ლატეს და კაპუჩინოს მოყვარულები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ სასმელში შემავალი რძე ორგანიზმს კოფეინის ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს. სხვა მოსაზრებაც არსებობს. ზოგი თვლის, რომ ფინჯანი რძიანი ყავა უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე სუფთა სასმელი. ვინ არის მართალი? Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს რძიან ყავას სინამდვილეში. როცა ესპრესო და სუფთა ამერიკანო მოგვბეზრდა, ფინჯანი კაპუჩინოთი თავის გახარება გვსურს. საკუთარ თავს ამაზე უარი არ უთხრათ. რაციონიდან რძიანი ყავის მთლიანად ამოღება არ ღირს. გიამბობთ, რატომ.
რძიანი ყავის სარგებელი: ყველაფერი ამ სასმელზე
სასმელის დადებითი თვისებები – იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა ვერ დაამტკიცეს, რომ რძე კოფეინის ზემოქმედებას ანეიტრალებს, ლატე და კაპუჩინო ორგანიზმისთვის მაინც სასარგებლოა. აღმოჩნდა, რომ ასეთი სასმელები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობენ. მეცნიერების თქმით, რძიან ყავაში შემავალი ცილების და ანტიოქსიდანტების კომბინაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
როგორ ითვისებს ორგანიზმი ამ სასმელს – ვერ ვუარყოფთ, რომ რძიან ყავას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორგანიზმი ასეთ სასმელს კარგად ვერ შეითვისებს. ყავა და რძე ქიმიურ რეაქციაში შედის, რომლის შედეგად ცილა კაზეინის თვისება შეიძლება შეიცვალოს. ამის გამო, მისი ათვისება გაცილებით ნელა ხდება. ფინჯანი ცხელი კაპუჩინოს ან რაფის მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმე შეიძლება იგრძნოთ.
სასმელის კალორიულობა – თუ გახდომა გსურთ, რძიანი ყავა თქვენთვის შესაფერისი არაა. 1 ფინჯანი ლატე 250 კალორიას შეიცავს. სუფთა შავი ყავა სხეულის ფორმებისთვის უსაფრთხოა. შაქრის, სხვადასხვა სიროფის და რძის გარეშე სასმელი ზედმეტი წონის საფრთხეს არ ქმნის.
როგორც ხედავთ, რძიანი ყავის დალევას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული არჩევანი: დალევთ ესპრესოს თუ ლატეს.