოვებ, დანარჩენს გადავყრი. ძველი გარდერობის კარადა და სერვანტი რთული ადგილები აღმოჩნდა. იქ წლების განმავლობაში ბევრი რამ იყო დაგროვებული. როცა ვკითხე, ხომ არ გადავყაროთ ძველი საბჭოური სერვიზი, ბებიას აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. საოცარი მიჯაჭვულობაა. არ მახსოვს, რომ ბებიას ეს თეფშები, ჩაიდანი და ფინჯნები ოდესმე გამოეყენებინოს. მგონი, საბჭოური სერვიზი მთელი 50 წელი სერვანტში ხელუხლებელი ინახებოდა. როგორც ჩანს, იმდროინდელი დიასახლისებისთვის მორთული ჭურჭელი უფრო დეკორატიულ ფუნქციას ატარებდა, ვიდრე პრაქტიკულს.

საბჭოური სერვიზი: რატომ არ იყენებდნენ დიასახლისები მას ყოველდღიურად – ალბათ, გახსოვთ დიდებული საბჭოური ჩაის სერვიზი, რომელიც სერვანტში იმტვერებოდა. უფროსი თაობის წარმომადგენლები ჭურჭელს სერვანტიდან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იღებდნენ. ზოგიერთ ოჯახში ხელს საერთოდ არ ახლებდნენ. რას უკავშირდება საბჭოელი დიასახლისის ასეთი მომჭირნეობა?

რა თქმა უნდა, ასეთი დიდებული ჭურჭელი საბჭოთა დროისთვის ფუფუნება იყო. ჩაის და სადილის ნაკრები ხარისხიანი იყო, მაგრამ მათი შოვნა წარმოუდგენლად ჭირდა. ჭურჭელს მხოლოდ „თავისიანებზე“ ყიდდნენ, ხოლო სხვებს მსგავსის შესაძენად თვეობით რიგში ყოფნა უწევდათ. კარგი სერვიზი დიდ დღესასწაულებზე (იუბილე, ქორწილი) კარგ საჩუქრად ითვლებოდა. ჭურჭელი მემკვიდრეობით გადადიოდა და დიდად ფასობდა. მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ან საერთოდ არ იყენებდნენ.

ახლა ხარისხიანი ჭურჭელი ხელმისაწვდომია, მისი ყიდვა ყველას შეუძლია. თან ხალხის ფილოსოფიაც შეიცვალა. გვსურს საუკეთესო ყველაფერი ახლა გამოვიყენოთ და სხვა დროისთვის არ გადავდოთ. რა საჭიროა ფინჯნები, თეთრეული და კაბა კარადაში დასამტვერად შეინახოთ? კარგი ნივთები უნდა გამოიყენოთ და ისიამოვნოთ. სანუკვარი დღე, რომლისთვისაც კარგ რაღაცებს ინახავთ, შეიძლება არც დადგეს.